ჩემი შვილი ანტიმამა, ჩემი ცოლი_ანტიმე, აი, ყოფის შავი დრამა, აი, ფიქრი: _ ვაიმე! საყვარელი სიზმრებს წაჰყვა, ახლა ვიცი სხვისია, გულმა მწარედ რეჩხი მიყო ქარს მიჰყვება ნისია წლები, წლები ნაავდრალი, ლექსებს შეფარებული, სულ პოეტი... სულ აბდალი... და სულ შეყვარებული. ზეცა სულის გუმბათი და მიწა ხორცის საყდარი, სოფლის გზაზე მოხუც დედის სილუეტი გამხდარი. გზა დამზრალი დაზაფრული, ზამთარიც მიილია, აქეთ თუ ძგერს გაზაფხული, იქით სულ სიკვდილია. ჩააათავებ სტიქონ-სტრიქონ აღსარებას ლექსებად, მოძალადე ქალის დარად მუზა აღარ გეშვება. გაპატიეს ღალატი და ერთგულება არაფრით, და თავს ირთობ სხვენს შერჩენილ ორნახადი არაყით. სისხლს გიხელებს დეკოლტე და თეთრი მუხლისთავები, ბერდები და ცხელ ალმურში მერამდენედ გაები. ჰოკუსხელა თინეიჯრის ბღინძვამ მწარედ გაცინა, მოინელებს საქართველოს ეიჯიზმის ბაცილა. მოდაშია ეკლეკტრიტმი ნერვს ზედ დაჯახებული _ გალაკტიონგეთიაშვილსაჯაიასებური. რის პეონი, ამფიბრაქი ანდა თუნდაც დაქტილი, სტრიქონს ახრჩობს ლექსის ყელში კოჭლი რითმა გაჩრილი. ხეიბარი არც სამშობლო, აღარც ლექსი არ მინდა, ზედაზენზე ჟინჟლავ, ცავ, თუ სამოთხეში გაწვიმდა. ვერლიბრი თუ კლასიკა? ობი ადევს ამ ბოდვებს, ნეტა მეტი სადაო საქართველოს არ ჰქონდეს. შენი წიგნი თაროზე თვლემს, ჭია ხრავს და იცინის... ლექსს რომ შოუ ურჩევნიათ, შენი მკვლელი ისინი. ლექსში უნდა დაიბადო, ლექსში უნდა გათავდე, და ვინც უნდათ ნომრონ მერე პირველიდან ათამდე. ვისზეც უნდა დაიყვირონ: - "შედევრია"!..., "გენია"!... მას ვერავინ მიიტაცებს, რაც უცილოდ შენია. ნელა_ნელა მიშუშდება გასისხლული მყესები, მოდის ახალგაზრდობა ლოდს რომ დაგლეჯს ლექსებით. _ ადრე არის თქვენს თვალზე ბინდის დაკვრა ჯერ ლიბრის, მჯერა თქვენი რითმის და მჯერა თქვენი ვერლიბრის. რა უჩუმრად გტოვებენ შევერცხლილი მამები, მიწას უერთდებიან ზეცას შესართავები... _ ვაზის ფესვი, ლერწა რტო ერთად ამოვთავთავდით, თქვენ ხმაურში იზრდებით, ჩვენ დუმილში გავთავდით. უცხუმოდ და უმაჩაბლოდ აღარც ვღირვარ ცოცხალი, ან სამშობლო დამიბრუნეთ, ან მეც მათთან მომკალით. სხვაზე მეტად ცოდვილი და სხვაზე მეტად წმინდანი, თავს იმდენგზის ვაკვირდები ბოლოს ვეღარ ვიცანი. არა ცოლო, არა შვილო, არც კოჯრის ცავ შიშველო, ამ ჩემს ცრემლგულ აღსარებას დღეს შენ განდობ მკითხველო...
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
19. " წლები, წლები ნაავდრალი, ლექსებს შეფარებული, სულ პოეტი... სულ აბდალი... და სულ შეყვარებული. ზეცა სულის გუმბათი და მიწა ხორცის საყდარი, სოფლის გზაზე მოხუც დედის სილუეტი გამხდარი. გზა დამზრალი დაზაფრული, ზამთარიც მიილია, აქეთ თუ ძგერს გაზაფხული, იქით სულ სიკვდილია. " . . . "უცხუმოდ და უმაჩაბლოდ აღარც ვღირვარ ცოცხალი, ან სამშობლო დამიბრუნეთ, ან მეც მათთან მომკალით. სხვაზე მეტად ცოდვილი და სხვაზე მეტად წმინდანი, თავს იმდენგზის ვაკვირდები ბოლოს ვეღარ ვიცანი. "
არაჩვეულებრივი... " წლები, წლები ნაავდრალი, ლექსებს შეფარებული, სულ პოეტი... სულ აბდალი... და სულ შეყვარებული. ზეცა სულის გუმბათი და მიწა ხორცის საყდარი, სოფლის გზაზე მოხუც დედის სილუეტი გამხდარი. გზა დამზრალი დაზაფრული, ზამთარიც მიილია, აქეთ თუ ძგერს გაზაფხული, იქით სულ სიკვდილია. " . . . "უცხუმოდ და უმაჩაბლოდ აღარც ვღირვარ ცოცხალი, ან სამშობლო დამიბრუნეთ, ან მეც მათთან მომკალით. სხვაზე მეტად ცოდვილი და სხვაზე მეტად წმინდანი, თავს იმდენგზის ვაკვირდები ბოლოს ვეღარ ვიცანი. "
არაჩვეულებრივი...
18. ავტორი: დავით შემოქმედელი ჟანრი: პოეზია ჩემი შეფასება: 2 ავტორი: დავით შემოქმედელი ჟანრი: პოეზია ჩემი შეფასება: 2
17. ++.მწარე სიმართლე,ასე გამარგლული პოეტის ნამგლით... ++.მწარე სიმართლე,ასე გამარგლული პოეტის ნამგლით...
15. ლექსში უნდა დაიბადო, ლექსში უნდა გათავდე, და ვინც უნდათ ნომრონ მერე პირველიდან ათამდე. ლექსში უნდა დაიბადო, ლექსში უნდა გათავდე, და ვინც უნდათ ნომრონ მერე პირველიდან ათამდე.
14. რათქმაუნდა ულაპარაკოდ +5 რათქმაუნდა ულაპარაკოდ +5
13. ეს არა არის ჰერმეტული ტექსტი, სადაც დაშიფრული კოდებია ამოსახსნელი, მსგავს ლექსებს ამ საიტზე ძალიან იშვიათად ვდებ, პირიქით,ადვილად გასაგები მეტაფორაა, კახა, ჯერ ვსაუბრობ კოჭლ სტრიქონზე , ხოლო შემდგომ დღევანდელ, კონკრეტულად ჩვენს და არა ზოგადად სამშობლოზე.ჩვენი სამშობლოს ერთიან სხეულს კი მოკვეთილია აფხაზეთი და შიდა ქართლი, ამიტომ გაჩდა მეტაფორად ხეიბარი. გაიხარე,გმადლობ კიმენტარისთვის, წარმატებები! ეს არა არის ჰერმეტული ტექსტი, სადაც დაშიფრული კოდებია ამოსახსნელი, მსგავს ლექსებს ამ საიტზე ძალიან იშვიათად ვდებ, პირიქით,ადვილად გასაგები მეტაფორაა, კახა, ჯერ ვსაუბრობ კოჭლ სტრიქონზე , ხოლო შემდგომ დღევანდელ, კონკრეტულად ჩვენს და არა ზოგადად სამშობლოზე.ჩვენი სამშობლოს ერთიან სხეულს კი მოკვეთილია აფხაზეთი და შიდა ქართლი, ამიტომ გაჩდა მეტაფორად ხეიბარი. გაიხარე,გმადლობ კიმენტარისთვის, წარმატებები!
12. ვიცი ეს მანიფესტი, კარგი ნათქვამია! ვიცი ეს მანიფესტი, კარგი ნათქვამია!
11. კარგი ლექსია მაგრამ სამშობლო ხეიბარი არ არსებობს. ხეიბარი შეიძლება იყოს მართველობის წისტება ან საზოგადოების წყობა განწყობა მაგრამ არაფრის დიდებით სამშობლო. კარგი ლექსია მაგრამ სამშობლო ხეიბარი არ არსებობს. ხეიბარი შეიძლება იყოს მართველობის წისტება ან საზოგადოების წყობა განწყობა მაგრამ არაფრის დიდებით სამშობლო.
10. "ვერლიბრი თუ კლასიკა? ობი ადევს ამ ბოდვებს, ნეტა მეტი სადაო საქართველოს არ ჰქონდეს. "- მართლაც! კარგი ცრემლგულა აღსარება- მანიფესტია! მადლობა, მკითხველის სახელით, ამ განდობისთვის!
"ვერლიბრი თუ კლასიკა? ობი ადევს ამ ბოდვებს, ნეტა მეტი სადაო საქართველოს არ ჰქონდეს. "- მართლაც! კარგი ცრემლგულა აღსარება- მანიფესტია! მადლობა, მკითხველის სახელით, ამ განდობისთვის!
9. მახსოვს ეს... მახსოვს ეს...
8. სერიოზული პოეზიაა სერიოზული პოეზიაა
7. ძალიან კარგია! მახსოვს და მომწონს ეს ლექსი! ძალიან კარგია! მახსოვს და მომწონს ეს ლექსი!
6. კარგია....მომეწონა ძალიან...555 დელიკატურად არის ნათქვამი...... პროტესტიც, მოწონებაც...აღსარებაც....შედარებაც...:) კარგია....მომეწონა ძალიან...555 დელიკატურად არის ნათქვამი...... პროტესტიც, მოწონებაც...აღსარებაც....შედარებაც...:)
5. შენი წიგნი თაროზე თვლემს, ჭია ხრავს და იცინის... ლექსს რომ შოუ ურჩევნიათ, შენი მკვლელი ისინი. ლექსში უნდა დაიბადო, ლექსში უნდა გათავდე, და ვინც უნდათ ნომრონ მერე პირველიდან ათამდე. ვისზეც უნდა დაიყვირონ: - "შედევრია"!..., "გენია"!... მას ვერავინ მიიტაცებს, რაც უცილოდ შენია.
_ ვაზის ფესვი, ლერწა რტო ერთად ამოვთავთავდით, თქვენ ხმაურში იზრდებით, ჩვენ დუმილში გავთავდით. უცხუმოდ და უმაჩაბლოდ აღარც ვღირვარ ცოცხალი, ან სამშობლო დამიბრუნეთ, ან მეც მათთან მომკალით.
აა, ნორმალური აზრი...
შენი წიგნი თაროზე თვლემს, ჭია ხრავს და იცინის... ლექსს რომ შოუ ურჩევნიათ, შენი მკვლელი ისინი. ლექსში უნდა დაიბადო, ლექსში უნდა გათავდე, და ვინც უნდათ ნომრონ მერე პირველიდან ათამდე. ვისზეც უნდა დაიყვირონ: - "შედევრია"!..., "გენია"!... მას ვერავინ მიიტაცებს, რაც უცილოდ შენია.
_ ვაზის ფესვი, ლერწა რტო ერთად ამოვთავთავდით, თქვენ ხმაურში იზრდებით, ჩვენ დუმილში გავთავდით. უცხუმოდ და უმაჩაბლოდ აღარც ვღირვარ ცოცხალი, ან სამშობლო დამიბრუნეთ, ან მეც მათთან მომკალით.
აა, ნორმალური აზრი...
3. ძალიან, ძალიან ,ომეწონა.! ძალიან, ძალიან ,ომეწონა.!
2. საინტერესოა ძალიან...და თან სიმართლე...მწარე სიმართლე... საინტერესოა ძალიან...და თან სიმართლე...მწარე სიმართლე...
1. განმეორებით ვათავსებ. იდოს დროებით, ახალგაზრდების პოლემიკამ გადამაწყვეტინა, განმეორებით ვათავსებ. იდოს დროებით, ახალგაზრდების პოლემიკამ გადამაწყვეტინა,
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|