ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნეკერა
ჟანრი: პოეზია
28 მარტი, 2008


ნაფეხურები

***

გამშრალ ცემენტზე შემონახულ
ციცქნა ნაფეხურს
არ ეტოლება ჩემი თეთრი ფეხისგულები-
გავზრდილვარ თურმე...
ციცქნა კაბაც თოჯინისას ჰგავს,
მხოლოდ ძველი ფოტოები მიფიცებენ-
მართლა გეცვაო.
დანანებით შემომცქერის პატარა ნინი :
-რაღა ვქნათ ნინუც, გამასწარი,
ისევ ვეღარ გეთამაშები...

მხოლოდ ღამით,
სიზმარში თუ დამიცდა ფეხი,
უფსკრულისკენ უფრთოდ ფრენისას
გულგახეთქილს რომ მეღვიძება,
ვმშვიდდები, მაშინ -
ისევ ბავშვი ვარ, თუ კვლავ ვიზრდები?!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები