ვსეირნობ ჩემთვის პარკში, სულ მარტო, როგორც ყოველთვის, ახლაც ეული... ვფიქრობ, ცხოვრება როგორ განვაგრძო, თუმც, თავგზას მიბნევს ეშმა წყეული. უეცრად მესმის-მოიცა,კარგო- და მეც ვჩერდები ელდანაკრავი. ვიცი, ვინც არის უკვე ზურგს უკან, მე ის ხმაზევე მსწრაფლ შევიცანი. მერე შევბრუნდი, მომიახლოვდა, მათვალიერა, მიყურა დიდხანს და გაგვახსენდა ჩვენი ბავშვობა, როგორ გვიყვარდა ერთურთი ჩუმად. გადამეხვია, თან მეუბნება, რად მიმატოვე, მითხარი,კარგო? უცებ, დაიდო გულზე ხელები,- ისევ აქა ხარ, ჩემო ძვირფასო! მე კი ჩუმად ვარ, არც ელის პასუხს, თვალი გამირბის მისი ხელისკენ, ნეკა თითზე აქვს ოქროს ბეჭედი... ხმის ამოღებაც ვეღარ შევძელი. უეცრად მორბის ჩვენსკენ გოგონა, იქნება, ასე, სადღაც ოთხი წლის, მას ეუბნება-მოვედი მამა, სახლში წავიდეთ დედასთან, ჩქარა. მან შემომხედა, თავის ქალიშვილს თავისას,სცადა ჩვენი გაცნობა- ეს არის, შვილო, შენი სეხნია, მისი სახელი დამირქმევია, მოგონებები მახსენებს ძველ დროს, თუმც ისევ მიყვარს, შვილო, ეს გოგო. ეს ყველაფერი ეკუთვნის წარსულს, გულში კი ისევ გრძნობა ბობოქრობს. მე დავიხარე, ვეფერე გოგოს, მას მივუბრუნდი და ვეუბნები- ორივე ჩვენი ცხოვრებით ვცხოვრობთ. წადი! შინ წადი! იქ ცოლი გელის! მან კი მომიგო-მე ისიც მიყვარს, შენდამი გრძნობა უფრო მძაფრია, მე შენ მიყვარხარ,ათი წელია და მე ამ გრძნობას ვერ გავექეცი, მაგრამ, რა ვუყოთ, გაგვყარა ბედმა, უკვე მამა ვარ, აღარ ვარ ბავშვი, შენ კი ჯერ არ ხარ, ძვირფასო, დედა, დანიშნული ხარ, მიჰყვები სხვა ბიჭს, შენმა ბეჭედმა მე მიმახვედრა... მითხარი,ვცდები, თუ სიმართლეა? არა,არ ცდები!დღეს მეც სხვა მიყვარს, თუმც ვერ ველევი პირველ სიყვარულს, იგი მზესავით თან დამსდევს მუდამ. მშვიდობით, ჟამი დაგვიდგა, კარგო, ამიერიდან ვეღარ შევხვდებით და თუკი სადმე შევეფეთებით, გთხოვ, ავუაროთ ერთმანეთს გვერდი, ჩავთვალოთ, თითქოს ვართ უცნობები. თუ ვინმე გკითხავს,- ვინ იყო შენი, ასე უთხარი-ჩემი და იყო... ვიცი, რომ გულს გტკენს ჩემი სიტყვები, მაგრამ, რა ვუყოთ, რაც იყო-იყო... კარგად იყავი! მშვიდობით! მორჩა! წერტილი ესმის უდიდეს გრძნობას! მინდა, მჯეროდეს მე ჩემი ბოდვა, თუმც, კარგად ვიცი არ კვდება გრძნობა. შენ რომ მოხვედი,შეჩერდა თოვა, ახლა კი ისევ გრძელდება, იცი?! ჩემს იდეალად ფიქრად გაქციე და სიკვდილამდე ვერ დაგივიწყებ... მივუალერსე ისევ პატარას, მან კი მომიგო-კარგად, დეიდა! ცრემლი მომადგა უცებ თვალებზე. მე მისმა შვილმა მითხრა ეს სიტყვა. დავემშვიდობე ორივეს ბოლოს (ბედნიერება თან გდევდეთ მუდამ) და წამოვედი... უკანასკნელად მაინც მივბრუნდი, რატომღაც. უკან. მერე განვაგრძე ისევ ჩემი გზა და შევეფეთე გზად საქმროს ჩემსას მას მოვუყევი რაც მე შემემთხვა, მან გაიოცა, გადამეხვია. მერე... უეცრად გამომეღვიძა, ეს ყველაფერი თურმე... მესიზმრა.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
8. ია ჯიათელი გმადლობთ! ია ჯიათელი გმადლობთ!
6. მუხა ისეთი რამე დავწერე რაც ალბათ მოხდება. მუხა ისეთი რამე დავწერე რაც ალბათ მოხდება.
5. შსეხვედრა წარსულთან! სიზმარია, თუ ცხადია მაინც კარგია! მომეწონა შინაარსი! შსეხვედრა წარსულთან! სიზმარია, თუ ცხადია მაინც კარგია! მომეწონა შინაარსი!
4. ვერა. არაა აქ პოეზია, მომიტევოს ავტორმა. მოთხრობის სახით დაგეწერათ უფრო კარგი იქნებოდა. ვერა. არაა აქ პოეზია, მომიტევოს ავტორმა. მოთხრობის სახით დაგეწერათ უფრო კარგი იქნებოდა.
3. დიდი მადლობა შეფასებისთვის,გაიხარეთ! დიდი მადლობა შეფასებისთვის,გაიხარეთ!
2. მომწონს. უბრალო და ლამაზი პოეზია, ისეთი, როგორიც მე მიყვარს.
ასე განაგრძეთ.
ნუ იყო რაღაც ხარვეზები, მაგრამ გავატარებ და 2/2 დაგიწერთ :))) მომწონს. უბრალო და ლამაზი პოეზია, ისეთი, როგორიც მე მიყვარს.
ასე განაგრძეთ.
ნუ იყო რაღაც ხარვეზები, მაგრამ გავატარებ და 2/2 დაგიწერთ :)))
1. რა გითხრა ივდითი?!შეყვარებულიც რო არა ხარ?!უბრალოდ სიყვარული გინდა და მაგ დროც მოვაა.წარმატებები
+ რა გითხრა ივდითი?!შეყვარებულიც რო არა ხარ?!უბრალოდ სიყვარული გინდა და მაგ დროც მოვაა.წარმატებები
+
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|