ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: გ1313
ჟანრი: პოეზია
27 ივლისი, 2012


...

ზღვის ლოდინივით ალური სევდა
და ამღვრეული სიცოცხლის კვალი,
მოწმენდილ ცაზე ფიფქებად მდევდა
ოცნებისფერი,ცისფერი ქალი..
ჩემს სულში წვიმდა დარდების ლანდი,
მაჯაზე საათს ეძინა ტკბილად...
შენს არსის არსში ნისლისფრად ვჩანდი,
მთებმა ღრუბლები მოიცვა თბილად...
წყლის წვეთი ისევ წყლის წვეთებს ეძებს,
ღრუბელიც ღრუბლად გასკდომას ლამობს..
ვარ ბოლო ვაშლი ედემის ხეზე,
,,მშვენიერი ხარ,შეჩერდი წამო!''


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები