ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ასტვაწ ინჩუ ჰამარ 2
ჟანრი: პოეზია
19 ივლისი, 2012


ჩემი... იანუსი

მივცურავ... აღმა...
წამიერი ცქერა ზურგს უკან.
შენს იქით არაფერია;
არც წინ, ჰორიზონტზე.
მიხარია!
ცურვა არ ვიცით!...


* * *
ისევ მესიზმრე.
საკრალური რიტუალივით...
მოყოლა დავაპირე და -
გადავიფიქრე!
მჯერა, ნახავდი...


* * *
მდუმარედ უცქერ ახლა მონიტორს
და ერთად ყოფნის
სულყველა კადრი მოჩანს
მის მიღმა... (რა დაგავიწყებს!)
და-ი-გვი-ა-ნე.
ვეღარ მიშველის სამასსამოციც...
ასისტოლია!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები