ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ჭეშმარიტი კოსმონავტი
ჟანრი: პროზა
15 ოქტომბერი, 2008


ნაწყვეტი კოსმონავტიკის ისტორიიდან

დღემდე არ ვიცი როგორ ვიქეცი ფეხებზე მკიდია როჟად. ყველაფერი მგონი მაინც იმ დილით მოხდა, როცა... თუმცა მოდით თავიდან დავიწყოთ. მე 24 წლის ასაკში პერსპექტიული ახალგაზრდა ვიყავი, ბევრისთვის შესაშური კარიერითა და მოკლედ ყველაფრით რა. გარეგნულად საკმაოდ უხეში, ფეხებზე მკიდია იმიჯი ყოველთვის მქონდა. რეალობა კი წინააღმდეგობრივი უნდა ყოფილიყო. ჭეშმარიტი მეოცნებე კოსმონავტის ჩამოგდებული შატლი მარსზე თუ მოხვდა, უწყლობა და უჰაერობა აუცილებლად მოუღებს ბოლოს. დამწყები კოსმონავტებისთვის ეს სახალისო ამბავია, თუმცა ”ნასაში” მომუშავე დამლაგებელმაც კი ზუსტად იცის, რომ ყველაფერი პატარა ტექნიკურ დეტალზეა დამოკიდებული. კოსმონავტიკის ფუძემდებლად ნამდვილად არ გამოვდგები და კურტ ვონეგუტსაც ვერ შევეჯიბრები სამეცნიერო ფანტასტიკის წერაში. თუ სიმართლეს ვიტყვი საკუთარი შვილებისთვის კომიქსის წერაზეც არ ვიტყოდი უარს ერთ მშვენიერ დღეს ყველგან რომ არ დამეკარგა საკუთარი ადგილი. ამას კი ბავშვობიდან ვერ ვიტან. თუ მარკეტინგის ოფიცერს ჩემს ადგილას დააწინაურებენ და ეს მხოლოდ იმიტომ მოხდება, რომ ბოსის აზრით ზედმეტად არასერიოზული ტიპი ვარ, ამის პასუხი მხოლოდ ჩაკეტილ კაბინეტში ჩემი გადახსნილი ვენები იქნება. მით უმეტეს თუ ”ნასაში” მრავალწლიანი გამოცდილების შემდეგ ინსტრუქტორის ნაცვლად, მოსწავლეთა რიგებში ჩამრიცხავენ და ეს კი მხოლოდ იმიტომ მოხდება რომ იქ ზედმეტად სერიოზულ ტიპად მთვლიან, ამის პასუხიც მხოლოდ ერთი იქნება. თუმცა რა თქმა უნდა ვენების გადახსნა მხოლოდ ბოროტ ხუმრობად შეგვიძლია ჩავთვალოთ. შავი იუმორი.
- შემწვარი ფრთები გნებავთ?
- არა გმადლობთ კომბოსტოს სალათს მივირთმევ ამჯერად.

რა შემაჭმევს ქათმის ფრთებს. შეიძლება თქვენ არ იცით და ეს გაყინული ფრთები და ბარკლები, კლონირების შედეგად გამოყავთ. ეს ბიზნესი ჯერ კიდევ მაშინ დავიწყე მთვარეზე სამი ჰექტარი მიწა რომ მომიზომეს, კოსმონავტიკის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის. ჰოდა მეც ავდექი და სამ ჰექტარზე ქათმის ბარკლები დავთესე. მერე ფრთების იდეა მომივიდა, მაგრამ ცოტა ამოიზარდნენ თუ არა მიწიდან ისეთი ფართხუნი ატეხეს, ყურთასმენა აღარ იყო. ჩემს გვერდით მეზობელ ნაკვეთზე პოპვარსკვლავები დათესა ერთმა ვეტერანმა კოსმონავტმა ჰოდა ერთმანეთის მიყოლებით რომ ატეხეს წიკვინი, მერე ორივეს უკან ჩამოგვართვეს ეს მიწები. ხმაურს ვერ იტანს ეს დედამიწელი პოლიტელიტა და რა ქნან.

- თუ შეიძლება გამოიღეთ თითი ჩემი საშვილოსნოდან - მითხრა სასტუმროს ფოიეში მკაცრსახიანმა სავარაუდოდ სლავური წარმოშობის გოგონამ.
- უკაცრავად, მე უბრალოდ მორიგი შატლის გაშვებაზე ვფიქრობდი, ცუდი არაფერი მიფიქრია.
- გასაგებია მისტერ, უბრალოდ ჩვენ არ ვიცნობთ ერთმანეთს და ასეთ მოკითხვას ვერ მივიღებ.
- უკაცრავად?
- თქვენ რა პირველად ხართ მარსზე?
- არა 20057 წელს ვიყავი ბოლოს.
- აჰ, მაშინ ყველაფერი გასაგებია - მითხრა ღიმილით და ჟურნალს ჩააშტერდა ისევ.
- და რა არის გასაგები?
- ახლა მხოლოდ ძალიან ახლობელ ადამიანებს შეიძლება მიესალმოთ საშვილოსნოში თითის შეცურებით.
- აააა, უკაცრავად მაშინ.
- არაუშავს გეპატიებათ.

რაღა გასაკვირი იყო, ჟურნალის გარე ყდაზე ჩემი ფოტო იყო გამოსახული სტატიით: ვეტერან კოსმონავტს კოსმონავტიკის განვითარებაში შეტანილი წვლილისათვის 3 ჰექტარი მიწა გამოუყვეს. ამას ჩემი ვრცელი ინტერვიუ მოსდევდა. უცნაურია მსგავსება ჩემს და იმ ფოტოს შორის არც აღუნიშნავს ამ გოგონას.

მარსზე 20057 წელს კოსმონავტიკის სკოლა გახსნეს და დიდის ამბით ჩემი სახელი უწოდეს. ამ სკოლასთან კინაღამ ბავშვებმა გადამთელეს. უცნაურად მომეჩვენა ის ამბავი რომ ჩემს ნაცვლად აბრაზე უცნობი სახელი ეწერა. ნუთუ სახელი გადაარქვეს?

- იცით, მე ვეტერანი კოსმონავტი ვარ, სიამოვნებით ვასწავლიდი თქვენს სკოლაში რაიმე პრაქტიკულ ან თეორიულ კურსს კოსმონავტიკის შესახებ.
- სამწუხაროა, მაგრამ მასწავლებლები აქ რაოდენობით მოსწავლეებს აღემატებიან. სიამოვნებით მიგიღებდით რომელიმე კლასში მოსწავლედ.
- არა იცით, თქვენ ვერ გამიგეთ, მე დღეს მომცეს სამი ჰექტარი მიწა კოსმონავტიკის განვითარებაში შეტანილი წვლილისათვის. აი ჟურნალს დახედეთ.
- გასაგებია, მაგრამ მხოლოდ მოსწავლედ შემიძლია მიგიღოთ.
- კარგით უკაცრავად დრო რომ დაგაკარგვინეთ.

ნაბიჭვრები ამ სამ ჰექტარსაც უკან მივაგდებ და დავბრუნდები დედამიწაზე. დრო რომ გავა ამასაც წამართმევენ და ვინმე ახალ გამომცხვარს მისცემენ. დასაწყნარებლად კი სადმე უფრო შორეულ პლანეტაზე მომცემენ სამ ჰექტარს. დიდი მადლობა.

კოსმონავტიკის ისტორიაში ასეთი რამ არაერთხელ მომხდარა.

- უკაცრავად რა ღირს ეს შატლი?
- 3500 ბარდღი. ბ57 სულ ახალი მოდელია.

მარსზე მანქანათმშენებლობა კაპიკად არ ვარგა. სამი გალაქტიკის დაშორებით მოწყობილ წვეულებაზე 75000 ამპერიანი ბ57-ით წასვლა სახუმარო ამბავი სულაც არ არის. მე კი არ მსურს ჩემს საპატივსაცემოდ მოწყობილ წვეულებაზე გზაში დავიღუპო. ზედმეტად რომანტიული დასასრული იქნება ჩემი ცხოვრებისთვის.

- ოოოო, ამას ვის ხედავს ჩემი თვალები.
- გაწიე თითი არ მაქვს მაგის სატაკებელი ადგილი.
- აააა. ჰო. სულ დამავიწყდა.
გამოშტერებულია ეს. პირველად ამასთან ერთად ვიფრინე, ან საერთოდ როგორ მიცნო ამ ჩემისამ.
- როგორ ხარ?
- გავიგე შენთვის მიწა მოუციათ აქ.
- ჰო მომცეს. შენც მოგცემდნენ ალბათ.
- ჰო, მაგრამ უკანვე ჩამომართვეს ერთი თვის წინ და შენ გადმოგცეს.
- ღმერთო ჩემო არ ვიცოდი.
- არაუშავს არაუშავს, შენც ჩამოგართმევენ და მერე ვინმე სხვას მისცემენ.
- სიამოვნებით დაგიბრუნებ უკან.
- არა, არა, რა აზრი აქვს, მეორე დღესვე ჩამომართმევენ და სხვას მისცემენ მაინც.

მაინც ბ57 ვიყიდე. აი ორი გალაქტიკის იქით მართვის პანელმა საეჭვო სუნი გაუშვა.
ყურადღება ავარიული დაჯდომა. მგონი საკუთარ თავს ვაფრთხილებ. ნეტა ეს რა პლანეტაა? რუქაზე არ უნდა იყოს აღნიშნული.

- ადექი სამსახურში გაგვიანდება.
- რომელი საათია?
- შვიდი.
- ჰო კარგი ავდგები.
თუმცა რაღა აზრი აქვს, იმედია ჩემს ოთახში უკვე არ დამხვდება შემცვლელი. ბავშვობიდან ვერ ვიტან ადგილს რომ მახევენ.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები