ადგილი - ჩემთან. დრო - დღეს საღამოს. დრეს კოდი - რამე თავისუფალი.
არ დაიშვება, ვისაც ცხოვრება მწიფე მდოგვივით ან დაპნეული პილპილივით ცხვირში არ ურტყამს - - არ ეტირება, თუმცა, რატომაც არ დაიშვება!
ყველა - თავისას.
ვიწყებთ ცალ-ცალკე ანდა ერთად, როცა ყელში მოგვაწვება, როცა ხორხი ჩაგვეხერგება, ან სხვას ავყვებით.
დასაშვებია სულის მოთქმა, თემის გაცვლა, ანდა გამოცვლა, შიგადაშიგ - გახუმრება, პარტნიორის ცივი თითების მუჭში მოქცევა, უცხო უბეში თავის ჩარგვაც, ქანცგაწყვეტილზე ღრმა მთქნარება და ჩათვლემაც კი დასაშვებია.
მერე - თავიდან. მთავარია - ხავილამდე, ხმის ჩახშობამდე, გულის დაცლამდე და ცერზე დაპირქვავებამდე.
წყალში თევზის ცრემლი არა ჩანს.
დამშვიდობებას ნურც ეცდებით, უბრალოდ, წადით, დაივიწყეთ, ვინ - ვინ იყო, ვინ - ვინ არ იყო, ვინ - რაზე - როგორ და დაიხსომეთ ოქროს წესი: როგორც ბანკირი თავის კლიენტს - - ამიერიდან გარეთ ერთმანეთს თავის დაკვრითაც არ ვესალმებით. არც ერთი-ერთზე დარჩენას ვცდილობთ.
იქ, ცხრა მთასა და ცხრა ზღვას იქით, ერთი გზის პირად ერთი პატარა სასახლეა, იმ სასახლეში ერთი ქვა-რკინა შეიჯახუნებს ოთახის კარს, სიმარტოვეში კედლებს, კარადებს წაუშენს მუშტებს, ცას აწყდებიან მიმომსხვრეული სარკეებიდან დაფეთებული გამრავლებული ორეულები...
(როგორ იელვა! მიწის ძირამდე ჩაიკლაკნა! და მერე დასცხო!)
ის კი ეცემა მოცელვით სკამზე და ხელისგულთა ბალიშებს იკბენს და როცა სუნთქვა გაეხსნება, წყვილი პეშვის ზიარჭურჭლიდან დაიგემოვნებს ამეთვისტოებს და ლოყაზე ჩამოგორებულ ბოლო მარცვლებს რომ ენის წვერით ეთამაშება, თვალებს მოჭუტავს მონაცვლეობით და გეგონება, კიდეც იღიმის, ან იქნებ მართლა ეღიმება.
გამოგეტირე.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
19. დასაშვებია სულის მოთქმა, თემის გაცვლა, ანდა გამოცვლა, შიგადაშიგ - გახუმრება, პარტნიორის ცივი თითების მუჭში მოქცევა, უცხო უბეში თავის ჩარგვაც, ქანცგაწყვეტილზე ღრმა მთქნარება და ჩათვლემაც კი დასაშვებია.
წყალში თევზის ცრემლი არა ჩანს.
უცხოეთის მრავალ ქვეყანაში ძალიან პოპულარული ფსიქოთერაპიის კურსები დამიდგა თვალწინ. :) ღრმა და საინტერესო ლექსია. დასაშვებია სულის მოთქმა, თემის გაცვლა, ანდა გამოცვლა, შიგადაშიგ - გახუმრება, პარტნიორის ცივი თითების მუჭში მოქცევა, უცხო უბეში თავის ჩარგვაც, ქანცგაწყვეტილზე ღრმა მთქნარება და ჩათვლემაც კი დასაშვებია.
წყალში თევზის ცრემლი არა ჩანს.
უცხოეთის მრავალ ქვეყანაში ძალიან პოპულარული ფსიქოთერაპიის კურსები დამიდგა თვალწინ. :) ღრმა და საინტერესო ლექსია.
18. ლელას ვეთანხმები, ნამდვილად ბევრი შრეა ამ ლექსში...
წყალში თევზის ცრემლი არა ჩანს _ გენიალურია! ლელას ვეთანხმები, ნამდვილად ბევრი შრეა ამ ლექსში...
წყალში თევზის ცრემლი არა ჩანს _ გენიალურია!
17. ასეთი სტილის ლექსების შედარება შეიძლება თანამედროვე "პანკ როკთან". ძალიან უსუსური და ცუდი სტილია ვერ ვიტან ასეთ ლექსებს. ასეთი სტილის ლექსების შედარება შეიძლება თანამედროვე "პანკ როკთან". ძალიან უსუსური და ცუდი სტილია ვერ ვიტან ასეთ ლექსებს.
16. განწყობის ლექსი, სისუფთავით და ჩაფიქრებით! განწყობის ლექსი, სისუფთავით და ჩაფიქრებით!
14. ძალიან კარგია. "წყალში თევზის ცრემლი არა ჩანს" "როგორც ბანკირი თავის კლიენტს - - ამიერიდან გარეთ ერთმანეთს თავის დაკვრითაც არ ვესალმებით"
და საერთოდ მთლიანად მაგარია.: ) ძალიან კარგია. "წყალში თევზის ცრემლი არა ჩანს" "როგორც ბანკირი თავის კლიენტს - - ამიერიდან გარეთ ერთმანეთს თავის დაკვრითაც არ ვესალმებით"
და საერთოდ მთლიანად მაგარია.: )
13. ლექსის პირველი ნახევარი----აზრია, მეორე ნახევარი---აზრიც და პოეზიაც.
"წყალში თევზის ცრემლი არა ჩანს."--- საოცარი ნათქვამია. ლექსის პირველი ნახევარი----აზრია, მეორე ნახევარი---აზრიც და პოეზიაც.
"წყალში თევზის ცრემლი არა ჩანს."--- საოცარი ნათქვამია.
11. ზოგიერთი ადგილი მართლაც ძალიან მომეწონა, მთლიანობაში კარგია ზოგიერთი ადგილი მართლაც ძალიან მომეწონა, მთლიანობაში კარგია
10. ასე მხოლოდ პროფესიონალები წერენ, თუმცა ნამდვილ მკითხველს აქა-იქ თუ შეხვდები! დიდი მადლობა, ქალბატონო ნინო, ამ სილამაზისათვის!!! +555 ასე მხოლოდ პროფესიონალები წერენ, თუმცა ნამდვილ მკითხველს აქა-იქ თუ შეხვდები! დიდი მადლობა, ქალბატონო ნინო, ამ სილამაზისათვის!!! +555
8. ეს ლექსი, საოცრად მიესადაგა ჩემს ამჟამინდელ განწყობას. მადლობა ავტორს... ეს ლექსი, საოცრად მიესადაგა ჩემს ამჟამინდელ განწყობას. მადლობა ავტორს...
7. რაც არ უნდა დიდი იყოს ადამიანთა თანაგანცდა, თანაზიარობა, ტკივილის "ტემპერატურა" მაინც მაშინაა ყველაზე ძლიერი, როცა საკუთარ თავთან რჩები მარტო. ნამდვილიც მაშინ ხარ, ისეთი, როგორიც არავისთან. ამას მივტირით (ეგოს), რა თქმა უნდა, ისე, რომ არავინ დაგვინახოს:) ბევრი შრეა კიდევ ამ ლექსში... ძალიან კარგია. რაც არ უნდა დიდი იყოს ადამიანთა თანაგანცდა, თანაზიარობა, ტკივილის "ტემპერატურა" მაინც მაშინაა ყველაზე ძლიერი, როცა საკუთარ თავთან რჩები მარტო. ნამდვილიც მაშინ ხარ, ისეთი, როგორიც არავისთან. ამას მივტირით (ეგოს), რა თქმა უნდა, ისე, რომ არავინ დაგვინახოს:) ბევრი შრეა კიდევ ამ ლექსში... ძალიან კარგია.
6. მმმმ რა კარგ ადგილებს გადავწყდი.... <3 მმმმ რა კარგ ადგილებს გადავწყდი.... <3
5. უუჰ... მაპატიეთ ქალბატონო ნინო..
მეგონა ეს უკვე ვიცოდი და დამვიწყებია..
:) კარგით რაა უუჰ... მაპატიეთ ქალბატონო ნინო..
მეგონა ეს უკვე ვიცოდი და დამვიწყებია..
:) კარგით რაა
4. ნატალი, ჯინა! მადლობა კეთილი გამოხმაურებისთვის. ბლაგვი ძვირფასო! მოდით, ხვალამდე იფიქრეთ, თუ თქვენ გარდა სხვაც ვერ მიხვდა, დავწერ პასუხს. მანამდე დაგაკვალიანებთ: დაუკვირდით ლექსის დასაწყისის სტილს - რა არის გათამაშებული. ამავე დროს,,გუგლით დასერჩეთ'' სიტყვა ,,ამეთვისტო" , დაუკვირდით ინფორმაციებს ამ ქვის მაგიური თვისებების შესახებ. ნატალი, ჯინა! მადლობა კეთილი გამოხმაურებისთვის. ბლაგვი ძვირფასო! მოდით, ხვალამდე იფიქრეთ, თუ თქვენ გარდა სხვაც ვერ მიხვდა, დავწერ პასუხს. მანამდე დაგაკვალიანებთ: დაუკვირდით ლექსის დასაწყისის სტილს - რა არის გათამაშებული. ამავე დროს,,გუგლით დასერჩეთ`` სიტყვა ,,ამეთვისტო" , დაუკვირდით ინფორმაციებს ამ ქვის მაგიური თვისებების შესახებ.
3. ქალბატონო ნინო !
ძალიან გთხოვთ ამიხსენით რას ნიშნავს სათაური?
უბრალოდ ლექსმაც ვერ ახსნა.. ქალბატონო ნინო !
ძალიან გთხოვთ ამიხსენით რას ნიშნავს სათაური?
უბრალოდ ლექსმაც ვერ ახსნა..
2. "ცას აწყდებიან მიმომსხვრეული სარკეებიდან დაფეთებული გამრავლებული ორეულები..."
ცხოვრება– დამსხვრეული სარკე... შვება – ამეთვისტური ცრემლი... "ცას აწყდებიან მიმომსხვრეული სარკეებიდან დაფეთებული გამრავლებული ორეულები..."
ცხოვრება– დამსხვრეული სარკე... შვება – ამეთვისტური ცრემლი...
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|