ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: დიოტიმა
ჟანრი: პოეზია
13 ოქტომბერი, 2008


სიზმარი

რას დაგვიტოვებ,სიყვარულო?
ბარათებს,
წიგნებს და წიგნებში ჩამხმარ ყვავილებს?

ნივთებს,
რომლებიც დაკარგავენ იდუმალებას
და დანარჩენებს თვინიერად შეერთვებიან?

საერთო ნაცნობს,
რომლის შეხედვაც უკვე აღარ გვაფიქრებინებს,
''ნეტავი ამას,როცა უნდა, მაშინ ნახავსო!''?

ადგილებს,
სადაც წაიშლება
ეს მოლოდინი,უფრო ლამაზი,ვიდრე შეხვედრა?

იქნება სიზმარს -
-მოულოდნელს შეხვედრასავით,
როცა ორივე სხვადასხვისკენ მივეშურებით?

რა სილაღეა! 
მთელი ქვეყნისთვის
ღია არის სიზმრის კარები!

              1883


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები