ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ლევან63
ჟანრი: პოეზია
27 ივლისი, 2012


ჩვენ უფლისთვის ვიტანჯებით

ვეღარ ვფიქრობ რა დავწერო,
მოთხრობა თუ ლექსი,
ვინმეს რომ არ მოეწონოს,
აიღებს და მესვრის!
თუ არ მესვრის დამიჭერს და,
მიმაბრძანებს ციხეს,
აბა მეტი რისი შნო აქვთ,
ამ გაქუცულ ვირთხებს!?
საქართველო დაემსგავსა,
ჩათლახების სარდაფს,
სადაც “ბლენა” და ისა ჭამს,
ვინც ბოზობს და ქაფავს.
შიშის ზარს და კანკალსა სცემთ,
“ოცნება” და თეფში,
ღორები და ლაქიები ამოთხვრილან ნეხვში.
ხალხი უნდათ დაამსგავსონ,
ქალამან და ამებებს,
რომ უფალი შევაგინოთ,
და ვუცინოთ მავნებლებს.
ოჯახი არ დარჩენილა,
ვისაც არ აფურთხეს,
ვგელხოკერა შეესია,
ქვეყნის ყველა კუთხეს.
ქართველებო გამოფხიზლდით,
დაბოგინობს მტერი,
გაჩეხვა სურთ ჩვენი სულის,
ვაზის ქარვის მტევნის!
მაგრამ მარად უჭკნობია,
იბერიელთ გენი,
მას ვერა სპობს ჭია-ღუა,
და ვერც სკამი დენის!
არა, მჯერა ეს არ არის,
ქართველების ბედი,
ჩვენ უფლისთვის ვიტანჯებით,
და მისთვივე ვკვდებით!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები