 | ავტორი: სერგეი ჟანრი: იუმორისტული 11 აგვისტო, 2012 |
გამარჯობათ!.... დამოუკიდებელი საინფორმაციო სააგენტო "ბალასუსა" ისევ თქვენთანაა....მძიმე იყო განშორების საათები ჩვენთვის მარა..არა უშავს ,მტერმა ვერაფერს მიაღწია, გარდა ზიზღისა, ყვითელპირა კონტროლიორების უსირცხვილო თარეშისა და ტენდენციური სატელევიზიო დადგმების გარდა (გამაბრუებელი სერიალები, ს.ნ.) ასევე მტერმა (და მოყვარემაც, სამწუხაროდ) დაკარგა მშვენიერი, საინტერესო და თავბრუდამხვევი ისტორიები ჩვენი ქვეყნის(რომ უნდა გაბრწყინდეს, იმ ქვეყნის, ს.ნ) საზოგადოებრივი ცხოვრებიდან. ჰო, რას ვამბობდი? სულ დამავიწყდა! ახლა რაღა გაიხსენებს! დაიცა... იქნებ იმაზე უნდა მომეყოლა,როგორ ვსინჯავდი ჩეკებს ორი დღე და ღამე განუწყვეტლივ და მერე როგორ დავეცი დაღლილობისგან და შიმშილისგან?..არა და როგორ მჯეროდა! როგორ მჯეროდა მოგებისა! ან იქნებ ის მოვყვე როგორ მეორდება ისტორიაში ერთი და იგივე ძველი სისულელე? თუმცა სიბრძნეს თუ დავუჯერებთ, ახალი ხომ კარგად დავიწყებული ძველია! მაგრამ დაუკვირდით! კარგად დავიწყებული და არა ისე რა დავიწყებული! ან სულაც იქნებ იმაზე გიამბოთ, როგორ უახლოვდება ნელა და შეუბრალებლად დედამიწას ამოუცნობი მფრინავი ობიექტი? მერე ცხენისოდენა კალიებზე წინასწარმეტყველება? ახლა სიცხე? 60 გრადუსამდე რომ ავა? ჰო და თუ ამის მერე კიდევ გაქვთ სურვილი კოკა-კოლა დასვლიპოთ, შაურმა შესანსლოთ, კენტი მოსწიოთ (რვა ნომერი) და თან იმაზე იფიქროთ სად გაატაროთ ზაფხული, ბათუმში თუ ქობულეთში...მაგარი ნერვები გქონიათ!..... თუმცა სიცხე იქით იყოს და ვნების მორევში იძირება ქალაქი...ასეთი ტემპით თუ გაგრძელდა "ჩაძირვა", "სულისშემძვრელი და რომანტიული ისტორია "ტიტანიკი" არააქტუალური გახდება ,ხოლო 2014 წელს, მსოფლიოში, პირველ ადგილზე გავალთ ოფიციალურად დარეგისტრირებული მსუბუქი ყოფაქცევის ქალბატონების რაოდენობით ერთ სულ მოსახლეზე....და დიდება უფალს!...აი,მაშინ გაბრწყინდება კიდეც ჩვენი ნატანჯი ქვეყანა! ოღონდ...სიფრთხილეს თავი არ სტკივაო და შავი სათვალეები შეიძინეთ, ბევრი! ბევრი!...იქნებ მართლა ისე გაბრწყინდეს რომ დაგვაბრმავოს...და ისიც საკითხავია, დადგება კი ჯერ 2013 წელი?...
Copyright © 2012 სააგენტო "ბალასუსა" . გესაუბრებოდათ ს.ნეველი. 11.08.2012 22:01:32
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
9. "ვიცი, დაახლოებით 7340 ქალბატონია მარტო თბილისსაი." საიდან ასეთი მონაცემები? :)
საინფორმაციო სააგენტო "ბალასუსა"... ყვითელპირა კონტროლიორები... ცხენისოდენა კალიები... ამოუწურავი ფანტაზია და იუმორი.
"ისიც საკითხავია, დადგება კი ჯერ 2013 წელი?" რატომ გვაშინებ? :) +2 "ვიცი, დაახლოებით 7340 ქალბატონია მარტო თბილისსაი." საიდან ასეთი მონაცემები? :)
საინფორმაციო სააგენტო "ბალასუსა"... ყვითელპირა კონტროლიორები... ცხენისოდენა კალიები... ამოუწურავი ფანტაზია და იუმორი.
"ისიც საკითხავია, დადგება კი ჯერ 2013 წელი?" რატომ გვაშინებ? :) +2
8. ვიცი. დაახლოებით 7340 ქალბატონია მარტო თბილისში. ვიცი. დაახლოებით 7340 ქალბატონია მარტო თბილისში.
7. რა ვიცი, რა ვიცი, დაგეთანხო თუ არა არ ვიცი, ის კი ვიცი ძალიან ბევრია ჩვენს ქალაქში და ქვეყანაში წესიერი ქალბატონები და არ ვისურვებდი საიუმორისტოდ გამხდარიყვნენ. რა ვიცი, რა ვიცი, დაგეთანხო თუ არა არ ვიცი, ის კი ვიცი ძალიან ბევრია ჩვენს ქალაქში და ქვეყანაში წესიერი ქალბატონები და არ ვისურვებდი საიუმორისტოდ გამხდარიყვნენ.
6. ძირს ყვითელპირა გონტროლიორები
+ ძირს ყვითელპირა გონტროლიორები
+
5. ორიგინალური, როგორც ყოველთვის. ორიგინალური, როგორც ყოველთვის.
4. უცილო დასტური.
/თავისდაქნევისსმაილიკი.../
სააგენტოს სახელი მომეწონა "ბალასუსა" - მაგარი იყო... ნიჭიერი ხარ... :) უცილო დასტური.
/თავისდაქნევისსმაილიკი.../
სააგენტოს სახელი მომეწონა "ბალასუსა" - მაგარი იყო... ნიჭიერი ხარ... :)
3. როგორ?..უკვე?..... როგორ?..უკვე?.....
2. რა გინდა ასწრებს ხალხი ცხოვრებას, კოკაკოლას სვლიპავს, შაურმას მიირთმევს, კენტსაც მოწევენ და მსუბუქი ყოფაქცევის ქალების მომსახურებითაც ისარგებლებენ. მაგრამ მე უარესს გეტყვი ბალასუსა... მსუბუქი ყოფაქცევის მამაკაცებზე, 20 ლარი რომ ღირან... აბაააააააა... :) რა გინდა ასწრებს ხალხი ცხოვრებას, კოკაკოლას სვლიპავს, შაურმას მიირთმევს, კენტსაც მოწევენ და მსუბუქი ყოფაქცევის ქალების მომსახურებითაც ისარგებლებენ. მაგრამ მე უარესს გეტყვი ბალასუსა... მსუბუქი ყოფაქცევის მამაკაცებზე, 20 ლარი რომ ღირან... აბაააააააა... :)
1. "ან სულაც იქნებ იმაზე გიამბოთ, როგორ უახლოვდება ნელა და შეუბრალებლად დედამიწას ამოუცნობი მფრინავი ობიექტი? მერე ცხენისოდენა კალიებზე წინასწარმეტყველება? ახლა სიცხე? 60 გრადუსამდე რომ ავა? ჰო და თუ ამის მერე კიდევ გაქვთ სურვილი კოკა-კოლა დასვლიპოთ, შაურმა შესანსლოთ, კენტი მოსწიოთ (რვა ნომერი) და თან იმაზე იფიქროთ სად გაატაროთ ზაფხული, ბათუმში თუ ქობულეთში...მაგარი ნერვები გქონიათ!....."
ათი ეგვიპტური წყევლაც ხომ არ გველის ბალასუსა ?
5. "ან სულაც იქნებ იმაზე გიამბოთ, როგორ უახლოვდება ნელა და შეუბრალებლად დედამიწას ამოუცნობი მფრინავი ობიექტი? მერე ცხენისოდენა კალიებზე წინასწარმეტყველება? ახლა სიცხე? 60 გრადუსამდე რომ ავა? ჰო და თუ ამის მერე კიდევ გაქვთ სურვილი კოკა-კოლა დასვლიპოთ, შაურმა შესანსლოთ, კენტი მოსწიოთ (რვა ნომერი) და თან იმაზე იფიქროთ სად გაატაროთ ზაფხული, ბათუმში თუ ქობულეთში...მაგარი ნერვები გქონიათ!....."
ათი ეგვიპტური წყევლაც ხომ არ გველის ბალასუსა ?
5.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|