ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ივდო-ოტობარი
ჟანრი: პოეზია
16 აგვისტო, 2012


დაგელოდები

ვიცი, როდესაც გაივლის წლები,
დაგავიწყდები,ეჰ,სამუდამოდ
ვერ გაიხსენებ ვინ ვიყავ შენთვის
შენი ბრალია ბედო, მუხთალო.
მერე კი თუკი ჩამივლი გვერდით
მოგეჩვენები სრულიად უცხოდ
ჩამთვლი, რომ ვიყავ მხოლოდ ფურცელი
არც დაფიქრდები გადამშლი უღვთოდ.
მანამდე კიდევ ვიწვი ნელ ცეცხლში,
ჩვენს შორის კედელს მე ვერ გავარღვევ
მინდა ვიცოდე კარგად იქნები,
სხვა არაფერი აღარ მადარდებს.
დაველოდები რომ მეტყვი კარგად
მერე გავქრები არ შეგაწუხებ
და ისტერიკას არ გაგიმართავ
უბრალოდ გეტყვი მშვოდობით, რა ვქნა,
მერე რა ვუყოთ თუკი მიყვარხარ,
მერე რა,თუკი მცვივა ცრემლები,
დიდი ამბავი თუ გული მტკივა
ჩამთვალე მხოლოდ რომ მნახე სიზმრად.
ოღონდ იცოდე წლები გაივლის,
გიჟი პოეტი არ შეგაწუხებს
არ ეყვარები მასავით არვის,
შენც სხვას მასავით ვერ შეიყვარებ
და როცა ამას კარგო მიხვდები,
მაინც მიპოვი კვლავ შემიყვარებ
უკან დარჩება საზღვრები,გზები
იქნებ ოდესმე შეგვყრის ჩვენ ბედი
დაგელოდები... მოლოდინში გაივლის წლები...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები