მთავარი გვერდი
პორტალის შესახებ
რეგისტრაცია
ნაწარმოებები
კომენტარები
რეცენზიები
დღიურები
წევრები
ლიტ-მოვლენა
ილუსტრაცია
მოგვწერეთ
ძებნა
ფორუმი
გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში
* * *
გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.
* * *
დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!
ყველა ნაწარმოები
ავტორი:
აპარმიჟ-
ჟანრი: პოეზია
28 ივნისი, 2012
"ტელეპათია - ბელგრადის მოჩვენება"
ორი ბალიშით ვიმაგრებ თავს და
გისუნთქავ ღმერთო ცალი ნესტოთი.
შენ ახლაც დამსჯი - როგორც ყოველ ღამ:
ძილით. სიცხადეს ასე ვერ ვყოფნი...
ო, რატომ არ ვარ ბეღურა ნორჩი?
თავისუფალი - უბრალო ასე
ადამიანად დილას შემოვრჩი,
- ბეღურად ყოფნის ოცნებით სავსე...
მოიძებნება (ალბათ პარიზში:
ეიფელზე ან შამ დე მარსზე)
ბეღურა - ჩემებრ ფიქრს რომ არ იშლის:
ადამად ყოფნის, ოცნებით სავსე,
რომელსაც გზაზე, მანქანა გასრესს...
სწორედ მას, დიახ! - ჩემს მსგავს ბეღურას:
თეთრი ბუმბულით მარცხენა ფრთაზე,
ჩემად ყოფნის რომ ოცნება ხურავს
და ყოველ ღამე იძინებს ასე...
ამ ტრაგედიის შემდეგ კი ზუსტად
ვიცი, რომ ვიტყვი:
- მე არ მესმოდა
(როგორაც ახლა)
არასდროს მისი.
გადმოწერეთ PDF ფორმატში
კომენტარები
ილუსტრაციები
რეცენზიები
1.
რატომაა უკომნტაროდ?
მშვენიერი ლექსია
რატომაა უკომნტაროდ?
მშვენიერი ლექსია
ენმესაგშარრი.
2016-06-02 21:15:52
მონაცემები არ არის
მონაცემები არ არის
07.09.2026 09:31:01
საიტის წევრს ნიკით:
ირინკა
ვულოცავთ დაბადების დღეს