ვცვლი მყუდრო ბინას, გარეუბნიდან ქალაქის ცენტრში. (კარგი ხედი, სრული კომფორტი, გაჩერება სახლთან ახლოა).
ვცვლი წმინდა სისხლის ტოი-პუდელს, მოვლილს და გაწვრთნილს, - - ჩინურ კატაზე. (იპარავს ნამცხვრებს, არ მოაკლოთ სახრავი ძვლები და მოარიდეთ აუცრელი ძაღლების ხროვა).
ვცვლი ძველ მეგობრებს, ერთგულებს და დაუზარებლებს ...საკუთარივე თავის მიმართ, - - ერთ მეგობარზე, ერთადერთზე... სასურველია, მონაყოლი კარებამდეც არ მიჰყვებოდეს. (მათი არ იყოს, ზოგჯერ გულგრილი მეც კი ვიყავი, მათი გულისთვის განსაცდელსაც ბევრჯერ შევები, ყველა მათგანი მარტოა და საყვარელია. ერთურთის მჯობნი, დანარჩევის დანარჩევები).
ვცვლი სამშობლოსაც, ანტიკვარულს, ჩუქურთმებიანს, - - დიდ ქვეყანაზე. (ასაწყობია. შესაცვლელია სარკის გარდა, თაროს ფიცრები. რემონტის მერე მისატოვებლად ვერ დაიძვრები).
ვცვლი ნატვრებს, მიზნებს, მოგონებებს, ღირებულებებს. არ მენანება დასაფიცარ-დანაფიცრები.
ჰო, ასეთი ვარ. ვარ გამცვლელი მარადიული და ვცვლი ყველაფერს - ყველაფერზე,
მე - არ ვიცვლები!
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
6. რა თქმა უნდა +5 და აპლოდისმენტები რა თქმა უნდა +5 და აპლოდისმენტები
5. მოგესალმები ნინო. ალბათ გახსოვარ, მოგიკითხავ დიდი სიყვარუილთ და მონატებით. რაც შეეხება ლექსს ძალიან კარგია უდაოდ, ღრმა და ნაფიქრი, რაც შეეხება კომენტარებს დამაფიქრა, რა ჭირს ნინოს მოსაპარი? მაშინ რაღა თქვას გიო საჯაიამ თითქმის კოპირებას რომ აკეთებენ ურაკპარაკის წევრი ბავშვები? ბანალურად ნათქვამია მაგრამ უნდა გავიმეორეო, "კაცი კაცს გავს,მაგრამ ყველა მამაშენი კი არ არის:" ნინო კარგი ხარ. როგრო მინდოდა ლექსზე თავიდან ბოლომდე მეთქვა მაგრამ კომენტარებმა ისე დამაფიქრა რომ ვშიშობ აღარაფერი გამომივა, ხო კიდევ იმის თქმა მინდოდა, რომ როდესაც ხალხს ერთნაირად გვტკივა, ერთნაირად ვჩივით და ეს რომ გასაკვირია მიკვირს. მიყვარხარ ნინო ლექსებიანად :* მოგესალმები ნინო. ალბათ გახსოვარ, მოგიკითხავ დიდი სიყვარუილთ და მონატებით. რაც შეეხება ლექსს ძალიან კარგია უდაოდ, ღრმა და ნაფიქრი, რაც შეეხება კომენტარებს დამაფიქრა, რა ჭირს ნინოს მოსაპარი? მაშინ რაღა თქვას გიო საჯაიამ თითქმის კოპირებას რომ აკეთებენ ურაკპარაკის წევრი ბავშვები? ბანალურად ნათქვამია მაგრამ უნდა გავიმეორეო, "კაცი კაცს გავს,მაგრამ ყველა მამაშენი კი არ არის:" ნინო კარგი ხარ. როგრო მინდოდა ლექსზე თავიდან ბოლომდე მეთქვა მაგრამ კომენტარებმა ისე დამაფიქრა რომ ვშიშობ აღარაფერი გამომივა, ხო კიდევ იმის თქმა მინდოდა, რომ როდესაც ხალხს ერთნაირად გვტკივა, ერთნაირად ვჩივით და ეს რომ გასაკვირია მიკვირს. მიყვარხარ ნინო ლექსებიანად :*
4. ვცვლი ძველ მეგობრებს, ერთგულებს და დაუზარებლებს ...საკუთარივე თავის მიმართ, - - ერთ მეგობარზე, ერთადერთზე... სასურველია, მონაყოლი კარებამდეც არ მიჰყვებოდეს. (მათი არ იყოს, ზოგჯერ გულგრილი მეც კი ვიყავი, მათი გულისთვის განსაცდელსაც ბევრჯერ შევები, ყველა მათგანი მარტოა და საყვარელია. ერთურთის მჯობნი, დანარჩევის დანარჩევები)
ლექსი მომეწონა და დანარჩენს დაბლა რაც წერია მერე გადავხედავ უეჭველად... ვცვლი ძველ მეგობრებს, ერთგულებს და დაუზარებლებს ...საკუთარივე თავის მიმართ, - - ერთ მეგობარზე, ერთადერთზე... სასურველია, მონაყოლი კარებამდეც არ მიჰყვებოდეს. (მათი არ იყოს, ზოგჯერ გულგრილი მეც კი ვიყავი, მათი გულისთვის განსაცდელსაც ბევრჯერ შევები, ყველა მათგანი მარტოა და საყვარელია. ერთურთის მჯობნი, დანარჩევის დანარჩევები)
ლექსი მომეწონა და დანარჩენს დაბლა რაც წერია მერე გადავხედავ უეჭველად...
3. http://forum.lit.ge/index.php?showtopic=81&st=120
პოსტი #125
ტარიელ ჭანტურია
დინოზავრიდან დიზაინამდე - - - - - - - -- - =- = = == =
განცხადება, გაკრული ჯვარზე
ამ სათაურით დაიბეჭდა ჩემი ერთი პაწია ლექსი:
ვცვლი ოროთახიან მარტოობას ერთოთახიან მარტოობაში... (რჩეული, გამომც. საბჭოთა საქართველო, 1982)
მოკლედ, ასე: ქართულ პოეზიაში ჩენჩი პირველად მე წამოვიწყე: მე გავცვალე რაღაცა რაღაცაში! კონკრეტულად - ოროთახიანი მარტოობა ერთოთახიან მარტოობაში! შემეძლო თუ არა, გაცვლა-გამოცვლის ეს პოეტური პროცესი გამეგრძელებინა! რა თქმა უნდა, შემეძლო! - საჭიროდ რომ ჩამეთვალა, ყველაფერს ყველაფერში გავცვლიდი და ამ ერთი პატარა ლექსის ნაცვლად დავწერდი, ვთქვათ, ასს, მაგრამ ეს საჭიროდ არ ჩავთვალე და სწორადაც მოვიქეცი! მთავარი - გაცვლის თემა იყო! ამ ლექსის იმპულსი იქნებ რაფიელ ერისთავის შედევრი იყოს, აი, ის, არ გავცვლიო, რომ ირწმუნება და გვაჯერებს ნათქვამში! ჩემი, როგორც ნახეთ, გაცვლის თემაა. ამ მეტაფორისთვის საკმარისი იყო ერთი მაგალითი - ოროთახიანი მარტოობა გაიცვალა ერთოთახიან მარტოობაში! შემეძლო თუ არა, უფრო ვრცლად მომეთხრო მკითხველისთვის ამ გაცვლის დეტალები! რა თქმა უნდა, შემეძლო, მაგრამ მოლეკულური პოეზიისთვის ეს ზედმეტი და თანაც უსარგებლო საქმიანობა იქნებოდა. ასე რომ, მე სწორი ვიყავი, როცა დავჯერდი ამ ოთხ სტრიქონს:
განცხადება, გაკრული ჯვარზე
ვცვლი ოროთახიან მარტოობას ერთოთახიან მარტოობაზე...
დანარჩენს მკითხველის ფანტაზია ავსებს. ეს გონიერი მკითხველის, ნამდვილი მკითხველის საყვარელი საქმიანობაა! ამაში მას პოეტმა ხელი არ უნდა შეუშალოს! ახლა ერთი საინტერესო ფაქტი, რის გამოც ეს წერილი იწერება. ვნახოთ ნინო დარბაისელის ერთი ლექსი. დაბეჭდილია იგი გაზეთ რეზონანსის დამატებაში (გალაკტიონი, ¹16). ლექსის სათაურია ვცვლი. პირველივე სტრიქონის წაკითხვის მერე მიხვდებით, რატომ ვწერ იმას, რასაც ვწერ:
ვცვლი მყუდრო ბინას, გარეუბნიდან ქალაქის ცენტრში...
ამის შემდეგ ჩამოთვლილია, რას რაზე ცვლის პოეტი: წმინდა სისხლის ტოი-პუდელს - ჩინურ კატაზე, ძველ მეგობრებს - ერთ მეგობარზე, სამშობლოს - დიდ ქვეყანაზე, მოკლედ, ცვლის ყველაფერს ყველაფერზე! თბილისის ვაჟთა მეორე სკოლის ლეგენდარული მასწავლებლის - პარმენასი - არ იყოს, ჩვენში აღარავის აინტერესებს, ვინ თქვა პირველად ფრენჩი! მოკლედ, გაცვლის თემის, ჩენჩის თემის პირველავტორი, თქვენი მონამორჩილი ტარიელ ჭანტურია მიფუჩეჩებულია, დავიწყებულია, იგნორირებულია, გვერდავლილია, გაქურდულია... შექმნილი სიტუაცია იქნებ თქვენ უკეთ დაახასიათოთ... რატომ ვწერ ამას ასე პირდაპირ, ყოველგვარი მიკიბულ-მოკიბულის გარეშე იმ პოეტზე, რომელსაც მისი დებიუტის დღიდან დღემდე უდიდეს პატივს ვცემ და მშვენიერ პოეტად ვთვლი და ვისი ეს ლექსიც ერთ უბრალო, უმნიშვნელო წარუმატებელ ცდად მიმაჩნია და მეტი არაფრად! რატომ და ერთი მიზეზის გამო: სხვამ თუ არა, თავად ნინო დარბაისელმა კარგად იცის, ვინ არის ჩემი პასკვილანტი - ისინი - ნინო და ჩემი პასკვილანტი - თურმე ერთმანეთს ძალიან კარგად ნაცნობან! ჰოდა, რომ წაიკითხავს ახლა პასკვილანტი ნინოს ამ ლექსს, მაშინვე ადგება და დაწერს ახალ პასკვილს, თუ როგორ გადავიწერე მე ნინო დარბაისელის ეს ახალი ლექსი ჯერ კიდევ ამ ოცდაათი წლის წინათ, გახსენებით კი ჩემი ის ძველისძველი ლექსი პასკვილანტს ნამდვილად გაახსენდება მას თავის ერთ შედევრში ხაზგასმით უწერია, რომ ჩემი ყველა წიგნი ყურადღებით აქვს წაკითხული! მოკლედ, მოდურად რომ მოვუქციოთ, ამ წერილს ვწერ პრევენციის მიზნით და ის, რაც ახლა მოგახსენეთ, იოტის ოდენითაც არ ამცირებს შესანიშნავი პოეტისადმი ჩემს უღრმეს პატივისცემასა და სიყვარულს! კარგი იქნება, თუ ნინო დარბაისელი გაგებით მოეკიდება ამას! მინდა დავიჯერო, რომ იმედს არ გამიცრუებს და ახლა ის არ დაიწყებს პასკვილების წერას!
24 საათი 10.10.10 http://webcache.googleusercontent.com/sear...=clnk&gl=ge
- - - - - - - - - - - - - -- - -
ნინო დარბაისელი:
პ.ს.: აქ დადებულ ტექსტში არაფერი შემიცვლია, გარდა ციტატების გამოყოფისა და გამუქებისა. ვერ გავარკვიე, ჩემი ,,გაბოლდებული" გვარ-სახელი ყველგან ორიგინალისეულია თუ ,,გუგლის" საძიებო მონიშვნის შედეგი, ყოველ შემთხვევაში, აქაც გადმომაქვს. ამასთანავე ერთი ინფორმაცია, რომელიც ბატონი ტარიელისათვის, როგორც ჩემი მუდმივი გულშემატკივრისთვის, იმთავითვე კარგად იყო ცნობილი, მაგრამ, როგორც ჩანს, დაავიწყდა: გასული საუკუნის ბოლოდან ვარ შოთა რუსთაველის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერი თანამშრომელი. შექმნის დღიდან ,გალაკტიონის კვლევის ცენტრის " ხელმძღვანელი და კრებულ ',,გალაკტიონოლოგიის" რედაქტორი გახლავთ ბ-ნი თეიმურაზ დოიაშვილი, ამავე დროიდან დღემდე ცენტრის სწავლული მდივანი და კრებულის პასუხისმგებელი მდივანი კი თქვენი მონა-მორჩილი. იხ.ლინკი:
http://litinstituti.ge/galakttanamshr.htm
- - - - - - - - - - - - - - - - -
თეიმურაზ დოიაშვილი: შენ - ჭანტურიავ, დარბაისელო! - - - - - - -
ერთ „დიზაინუკაში” - „განცხადება, გაკრული ჯვარზე” („უიკენდი”, #29) ჭანტურია „პირდაპირ, ყოველგვარი მიკიბ-მოკიბვის გარეშე” წერს: ნინო დარბაისელმა, „რომელსაც მისი დებიუტის დღიდან დღემდე უდიდეს პატივს ვცემ და მშვენიერ პოეტად ვთვლი”, თემა მომპარაო! ამათი თბილი მამა-შვილობის ამბავი მე კი არა, ვინ არ იცის, და არც ამ „სენსაციურ ცნობას” გამოვეხმაურებოდი, ჭანტურიას რომ მიწყივ ჩემი სახელი არ აბოდებდეს და აშფოთებდეს. ახლაც კენჭებს ჩემს ბაღში ისვრის: „რომ წაიკითხავს პასკვილანტი ნინოს ამ ლექსს, მაშინვე ადგება და დაწერს ახალ პასკვილს, თუ როგორ გადავიწერე მე ნინო დარბაისელის ეს ახალი ლექსი ჯერ კიდევ ამ ოცდაათი წლის წინათ, გახსენებით კი ჩემი ის ძველისძველი ლექსი პასკვილანტს ნამდვილად გაახსენდება. მას თავის ერთ შედევრში ხაზგასმით უწერია, რომ ჩემი ყველა წიგნი ყურადღებით აქვს წაკითხული!” „დაზარალებული” იქვე შენიშნავს: „ამ წერილს პრევენციის მიზნით ვწერო”, ჰგონია, ამით ხელი შემიკრა! დიახ, ჭანტურიას ყველა წიგნი ყურადღებით მაქვს წაკითხული და რაც ამოვიკითხე, იმაზე ვაპირებ საუბარს.
* * *
საქმე ეხება ჭანტურიას ორსტრიქონიან ლექსს, რომელიც მოუპარავთ! 1982 წელს ჭანტურიამ თავის „რჩეულში” (გვ. 311) დაბეჭდა უნიკალური, პირდაპირ ჩასაყლაპ-მოსაპარი, სამსტრიქონიანი
განცხადება, გაკრული ჯვარზე
ვცვლი ოროთახიან მარტოობას ერთოთახიან მარტოობაზე...
2002 წლისათვის მან ეს „შედევრი” საფუძვლიანად გადაამუშავა და ისე შეიტანა წიგნში „თაფლობის საუკუნე 2” (გვ. 448). ტექსტის ამ „აკადემიურ რედაქციაში”, რომელიც ავტორის ბოლო ნებას გამოხატავს, ჭანტურიამ სათაურიდან მხოლოდ პირველი სიტყვა („განცხადება”) დატოვა, სანიმუშოდ გამართული, ტკბილქართულით დაწერილი „პაწია”, ხუთსიტყვიანი ბრილიანტი კი უფრო დააწახნაგა: „მარტოობას” აქ „მარტოობაზე” კი არა, “მარტოობაში” ცვლის:
განცხადება
ვცვლი ოროთახიან მარტოობას ერთოთახიან მარტოობაში...
ჭანტურია “დიზაინუკაში” თავდაპირველ, “ქურდის” მამხილებელ, სუპერ-ფრაერულ ვერსიას მალავს - 1982 წლის საწყისი ტექსტის ნაცვლად საბოლოო, 2002 წლის ვერსია მოჰყავს, ანუ თავიდანვე სიყალბეს სჩადის! როგორც გაირკვა, ჭანტურიამ ზუსტად ოცი წელი იფიქრა ქართული პოეზიისათვის ფასდაუდებელ, ეპოქალურ ცვლილებებზე და საბოლოო სახეც მისცა... წმინდა წყლის ნაბჟუტურევს!
მოდით ვიკითხოთ, ან „ოროთახიანი” მარტოობა რა არის და ან „ერთოთახიანი”? და ეს შუმი სისულელე ჭანტურიას ტროპული აზროვნების უნიკალური ნიმუში ჰგონია!!!
ერთმა ჩემმა მეზობელმა, სამოცდაათს რომ გადააბიჯა, „ლექსების” წერა დაიწყო. ერთხელაც გამომიჭირა და “ჩიტკა” მომიწყო. იმ “ჩიტკიდან” დღემდე მახსოვს ეს სამი სტრიქონი:
გულს სევდა მაწევს, ო, რა მძიმე _ ორფუთიანი...
ავტორს ვურჩიე: წონა თანდათან გაზარდე, - ხუთი, ათი, ოცფუთიანი!.. - „სტიხიც” უფრო „წონიანი” გამოგივა-მეთქი. ამ სულელური „ორფუთიანი სევდის” ტყუპისცალია ჭანტურიას არანაკლებ სულელური „ოროთახიანი მარტოობა” - მთლიანად ეს „ტრუხა” მეტაფორისტიკა!
ლექსის მთხზველი რომ ორიოდ სტრიქონს მოაცოდვილებს, ვერ გამართავს, მერე იმის დახვეწა-გაშალაშინებას საუკუნის მეხუთედს მოანდომებს და ისევ სუტ-მეტაფორის იმედად დარჩება, სადავო რაა, უდავოდ იმსახურებს XX საუკუნის უდიდესი ქართველი პოეტის სახელს! გასაგებია, ჭანტურიას „ჭირთა უფრო ძნელი” სჭირს, _ დაბერდა რა! _ მაგრამ ჩემ მიერ მრავალგზის მხილებული კლეპტომანი - ლიტერატურული ქურდი სხვას რომ უპრაგონოდ გაქურდვას დააბრალებს, იმის მარაზმს რამე ეშველება?!
ქურდობაში „გამოჭერილმა” ქალბატონმა ნინომ ჩემს თემაში ჭანტურიას „პაწია” ბრილიანტის გვერდით მისგან მოპარული დიდი ლექსი დადო, ჭანტურიას ბრალდება მკითხველის სამსჯავროზე გაიტანა და ამით ყველაფერი თქვა.
ქურდები ვითომ ასე, „სამხილით” ხელში მიდიან მსაჯულებთან?!
თუ ასეა, ნეტა ნაქურდალით ჯიბე-უბეგამოტენილი ჭანტურიას თვითმხილებას მომასწროს ღმერთმა, და მერე თუნდაც მომკლა!
„ბრალდებულისა” არ იყოს, არც მე ვაპირებ მისი მშვენიერი ლექსის შედარებას ჭანტურიას “მინიმასთან”. ეს, თუ სურთ, მახათისმოყვარე პროჭანტურისტებმა გააკეთონ! ჭანტურიას, ჩვევადქცეული პლაგიატობის გამო, მე „ხელმარჯვე ხელმრუდი” ვუწოდე (იხილეთ ამავე სათაურის ოპუსი ჩემს თემაში), ამის დასასაბუთებლად მრავალი მაგალითი მოვიყვანე და დიაგნოზიც დავუსვი - ეს არის ფსიქოლოგიაში კარგად ცნობილი პროექცია, როდესაც სუბიექტის (ანუ ჭანტურიას) საკუთარი თვისების (ე. ი. ქურდობის) ცნობიერი თუ არაცნობიერი გადატანა ხდება სხვაზე. პროფესიონალი პლაგიატორი მთელი ხმით გაჰკივის - „ეს უპატრონო, ლექსებს მპარავენო”, თავად კი ათივე თითი სხვის ლექსებში აქვს შეცურებული! გალაკტიონის, გოგლას, ტიციანის, აბაშელის, გრიშაშვილის, ნადირაძის, კარლო კალაძის, მირცხულავას, ბერულავას, მაჭავარიანის, ოთარ ჭილაძის, ჯავახაძის და კიდევ სხვათა და სხვათა გამქურდავი ნინო დარბაისელს აჰხირებია, „გაცვლის თემა” მომპარეო!
„გაცვლის თემის, ჩენჩის (? - თ. ი) თემის პირველავტორი ტარიელ ჭანტურია მიფუჩეჩებულია, დავიწყებულია, იგნორირებულია, გვერდავლილია, გაქურდულია”, _ გულს იჩუყებს და ჩვენც თანალმობისკენ მოგვიწოდებს ჯვარზე გაკრული განცხადების “ჯვარცმული” მეცრუე, თითქოს ათობით „პირველავტორს” მე ავუარე გვერდი, მივაფუჩეჩე და ჯიგრიანად გავქურდე! ნინო დარბაისელმა თემა მომპარაო! როდიდან დაიწყო თემების „დაპრივატება” და „ლიცენზირება”?! ახლა ბრალდებული პოეტი ქალი რომ ადგეს და განაცხადოს, მგელზე, პეპელაზე, ლაზარეზე, საფოზე და განსაკუთრებით – “ბეშ პარმაკზე” ლექსის დაწერა არავინ გაბედოთ, ჩემი თემებიაო, ვითომ მართალი იქნება?! “ქართულ პოეზიაში ჩენჩი პირველად მე წამოვიწყე: მე გავცვალე რაღაცა რაღაცაშიო!” _- კატეგორიულობს ჭანტურია, თან რაფიელ ერისთავის „სამშობლო ხევსურისას”, ასე ვთქვათ, “ანეიტრალებს” - ამ ლექსის იმპულსი იქნებ რაფიელ ერისთავის შედევრი იყოს, აი, ის, არ გავცვლიო, რომ ირწმუნება და გვაჯერებს ნათქვამში!” ხედავთ, კაცო! თურმე XIX საუკუნეში ყოფილა პოეტი, რომელსაც ქართულ პოეზიაში გაცვლა-არგაცვლის საკითხი დაუყენებია, ოღონდ ჭანტურიას მისგან თემა კი არ მოუპარავს, - ხოხ! ამას როგორ იკადრებდა! - „იმპულსი” მიუღია, ბატონო! სხვები ქურდობენ, ეს - იმპულსს იღებს! ახლა შევადაროთ ფორმულის დონეზე რაფიელის ცნობილი სტრიქონი „არ გავცვლი სალსა კლდეებსა უკვდავებისა ხეზედა” და ჭანტურიას „ვცვლი ოროთახიან მარტოობას ერთოთახიან მარტოობაზე”:
რაფიელი:
„არ გავცვლი” ამას იმაზედ...
ჭანტურია: „ვცვლი” ამას იმაზე...
რით განსხვავდება წინამორბედი პოეტის ფორმულა ჭანტურიას „ფორმულისაგან”? ის, რაც მადლიან რაფიელს უკუთქმითად აქვს ნათქვამი, ჭანტურიას წართქმითად გადაუკეთებია: „არ” წაუშლია, ”არ გავცვლიო” კი არა, „ვცვლიო” და თემაც „დაუიმპულსებია”, ჩემი თემააო...
ჰა-ჰა-ჰა!
* * *
ჭანტურიას ერთი რამითაც მოაქვს თავი: „საჭიროდ რომ ჩამეთვალა ყველაფერს ყველაფერში გავცვლიდი და ამ ერთი პატარა ლექსის ნაცვლად დავწერდი, ვთქვათ, ასს, მაგრამ ეს საჭიროდ არ ჩავთვალე და სწორადაც მოვიქეცი! მთავარი გაცვლის თემა იყო!.. ამ მეტაფორისათვის საკმარისი იყო ერთი მაგალითი _- ოროთახიანი მარტოობა გაიცვალა ერთოთახიან მარტოობაში! შემეძლო თუ არა, უფრო ვრცლად მომეთხრო მკითხველისათვის ამ გაცვლის დეტალები? რა თქმა უნდა, შემეძლო, მაგრამ მოლეკულური პოეზიისათვის ეს ზედმეტი და უსარგებლო საქმიანობა იქნებოდა.” ჭანტურიას ავიწყდება, თუ ივიწყებს, რომ „გაცვლის თემა”, რომლის მეტაფორულ-მოლეკულური დამუშავებითაც თავს იწონებს, თავადვე განავრცო, მოლეკულურიდან მეგა-პოეზიაში გადაინაცვლა და უკვდავი „შედევრიც” შექმნა. ტექსტის სათაურია „ბარტერი”. ეს სიტყვა, მგონი, „გაცვლა-გამოცვლას” ნიშნავს, არა? ჰოდა, ეს ჩვენი დონ ხუანი მთელს თავის უძრავ-მოძრავ ქონებას ქალის ნაკვთებში ცვლის: სახლს - თვალებში, პიანინოს - ხალებში, სარკეს - თმებში, მაცივარს - მხრებში... რას ვაგრძელებდე? დანარჩენს თავად ჭანტურია გეტყვით:
წაიღე აგარაკი - მომეცი შენი თეძო! მომეცი ბაგე შენი - წაიღე მთელი ეზო! მომეცი ბროლის მკერდი და წაიღე ჩემი გული!
„შემეძლო თუ არა, უფრო ვრცლად მომეთხრო მკითხველისათვის ამ გაცვლის დეტალებიო”, - თუ გახსოვთ, ასე იკითხა ჭანტურიამ, არა? და ისიც დასძინა: _-ეს უსარგებლო საქმიანობა იქნებოდაო”. აი, ამ „უსარგებლო საქმიანობის” შედეგია მისი მოლეკულური „განცხადებაც” და მეგა-პოეტური „ბარტერიც”! ნინო დარბაისელის „ვცვლი” კი თანამედროვე კონცეპტუალური ლექსია, საკუთარი სათქმელის მქონე მშვენიერი ლექსი!
რას არ იტყვის კაცის ენა: თემა ჩემიაო!.. იყო დრო, ვინმე ჰაფეზი ქალის ერთ ხალში პიანინოს, ან ერთ-ორ ოთახიან ბინას (თავისი მარტოობოთ!) კი არა, მთელ ქალაქებს იძლეოდა;
ერთმა ქალმა შირაზელმა თუ განკურნა გულის დარდი, მზად ვარ, მის ერთ ხალში მივცე ბუხარა და სამარყანდი!
ეს რა მესმის? გაცვლის თემა – ჭანტურიას თემა, “ჩენჩისა”, ხალხო! – მეთოთხმეტე საუკუნეში ჰქონია ვიცხა ხაფეზას!
იქნება და – არა, პროჭანტურისტებო?! ჰა, ბურთი და ჰა, მოედანი!
პ.ს.
ახლა ერთი ნაღდი ქურდობის ფაქტს მოგაწვდით, როდესაც გაქურდული, თქვენ წარმოიდგინეთ, ნამდვილად ჭანტურიაა! აი, პირველი სტროფი ჭანტურიას „საკაიფო” ტექსტისა - „ერთხელ, ქორწილიდან დაბრუნებულს, როგორ დამირიგებია შვილი (გალექსილია მეუღლის ნაამბობი)”:
რამდენიმე რამეა მშვიდობისთვის საშიში: გერმანია, ჩილე და, რა თქმა უნდა, აშშ.
ეს ტექსტი შეტანილია ჭანტურიას 2002 წელს დასტამბულ წიგნში „თაფლობის საუკუნე 2” (გ-ბა „მერანი”, გვ. 359; რედაქტორი გივი ალხაზიშვილი), თუმცა, პოლიტიკური აქცენტები აშკარად მიანიშნებს, რომ იგი გაცილებით ადრე - ანტიამერიკულ, საბჭოთა ეპოქაშია დაწერილი. ახლა გადავშალოთ 2003 წლის გაზეთი „ჩვენი მწერლობა” (#38, გვ.9) და ამჯერადაც ერთი სტროფი დავიმოწმოთ სხვა ავტორის ლექსიდან, რომლის სათაურია „ორიენტირი”:
თუ შინაურმა ძველებურად არ გაგიმეტა, სხვა მტერი არ გვყავს უფრო საშიში, და თუ რამ მოჩანს, დასავლეთი მოჩანს იმედად, ისევ ბებერი ევროპა და ისევ აშშ.
ამ ტექსტში, რომლის დამწერის გვარს არ ვასახელებ, პოლიტიკური ორიენტაცია რადიკალურად კი არის შეცვლილი, დროის შესაფერად გადახალისებულ-გაახლებული, მაგრამ რითმაა ძველი და თანაც სხვისი _ ჭანტურიასი:
საშიში – აშშ
ეს „ერთჯერადი”, „საავტორო” რითმაა და ჭანტურიას ეკუთვნის, ხოლო ვინც ის წაიღო და გაიმეორა, უეჭველი პლაგიატორია! პლაგიატორის გვარს ისევ არ ვახსენებ, დარჩეს ასე უხსენებლად! იგი ჭანტურიას ამალის წევრია, რომელმაც ძვირფას „მეტრს” გულისამაჩუყებელ-გამამხნევებელი, „ა ლა ჭანტურია” გარითმული არმაღანი შესძღვნა. მომყავს ფრაგმენტი:
ლექსპრომტი ლექსპრომტის დამფუძნებელს
ცოტაც გაუძელ, ნუ ღელავ, - ამ აუწყობელ საკრავებს... გაგვატყავებენ სუყველას, დოლებზე გადაგვაკრავენ.
ხომ კარგად ესმის სვავს სვავის, ყორანს ყორანის, ბუს ბუსი, მძულს მათი ფრთების სავსავი და მიყვარს შენი ფუსფუსი.
ილიკოსი თუ ილარიონისა არ იყოს, უგრძვნია კაცს და რას ერჩი?! - თანაც მარტო ჭანტურიასადმი სიყვარული კი არა, არასახარბიელო პერსპექტივაც: „გაგვატყავებენ სუყველას, დოლებზე გადაგვაკრავენო”! ჭანტურია უკვე „გატყავებულია”, ახლა...
ჭანტურიას პლაგიატორი, როგორც ვთქვი, გაქურდული ტარიელის ამალის წევრია, რომლის შესახებ „მარშლის” მოადგილე, გენერალი ჭანტურია წერდა: იგი „დიდი ნაბიჯებით მიმავალი ჯარისკაცი” იყო, ახლა კი „კარგა ხანია, ოფიცრებისა და გენერლების წრეში ტრიალებსო”. ტრიალი, იცოცხლე, კარგი იცის, - გვარს რომ კვლავაც არ დავასახელებ, - იმან, მაგრამ, თუ შეიძლება, გაგვიმხილეთ - ამჟამად რა „ზვანია” აქვს?!
ჭანტურია რომ მოთქვამს, „ეს უპატრონო - ლექსებს მპარავენო”, რაო, ეს ახლობელი “ჟულიკი” ვერ შეამჩნია, რატომ არ ამხილა? ლიცენზია მიჰყიდა თუ “შიდაუწყებრივი მოხმარებისათვის” დასაშვებია საერთო რითმებით სარგებლობა?! გვარს არა და არ დავასახელებ! ქურდი ჭანტურიას წიგნის „თაფლობის საუკუნე 2”-ის რედაქტორია, რომელმაც თავისი ავტორი გაქურდა!
ჭანტურია არარსებულ „ქურდებს” დასდევს, ახლოში კი „დახუჭობანას” გვეთამაშება! რატომ შვები, ბოშო, ამას?! რაო? ქურდის ქურდი მართლა ცხონებულია?!
ჰა-ჰა-ჰა!
ტრულაილა ცაში გალობს!...
http://forum.lit.ge/index.php?showtopic=81&st=120
პოსტი #125
ტარიელ ჭანტურია
დინოზავრიდან დიზაინამდე - - - - - - - -- - =- = = == =
განცხადება, გაკრული ჯვარზე
ამ სათაურით დაიბეჭდა ჩემი ერთი პაწია ლექსი:
ვცვლი ოროთახიან მარტოობას ერთოთახიან მარტოობაში... (რჩეული, გამომც. საბჭოთა საქართველო, 1982)
მოკლედ, ასე: ქართულ პოეზიაში ჩენჩი პირველად მე წამოვიწყე: მე გავცვალე რაღაცა რაღაცაში! კონკრეტულად - ოროთახიანი მარტოობა ერთოთახიან მარტოობაში! შემეძლო თუ არა, გაცვლა-გამოცვლის ეს პოეტური პროცესი გამეგრძელებინა! რა თქმა უნდა, შემეძლო! - საჭიროდ რომ ჩამეთვალა, ყველაფერს ყველაფერში გავცვლიდი და ამ ერთი პატარა ლექსის ნაცვლად დავწერდი, ვთქვათ, ასს, მაგრამ ეს საჭიროდ არ ჩავთვალე და სწორადაც მოვიქეცი! მთავარი - გაცვლის თემა იყო! ამ ლექსის იმპულსი იქნებ რაფიელ ერისთავის შედევრი იყოს, აი, ის, არ გავცვლიო, რომ ირწმუნება და გვაჯერებს ნათქვამში! ჩემი, როგორც ნახეთ, გაცვლის თემაა. ამ მეტაფორისთვის საკმარისი იყო ერთი მაგალითი - ოროთახიანი მარტოობა გაიცვალა ერთოთახიან მარტოობაში! შემეძლო თუ არა, უფრო ვრცლად მომეთხრო მკითხველისთვის ამ გაცვლის დეტალები! რა თქმა უნდა, შემეძლო, მაგრამ მოლეკულური პოეზიისთვის ეს ზედმეტი და თანაც უსარგებლო საქმიანობა იქნებოდა. ასე რომ, მე სწორი ვიყავი, როცა დავჯერდი ამ ოთხ სტრიქონს:
განცხადება, გაკრული ჯვარზე
ვცვლი ოროთახიან მარტოობას ერთოთახიან მარტოობაზე...
დანარჩენს მკითხველის ფანტაზია ავსებს. ეს გონიერი მკითხველის, ნამდვილი მკითხველის საყვარელი საქმიანობაა! ამაში მას პოეტმა ხელი არ უნდა შეუშალოს! ახლა ერთი საინტერესო ფაქტი, რის გამოც ეს წერილი იწერება. ვნახოთ ნინო დარბაისელის ერთი ლექსი. დაბეჭდილია იგი გაზეთ რეზონანსის დამატებაში (გალაკტიონი, ¹16). ლექსის სათაურია ვცვლი. პირველივე სტრიქონის წაკითხვის მერე მიხვდებით, რატომ ვწერ იმას, რასაც ვწერ:
ვცვლი მყუდრო ბინას, გარეუბნიდან ქალაქის ცენტრში...
ამის შემდეგ ჩამოთვლილია, რას რაზე ცვლის პოეტი: წმინდა სისხლის ტოი-პუდელს - ჩინურ კატაზე, ძველ მეგობრებს - ერთ მეგობარზე, სამშობლოს - დიდ ქვეყანაზე, მოკლედ, ცვლის ყველაფერს ყველაფერზე! თბილისის ვაჟთა მეორე სკოლის ლეგენდარული მასწავლებლის - პარმენასი - არ იყოს, ჩვენში აღარავის აინტერესებს, ვინ თქვა პირველად ფრენჩი! მოკლედ, გაცვლის თემის, ჩენჩის თემის პირველავტორი, თქვენი მონამორჩილი ტარიელ ჭანტურია მიფუჩეჩებულია, დავიწყებულია, იგნორირებულია, გვერდავლილია, გაქურდულია... შექმნილი სიტუაცია იქნებ თქვენ უკეთ დაახასიათოთ... რატომ ვწერ ამას ასე პირდაპირ, ყოველგვარი მიკიბულ-მოკიბულის გარეშე იმ პოეტზე, რომელსაც მისი დებიუტის დღიდან დღემდე უდიდეს პატივს ვცემ და მშვენიერ პოეტად ვთვლი და ვისი ეს ლექსიც ერთ უბრალო, უმნიშვნელო წარუმატებელ ცდად მიმაჩნია და მეტი არაფრად! რატომ და ერთი მიზეზის გამო: სხვამ თუ არა, თავად ნინო დარბაისელმა კარგად იცის, ვინ არის ჩემი პასკვილანტი - ისინი - ნინო და ჩემი პასკვილანტი - თურმე ერთმანეთს ძალიან კარგად ნაცნობან! ჰოდა, რომ წაიკითხავს ახლა პასკვილანტი ნინოს ამ ლექსს, მაშინვე ადგება და დაწერს ახალ პასკვილს, თუ როგორ გადავიწერე მე ნინო დარბაისელის ეს ახალი ლექსი ჯერ კიდევ ამ ოცდაათი წლის წინათ, გახსენებით კი ჩემი ის ძველისძველი ლექსი პასკვილანტს ნამდვილად გაახსენდება მას თავის ერთ შედევრში ხაზგასმით უწერია, რომ ჩემი ყველა წიგნი ყურადღებით აქვს წაკითხული! მოკლედ, მოდურად რომ მოვუქციოთ, ამ წერილს ვწერ პრევენციის მიზნით და ის, რაც ახლა მოგახსენეთ, იოტის ოდენითაც არ ამცირებს შესანიშნავი პოეტისადმი ჩემს უღრმეს პატივისცემასა და სიყვარულს! კარგი იქნება, თუ ნინო დარბაისელი გაგებით მოეკიდება ამას! მინდა დავიჯერო, რომ იმედს არ გამიცრუებს და ახლა ის არ დაიწყებს პასკვილების წერას!
24 საათი 10.10.10 http://webcache.googleusercontent.com/sear...=clnk&gl=ge
- - - - - - - - - - - - - -- - -
ნინო დარბაისელი:
პ.ს.: აქ დადებულ ტექსტში არაფერი შემიცვლია, გარდა ციტატების გამოყოფისა და გამუქებისა. ვერ გავარკვიე, ჩემი ,,გაბოლდებული" გვარ-სახელი ყველგან ორიგინალისეულია თუ ,,გუგლის" საძიებო მონიშვნის შედეგი, ყოველ შემთხვევაში, აქაც გადმომაქვს. ამასთანავე ერთი ინფორმაცია, რომელიც ბატონი ტარიელისათვის, როგორც ჩემი მუდმივი გულშემატკივრისთვის, იმთავითვე კარგად იყო ცნობილი, მაგრამ, როგორც ჩანს, დაავიწყდა: გასული საუკუნის ბოლოდან ვარ შოთა რუსთაველის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერი თანამშრომელი. შექმნის დღიდან ,გალაკტიონის კვლევის ცენტრის " ხელმძღვანელი და კრებულ `,,გალაკტიონოლოგიის" რედაქტორი გახლავთ ბ-ნი თეიმურაზ დოიაშვილი, ამავე დროიდან დღემდე ცენტრის სწავლული მდივანი და კრებულის პასუხისმგებელი მდივანი კი თქვენი მონა-მორჩილი. იხ.ლინკი:
http://litinstituti.ge/galakttanamshr.htm
- - - - - - - - - - - - - - - - -
თეიმურაზ დოიაშვილი: შენ - ჭანტურიავ, დარბაისელო! - - - - - - -
ერთ „დიზაინუკაში” - „განცხადება, გაკრული ჯვარზე” („უიკენდი”, #29) ჭანტურია „პირდაპირ, ყოველგვარი მიკიბ-მოკიბვის გარეშე” წერს: ნინო დარბაისელმა, „რომელსაც მისი დებიუტის დღიდან დღემდე უდიდეს პატივს ვცემ და მშვენიერ პოეტად ვთვლი”, თემა მომპარაო! ამათი თბილი მამა-შვილობის ამბავი მე კი არა, ვინ არ იცის, და არც ამ „სენსაციურ ცნობას” გამოვეხმაურებოდი, ჭანტურიას რომ მიწყივ ჩემი სახელი არ აბოდებდეს და აშფოთებდეს. ახლაც კენჭებს ჩემს ბაღში ისვრის: „რომ წაიკითხავს პასკვილანტი ნინოს ამ ლექსს, მაშინვე ადგება და დაწერს ახალ პასკვილს, თუ როგორ გადავიწერე მე ნინო დარბაისელის ეს ახალი ლექსი ჯერ კიდევ ამ ოცდაათი წლის წინათ, გახსენებით კი ჩემი ის ძველისძველი ლექსი პასკვილანტს ნამდვილად გაახსენდება. მას თავის ერთ შედევრში ხაზგასმით უწერია, რომ ჩემი ყველა წიგნი ყურადღებით აქვს წაკითხული!” „დაზარალებული” იქვე შენიშნავს: „ამ წერილს პრევენციის მიზნით ვწერო”, ჰგონია, ამით ხელი შემიკრა! დიახ, ჭანტურიას ყველა წიგნი ყურადღებით მაქვს წაკითხული და რაც ამოვიკითხე, იმაზე ვაპირებ საუბარს.
* * *
საქმე ეხება ჭანტურიას ორსტრიქონიან ლექსს, რომელიც მოუპარავთ! 1982 წელს ჭანტურიამ თავის „რჩეულში” (გვ. 311) დაბეჭდა უნიკალური, პირდაპირ ჩასაყლაპ-მოსაპარი, სამსტრიქონიანი
განცხადება, გაკრული ჯვარზე
ვცვლი ოროთახიან მარტოობას ერთოთახიან მარტოობაზე...
2002 წლისათვის მან ეს „შედევრი” საფუძვლიანად გადაამუშავა და ისე შეიტანა წიგნში „თაფლობის საუკუნე 2” (გვ. 448). ტექსტის ამ „აკადემიურ რედაქციაში”, რომელიც ავტორის ბოლო ნებას გამოხატავს, ჭანტურიამ სათაურიდან მხოლოდ პირველი სიტყვა („განცხადება”) დატოვა, სანიმუშოდ გამართული, ტკბილქართულით დაწერილი „პაწია”, ხუთსიტყვიანი ბრილიანტი კი უფრო დააწახნაგა: „მარტოობას” აქ „მარტოობაზე” კი არა, “მარტოობაში” ცვლის:
განცხადება
ვცვლი ოროთახიან მარტოობას ერთოთახიან მარტოობაში...
ჭანტურია “დიზაინუკაში” თავდაპირველ, “ქურდის” მამხილებელ, სუპერ-ფრაერულ ვერსიას მალავს - 1982 წლის საწყისი ტექსტის ნაცვლად საბოლოო, 2002 წლის ვერსია მოჰყავს, ანუ თავიდანვე სიყალბეს სჩადის! როგორც გაირკვა, ჭანტურიამ ზუსტად ოცი წელი იფიქრა ქართული პოეზიისათვის ფასდაუდებელ, ეპოქალურ ცვლილებებზე და საბოლოო სახეც მისცა... წმინდა წყლის ნაბჟუტურევს!
მოდით ვიკითხოთ, ან „ოროთახიანი” მარტოობა რა არის და ან „ერთოთახიანი”? და ეს შუმი სისულელე ჭანტურიას ტროპული აზროვნების უნიკალური ნიმუში ჰგონია!!!
ერთმა ჩემმა მეზობელმა, სამოცდაათს რომ გადააბიჯა, „ლექსების” წერა დაიწყო. ერთხელაც გამომიჭირა და “ჩიტკა” მომიწყო. იმ “ჩიტკიდან” დღემდე მახსოვს ეს სამი სტრიქონი:
გულს სევდა მაწევს, ო, რა მძიმე _ ორფუთიანი...
ავტორს ვურჩიე: წონა თანდათან გაზარდე, - ხუთი, ათი, ოცფუთიანი!.. - „სტიხიც” უფრო „წონიანი” გამოგივა-მეთქი. ამ სულელური „ორფუთიანი სევდის” ტყუპისცალია ჭანტურიას არანაკლებ სულელური „ოროთახიანი მარტოობა” - მთლიანად ეს „ტრუხა” მეტაფორისტიკა!
ლექსის მთხზველი რომ ორიოდ სტრიქონს მოაცოდვილებს, ვერ გამართავს, მერე იმის დახვეწა-გაშალაშინებას საუკუნის მეხუთედს მოანდომებს და ისევ სუტ-მეტაფორის იმედად დარჩება, სადავო რაა, უდავოდ იმსახურებს XX საუკუნის უდიდესი ქართველი პოეტის სახელს! გასაგებია, ჭანტურიას „ჭირთა უფრო ძნელი” სჭირს, _ დაბერდა რა! _ მაგრამ ჩემ მიერ მრავალგზის მხილებული კლეპტომანი - ლიტერატურული ქურდი სხვას რომ უპრაგონოდ გაქურდვას დააბრალებს, იმის მარაზმს რამე ეშველება?!
ქურდობაში „გამოჭერილმა” ქალბატონმა ნინომ ჩემს თემაში ჭანტურიას „პაწია” ბრილიანტის გვერდით მისგან მოპარული დიდი ლექსი დადო, ჭანტურიას ბრალდება მკითხველის სამსჯავროზე გაიტანა და ამით ყველაფერი თქვა.
ქურდები ვითომ ასე, „სამხილით” ხელში მიდიან მსაჯულებთან?!
თუ ასეა, ნეტა ნაქურდალით ჯიბე-უბეგამოტენილი ჭანტურიას თვითმხილებას მომასწროს ღმერთმა, და მერე თუნდაც მომკლა!
„ბრალდებულისა” არ იყოს, არც მე ვაპირებ მისი მშვენიერი ლექსის შედარებას ჭანტურიას “მინიმასთან”. ეს, თუ სურთ, მახათისმოყვარე პროჭანტურისტებმა გააკეთონ! ჭანტურიას, ჩვევადქცეული პლაგიატობის გამო, მე „ხელმარჯვე ხელმრუდი” ვუწოდე (იხილეთ ამავე სათაურის ოპუსი ჩემს თემაში), ამის დასასაბუთებლად მრავალი მაგალითი მოვიყვანე და დიაგნოზიც დავუსვი - ეს არის ფსიქოლოგიაში კარგად ცნობილი პროექცია, როდესაც სუბიექტის (ანუ ჭანტურიას) საკუთარი თვისების (ე. ი. ქურდობის) ცნობიერი თუ არაცნობიერი გადატანა ხდება სხვაზე. პროფესიონალი პლაგიატორი მთელი ხმით გაჰკივის - „ეს უპატრონო, ლექსებს მპარავენო”, თავად კი ათივე თითი სხვის ლექსებში აქვს შეცურებული! გალაკტიონის, გოგლას, ტიციანის, აბაშელის, გრიშაშვილის, ნადირაძის, კარლო კალაძის, მირცხულავას, ბერულავას, მაჭავარიანის, ოთარ ჭილაძის, ჯავახაძის და კიდევ სხვათა და სხვათა გამქურდავი ნინო დარბაისელს აჰხირებია, „გაცვლის თემა” მომპარეო!
„გაცვლის თემის, ჩენჩის (? - თ. ი) თემის პირველავტორი ტარიელ ჭანტურია მიფუჩეჩებულია, დავიწყებულია, იგნორირებულია, გვერდავლილია, გაქურდულია”, _ გულს იჩუყებს და ჩვენც თანალმობისკენ მოგვიწოდებს ჯვარზე გაკრული განცხადების “ჯვარცმული” მეცრუე, თითქოს ათობით „პირველავტორს” მე ავუარე გვერდი, მივაფუჩეჩე და ჯიგრიანად გავქურდე! ნინო დარბაისელმა თემა მომპარაო! როდიდან დაიწყო თემების „დაპრივატება” და „ლიცენზირება”?! ახლა ბრალდებული პოეტი ქალი რომ ადგეს და განაცხადოს, მგელზე, პეპელაზე, ლაზარეზე, საფოზე და განსაკუთრებით – “ბეშ პარმაკზე” ლექსის დაწერა არავინ გაბედოთ, ჩემი თემებიაო, ვითომ მართალი იქნება?! “ქართულ პოეზიაში ჩენჩი პირველად მე წამოვიწყე: მე გავცვალე რაღაცა რაღაცაშიო!” _- კატეგორიულობს ჭანტურია, თან რაფიელ ერისთავის „სამშობლო ხევსურისას”, ასე ვთქვათ, “ანეიტრალებს” - ამ ლექსის იმპულსი იქნებ რაფიელ ერისთავის შედევრი იყოს, აი, ის, არ გავცვლიო, რომ ირწმუნება და გვაჯერებს ნათქვამში!” ხედავთ, კაცო! თურმე XIX საუკუნეში ყოფილა პოეტი, რომელსაც ქართულ პოეზიაში გაცვლა-არგაცვლის საკითხი დაუყენებია, ოღონდ ჭანტურიას მისგან თემა კი არ მოუპარავს, - ხოხ! ამას როგორ იკადრებდა! - „იმპულსი” მიუღია, ბატონო! სხვები ქურდობენ, ეს - იმპულსს იღებს! ახლა შევადაროთ ფორმულის დონეზე რაფიელის ცნობილი სტრიქონი „არ გავცვლი სალსა კლდეებსა უკვდავებისა ხეზედა” და ჭანტურიას „ვცვლი ოროთახიან მარტოობას ერთოთახიან მარტოობაზე”:
რაფიელი:
„არ გავცვლი” ამას იმაზედ...
ჭანტურია: „ვცვლი” ამას იმაზე...
რით განსხვავდება წინამორბედი პოეტის ფორმულა ჭანტურიას „ფორმულისაგან”? ის, რაც მადლიან რაფიელს უკუთქმითად აქვს ნათქვამი, ჭანტურიას წართქმითად გადაუკეთებია: „არ” წაუშლია, ”არ გავცვლიო” კი არა, „ვცვლიო” და თემაც „დაუიმპულსებია”, ჩემი თემააო...
ჰა-ჰა-ჰა!
* * *
ჭანტურიას ერთი რამითაც მოაქვს თავი: „საჭიროდ რომ ჩამეთვალა ყველაფერს ყველაფერში გავცვლიდი და ამ ერთი პატარა ლექსის ნაცვლად დავწერდი, ვთქვათ, ასს, მაგრამ ეს საჭიროდ არ ჩავთვალე და სწორადაც მოვიქეცი! მთავარი გაცვლის თემა იყო!.. ამ მეტაფორისათვის საკმარისი იყო ერთი მაგალითი _- ოროთახიანი მარტოობა გაიცვალა ერთოთახიან მარტოობაში! შემეძლო თუ არა, უფრო ვრცლად მომეთხრო მკითხველისათვის ამ გაცვლის დეტალები? რა თქმა უნდა, შემეძლო, მაგრამ მოლეკულური პოეზიისათვის ეს ზედმეტი და უსარგებლო საქმიანობა იქნებოდა.” ჭანტურიას ავიწყდება, თუ ივიწყებს, რომ „გაცვლის თემა”, რომლის მეტაფორულ-მოლეკულური დამუშავებითაც თავს იწონებს, თავადვე განავრცო, მოლეკულურიდან მეგა-პოეზიაში გადაინაცვლა და უკვდავი „შედევრიც” შექმნა. ტექსტის სათაურია „ბარტერი”. ეს სიტყვა, მგონი, „გაცვლა-გამოცვლას” ნიშნავს, არა? ჰოდა, ეს ჩვენი დონ ხუანი მთელს თავის უძრავ-მოძრავ ქონებას ქალის ნაკვთებში ცვლის: სახლს - თვალებში, პიანინოს - ხალებში, სარკეს - თმებში, მაცივარს - მხრებში... რას ვაგრძელებდე? დანარჩენს თავად ჭანტურია გეტყვით:
წაიღე აგარაკი - მომეცი შენი თეძო! მომეცი ბაგე შენი - წაიღე მთელი ეზო! მომეცი ბროლის მკერდი და წაიღე ჩემი გული!
„შემეძლო თუ არა, უფრო ვრცლად მომეთხრო მკითხველისათვის ამ გაცვლის დეტალებიო”, - თუ გახსოვთ, ასე იკითხა ჭანტურიამ, არა? და ისიც დასძინა: _-ეს უსარგებლო საქმიანობა იქნებოდაო”. აი, ამ „უსარგებლო საქმიანობის” შედეგია მისი მოლეკულური „განცხადებაც” და მეგა-პოეტური „ბარტერიც”! ნინო დარბაისელის „ვცვლი” კი თანამედროვე კონცეპტუალური ლექსია, საკუთარი სათქმელის მქონე მშვენიერი ლექსი!
რას არ იტყვის კაცის ენა: თემა ჩემიაო!.. იყო დრო, ვინმე ჰაფეზი ქალის ერთ ხალში პიანინოს, ან ერთ-ორ ოთახიან ბინას (თავისი მარტოობოთ!) კი არა, მთელ ქალაქებს იძლეოდა;
ერთმა ქალმა შირაზელმა თუ განკურნა გულის დარდი, მზად ვარ, მის ერთ ხალში მივცე ბუხარა და სამარყანდი!
ეს რა მესმის? გაცვლის თემა – ჭანტურიას თემა, “ჩენჩისა”, ხალხო! – მეთოთხმეტე საუკუნეში ჰქონია ვიცხა ხაფეზას!
იქნება და – არა, პროჭანტურისტებო?! ჰა, ბურთი და ჰა, მოედანი!
პ.ს.
ახლა ერთი ნაღდი ქურდობის ფაქტს მოგაწვდით, როდესაც გაქურდული, თქვენ წარმოიდგინეთ, ნამდვილად ჭანტურიაა! აი, პირველი სტროფი ჭანტურიას „საკაიფო” ტექსტისა - „ერთხელ, ქორწილიდან დაბრუნებულს, როგორ დამირიგებია შვილი (გალექსილია მეუღლის ნაამბობი)”:
რამდენიმე რამეა მშვიდობისთვის საშიში: გერმანია, ჩილე და, რა თქმა უნდა, აშშ.
ეს ტექსტი შეტანილია ჭანტურიას 2002 წელს დასტამბულ წიგნში „თაფლობის საუკუნე 2” (გ-ბა „მერანი”, გვ. 359; რედაქტორი გივი ალხაზიშვილი), თუმცა, პოლიტიკური აქცენტები აშკარად მიანიშნებს, რომ იგი გაცილებით ადრე - ანტიამერიკულ, საბჭოთა ეპოქაშია დაწერილი. ახლა გადავშალოთ 2003 წლის გაზეთი „ჩვენი მწერლობა” (#38, გვ.9) და ამჯერადაც ერთი სტროფი დავიმოწმოთ სხვა ავტორის ლექსიდან, რომლის სათაურია „ორიენტირი”:
თუ შინაურმა ძველებურად არ გაგიმეტა, სხვა მტერი არ გვყავს უფრო საშიში, და თუ რამ მოჩანს, დასავლეთი მოჩანს იმედად, ისევ ბებერი ევროპა და ისევ აშშ.
ამ ტექსტში, რომლის დამწერის გვარს არ ვასახელებ, პოლიტიკური ორიენტაცია რადიკალურად კი არის შეცვლილი, დროის შესაფერად გადახალისებულ-გაახლებული, მაგრამ რითმაა ძველი და თანაც სხვისი _ ჭანტურიასი:
საშიში – აშშ
ეს „ერთჯერადი”, „საავტორო” რითმაა და ჭანტურიას ეკუთვნის, ხოლო ვინც ის წაიღო და გაიმეორა, უეჭველი პლაგიატორია! პლაგიატორის გვარს ისევ არ ვახსენებ, დარჩეს ასე უხსენებლად! იგი ჭანტურიას ამალის წევრია, რომელმაც ძვირფას „მეტრს” გულისამაჩუყებელ-გამამხნევებელი, „ა ლა ჭანტურია” გარითმული არმაღანი შესძღვნა. მომყავს ფრაგმენტი:
ლექსპრომტი ლექსპრომტის დამფუძნებელს
ცოტაც გაუძელ, ნუ ღელავ, - ამ აუწყობელ საკრავებს... გაგვატყავებენ სუყველას, დოლებზე გადაგვაკრავენ.
ხომ კარგად ესმის სვავს სვავის, ყორანს ყორანის, ბუს ბუსი, მძულს მათი ფრთების სავსავი და მიყვარს შენი ფუსფუსი.
ილიკოსი თუ ილარიონისა არ იყოს, უგრძვნია კაცს და რას ერჩი?! - თანაც მარტო ჭანტურიასადმი სიყვარული კი არა, არასახარბიელო პერსპექტივაც: „გაგვატყავებენ სუყველას, დოლებზე გადაგვაკრავენო”! ჭანტურია უკვე „გატყავებულია”, ახლა...
ჭანტურიას პლაგიატორი, როგორც ვთქვი, გაქურდული ტარიელის ამალის წევრია, რომლის შესახებ „მარშლის” მოადგილე, გენერალი ჭანტურია წერდა: იგი „დიდი ნაბიჯებით მიმავალი ჯარისკაცი” იყო, ახლა კი „კარგა ხანია, ოფიცრებისა და გენერლების წრეში ტრიალებსო”. ტრიალი, იცოცხლე, კარგი იცის, - გვარს რომ კვლავაც არ დავასახელებ, - იმან, მაგრამ, თუ შეიძლება, გაგვიმხილეთ - ამჟამად რა „ზვანია” აქვს?!
ჭანტურია რომ მოთქვამს, „ეს უპატრონო - ლექსებს მპარავენო”, რაო, ეს ახლობელი “ჟულიკი” ვერ შეამჩნია, რატომ არ ამხილა? ლიცენზია მიჰყიდა თუ “შიდაუწყებრივი მოხმარებისათვის” დასაშვებია საერთო რითმებით სარგებლობა?! გვარს არა და არ დავასახელებ! ქურდი ჭანტურიას წიგნის „თაფლობის საუკუნე 2”-ის რედაქტორია, რომელმაც თავისი ავტორი გაქურდა!
ჭანტურია არარსებულ „ქურდებს” დასდევს, ახლოში კი „დახუჭობანას” გვეთამაშება! რატომ შვები, ბოშო, ამას?! რაო? ქურდის ქურდი მართლა ცხონებულია?!
ჰა-ჰა-ჰა!
ტრულაილა ცაში გალობს!...
2. დავით ძვირფასო!
ის გამოხმაურება თავის პასუხიანად დევს ჩემს თემაში. აქ კი გადმოვაკოპირებ, მაგრამ დაინტერესების შემთხვევაში, უკეთესია, მკითხველი მიჰყვეს ლინკს, რადგან იქიდან აქ გამუქებული ადგილების გადმოტანა არ ხერხდება, ამ ადგილებს კი მნიშვნელობა აქვს ტექსტის უკეთ გაგებისათვის. დავით ძვირფასო!
ის გამოხმაურება თავის პასუხიანად დევს ჩემს თემაში. აქ კი გადმოვაკოპირებ, მაგრამ დაინტერესების შემთხვევაში, უკეთესია, მკითხველი მიჰყვეს ლინკს, რადგან იქიდან აქ გამუქებული ადგილების გადმოტანა არ ხერხდება, ამ ადგილებს კი მნიშვნელობა აქვს ტექსტის უკეთ გაგებისათვის.
1. მოგიკითხე, ნინო, პატივისცემით,თქვენგან მაინტერესებს, მე არ ჩავღრმავდები, სადღაც წავაწყდი ტარიელ ჭანტურია გედავებათ ამ ლექსზე, ჩემი ლექსისაგან არის პროვოცირებულიო, საინტერესოა თქვენი არგუმენტები. თავი დამამახსოვრა და ძალიან მომწონს, იაპონიაში, საკმაო დიდი ხნის წინ ჩატარებული, მცირე ფორმის მოთხრობების კონკურსში გამარჯვებული ნაწარმოები: "ვცვლი ქალიშვილობის კაბას, საბავშვო ეტლზე" გაიხარე! წარმატებები!
მოგიკითხე, ნინო, პატივისცემით,თქვენგან მაინტერესებს, მე არ ჩავღრმავდები, სადღაც წავაწყდი ტარიელ ჭანტურია გედავებათ ამ ლექსზე, ჩემი ლექსისაგან არის პროვოცირებულიო, საინტერესოა თქვენი არგუმენტები. თავი დამამახსოვრა და ძალიან მომწონს, იაპონიაში, საკმაო დიდი ხნის წინ ჩატარებული, მცირე ფორმის მოთხრობების კონკურსში გამარჯვებული ნაწარმოები: "ვცვლი ქალიშვილობის კაბას, საბავშვო ეტლზე" გაიხარე! წარმატებები!
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|