„ბათუმში გაგანაწილესო“ - მახარეს!...
მოულოდნელი სიხარულისგან სუნთქვა შემეკრა, - მე შენთან მოვდიოდი! აღარ გაილია ის რამდენიმე დღე, შენთან რომ მაშორებდა. მეგონა, საათი გაჩერდა-მეთქი. ზლაზვნით, ტაატით მოძრაობდნენ საათის ისრები, მუხლდაღლილი კაცის დარად. როგორც იყო, გაილია უკანასკნელი უძილო ღამეც!... დილას უთენია წამოვხტი და დისლოკაციის ადგილს მივაშურე. მალე მანქანებშიც ჩავსხედით და... ბორბლების ხმაურს ვუგდებდი ყურს და ფიქრით მანქანის სვლას ვაჩქარებდი: გზას ხომ შენკენ მოვყავდი?! ჰმ, ვითომ ახალი ვთქვი რამე! - მე ყველა გზას შენკენ მოვყავარ!. გულს ბაგა-ბუგი გაუდიოდა მოლოდინისგან: ისევ ძველებურად შემხვდები? მე ხომ დიდი ხანია, აღარ მინახიხარ?! უფრო შემიყვარე თუ სულაც გადამიყვარე?... შენი ხმაც მომენატრა, ჩურჩულით რომ მეძახდი-ხოლმე: „მოდი, გელოდებიო“, „მიყვარხარო“, „სად დამეკარგეო“... ეეეჰ, შენი სულის სიკამკამის ნატრული გავხდი!... ვერავის გადარებ და ვერც ვერასოდეს შეგადარებ, - შენი მსგავსი არსად, არავინ და არაფერია! ღიღინ-ღიღინით მოვდიოდი შენკენ... გულს უხაროდა, სული მღეროდა! სულ ვფიქრობდი...
- რაზე ან ვისზე?...
მე მეკითხები ამას?... უცნაურია, ამას რომ კითხულობ! კარგი, გეტყვი, თუ არ გაგეცინება: საოცარი სურვილი დამეუფლა შენთან გაერთსულებისა! მომინდა, რომ შენს უბეში შევყუჟულიყავი პატარა ჩიტივით, შენს საიმედო მკერდზე მეპოვა სითბო და სიმშვიდე!...
- ჰა-ჰა-ჰაააა.... სანდო და საიმედო არ ვარ...
აჰა, ხომ გაგაცინე? „სანდო და საიმედო“ არა ხარ? ვიცი! რამდენი ვინმე შეეწირა შენს სიყვარულს?! ისინი მოგენდნენ და შენ კი - არ დაინდე! ჯერ შენი სიყვარულით გააგიჟე, მერე კი - შენივე სიყვარულით დაახრჩვე და სულის ნაპირისკენ გარიყე!
- ჰა-ჰა-ჰაააა.... არ არის მასე!...
რა გაცინებს? მასე არ არისო, მეუბნები? ეეეჰ, როგორც ყოველთვის, შენ ახლაც მართალი ხარ! მთელი არსებით არ მოგენდნენ, ალბათ! რაშიც ვერასოდეს დაგეთანხმები, ისაა, რომ მითხარი: „სანდო არ ვარო!“... არ ვიცი, ვისთვის არ ხარ სანდო, ან ვინ გარიყე შენი გულიდან. ვიცი მხოლოდ, რომ ისე იმედიანად, დანდობილად და უსაფრთხოდ ვერსად და ვერავისთან ვგრძნობ თავს, როგორც შენთან! შენს გვერდით პატარა ბავშვი მგონია თავი!... აი, ისეთი პატარა, მამა მხარზე რომ შემისვამდა-ხოლმე და აქეთ-იქით დამატარებდა. ნუუ, შენ არ მისვამ მხარზე, მაგრამ... ხელში ატატებული და გულზე მიხუტებული ხომ დაგყავარ?!... ყოველი უჯრედით ვგრძნობ შენს გულისფეთქვას და ჩემი გულიც შენთან უნისონში ძგერს! ჰმ... სანდო არ ვარო, ხომ? სანდო ხარ, სანდო! გენდობი სრულად და ბოლომდე!
იცი, შენი სიყვარულის გამო „დელფინს“ რომ მეძახიან?
ჰოდა, „დელფინს“ ძალიან, ძალიან, ძალიან უყვარხარ, ზღვაოოოოოოოო!....
18.07.12
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
23. ვაუ,ძალიან მომეწონა... ვაუ,ძალიან მომეწონა...
21. კატიე, დიდი მადლობა! გამომრჩენია! :)))) კატიე, დიდი მადლობა! გამომრჩენია! :))))
20. თამრი, რაზე ან ვიზე?... -ეს როგორ შეგეშალა :))
ზღვაზე შეყვარებულოოოოოოოო :* თამრი, რაზე ან ვიზე?... -ეს როგორ შეგეშალა :))
ზღვაზე შეყვარებულოოოოოოოო :*
19. დამსახურებულად რჩეული.......... დამსახურებულად რჩეული..........
18. ძალიან მომნატრებია შენი ნაწერები. +5 ძალიან მომნატრებია შენი ნაწერები. +5
17. აუუუუუუუუუუუუუუუუუუუუუუუუ, აი მწერალიც ეს ყოფილაააააააააააა. სულ ვფიქრობდი ასე გაგიზებით ვის უხსნის მეთქი სიყვარულს და ზღვაოო... ზღვას უხსნიდა თურმე სიყვარულს. როგორ მომეწონაააააააა... ზღვაოო, ჰმ. ნეტავ მე თუ სევძლებ ასე სიყვარულის ახსნას ჩემს ტკბილეულთან? - მიყვარხარ ტკბილეულოოოოოოოოოოოო! - ეჰ, არ გამომდის. თამარსკი მშვენივრად გამოსდის. დავპროწიალდი ახლა და დავწერე აქ ჩემი მაქსიმუმი და თუ მიმიღებთ ხშირად შემოვივლი-ხოლმე. აუუუუუუუუუუუუუუუუუუუუუუუუ, აი მწერალიც ეს ყოფილაააააააააააა. სულ ვფიქრობდი ასე გაგიზებით ვის უხსნის მეთქი სიყვარულს და ზღვაოო... ზღვას უხსნიდა თურმე სიყვარულს. როგორ მომეწონაააააააა... ზღვაოო, ჰმ. ნეტავ მე თუ სევძლებ ასე სიყვარულის ახსნას ჩემს ტკბილეულთან? - მიყვარხარ ტკბილეულოოოოოოოოოოოო! - ეჰ, არ გამომდის. თამარსკი მშვენივრად გამოსდის. დავპროწიალდი ახლა და დავწერე აქ ჩემი მაქსიმუმი და თუ მიმიღებთ ხშირად შემოვივლი-ხოლმე.
16. "ბათუმში გაგანაწილესო" - " დისლოკაციის ადგილს მივაშურე." - აი თამარ ეს ტერმინები რომ წავიკითხე მეგონა სამხედრო ქალი ბრუნდებოდა სახლში და ქმარს ეფერებოდა ან შეყვარებულსთავის ფიქრებში, და უცებ ზღვა რომ მომხვდა თალში გამიკვირდა. ამ ტერმინებს ყველაზე ხშირად სამხედროში იყენებენ, შვიდ წელნახევარი ვიყავი ჯარში და ყოველდღე ეგ სიტყვები მესმოდა. როგორც ჩანს შევცდი. კიდევ ერთხელ ავღნიშნავ რომ ნაწერი მომეწონა. :) "ბათუმში გაგანაწილესო" - " დისლოკაციის ადგილს მივაშურე." - აი თამარ ეს ტერმინები რომ წავიკითხე მეგონა სამხედრო ქალი ბრუნდებოდა სახლში და ქმარს ეფერებოდა ან შეყვარებულსთავის ფიქრებში, და უცებ ზღვა რომ მომხვდა თალში გამიკვირდა. ამ ტერმინებს ყველაზე ხშირად სამხედროში იყენებენ, შვიდ წელნახევარი ვიყავი ჯარში და ყოველდღე ეგ სიტყვები მესმოდა. როგორც ჩანს შევცდი. კიდევ ერთხელ ავღნიშნავ რომ ნაწერი მომეწონა. :)
15. ჩვენც გვიყვარხარ, დელფინოოო... 5 ჩვენც გვიყვარხარ, დელფინოოო... 5
14. სიყვარულის ასეთ ახსნას იმსახურებს ზღვა :D მოკითხვა ავტორს :) სიყვარულის ასეთ ახსნას იმსახურებს ზღვა :D მოკითხვა ავტორს :)
13. :) ასე, სახალხოდ, მე მხოლოდ ზღვას ვუხსნი სიყვარულს! :))) :) ასე, სახალხოდ, მე მხოლოდ ზღვას ვუხსნი სიყვარულს! :)))
12. თამარ ქალბატონო!,,ბათუმში გაგანაწილესო'' ,რომ წავიკითხე იმწუთში მივხვდი თუ ვის უხსნიდით სიყვარულს.ჰოდა ბოლოში ძალიანაც გავიხარე,რომ არ შევცდი. თქვენს სიყვარულს ვუერთდები. მეც მიქვარს ზღვა. ჩემი მოკრძალებული +2+ თამარ ქალბატონო!,,ბათუმში გაგანაწილესო`` ,რომ წავიკითხე იმწუთში მივხვდი თუ ვის უხსნიდით სიყვარულს.ჰოდა ბოლოში ძალიანაც გავიხარე,რომ არ შევცდი. თქვენს სიყვარულს ვუერთდები. მეც მიქვარს ზღვა. ჩემი მოკრძალებული +2+
11. ყველას დიდი მადლობა, ვინც წაიკითხეთ!
5. კარგია, თანაც სამხედროზეა,მეგონა ქმარს თუ ეფერება მეთქი და ამას უყურე ზღვაო.:) კახა გრძელიშვილი. 2012-08-03 13:07:47
კახა, რატომ გეგონა ამის ადრესატი - სამხედრო? სად ამოიკითხე? საწინააღმდეგო კი არაფერი მაქვს, მაგრამ... მაინც, დამაინტერესა! :)))) ყველას დიდი მადლობა, ვინც წაიკითხეთ!
5. კარგია, თანაც სამხედროზეა,მეგონა ქმარს თუ ეფერება მეთქი და ამას უყურე ზღვაო.:) კახა გრძელიშვილი. 2012-08-03 13:07:47
კახა, რატომ გეგონა ამის ადრესატი - სამხედრო? სად ამოიკითხე? საწინააღმდეგო კი არაფერი მაქვს, მაგრამ... მაინც, დამაინტერესა! :))))
10. უყვარს ამ ავტორს ეს ზღვა...+++ ბედნიერ ცურვას გისურვებთ დელფინო..:-* უყვარს ამ ავტორს ეს ზღვა...+++ ბედნიერ ცურვას გისურვებთ დელფინო..:-*
8. ამ გვერძე შემოსვლა ხომ მუდამ სასიამოვნოა და სიურპრიზებითაა სავსე...:) გაიხარე ქ-ნო თამარ რათქმაუნდა +55555555555555555555555555 საუკეთესოა.................... ამ გვერძე შემოსვლა ხომ მუდამ სასიამოვნოა და სიურპრიზებითაა სავსე...:) გაიხარე ქ-ნო თამარ რათქმაუნდა +55555555555555555555555555 საუკეთესოა....................
7. მომეწონა :) + მომეწონა :) +
5. კარგია, თანაც სამხედროზეა,მეგონა ქმარს თუ ეფერება მეთქი და ამას უყურე ზღვაო.:) კარგია, თანაც სამხედროზეა,მეგონა ქმარს თუ ეფერება მეთქი და ამას უყურე ზღვაო.:)
4. ლამაზად ახსნილი სიყვარული. ლამაზად ახსნილი სიყვარული.
3. მომეწონა! ესეც შენი სიტყვებია:
"ზღვის ტალღას მიჰყვება ჩემი ფიქრები...ზღვის ტალღის ყოველი წვეღში ჩემს სულს ვხედავ, ხან მშვიდი, თითქოს-და უძრავს, ხან კი ბობოქარს, მძვივარეს.. მე მიყვარს ზღვა! "
მომეწონა! ესეც შენი სიტყვებია:
"ზღვის ტალღას მიჰყვება ჩემი ფიქრები...ზღვის ტალღის ყოველი წვეღში ჩემს სულს ვხედავ, ხან მშვიდი, თითქოს-და უძრავს, ხან კი ბობოქარს, მძვივარეს.. მე მიყვარს ზღვა! "
2. საოცრად უტყდები სიყვარულში....:) მომენატრე:) საოცრად უტყდები სიყვარულში....:) მომენატრე:)
1. ოჰ, მეცარავთქვი ვის უხსნის სიყვარულსთქო ....:) +++
მე შენ მიყვარხარ ზღვაო არაა? :) ოჰ, მეცარავთქვი ვის უხსნის სიყვარულსთქო ....:) +++
მე შენ მიყვარხარ ზღვაო არაა? :)
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|