ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თაკა სელეპანიშვილი
ჟანრი: პოეზია
17 აგვისტო, 2012


დაცემა

როცა საკუთარ თავში იკარგები
და ფიქრები მხოლოდ და მხოლოდ წრეზე დადიან,
ხვდები, როგორი ახლო ხდება
ხედი ფანჯრიდან – ასფალტამდე,
როგორი ახლობელი
სიტყვა – "დაცემა".

ამბობენ პოეტები ამას – სიგიჟეს ეძახდნენო,
გიჟები ფრენას.
არასოდეს მქონია ამბიცია – "გიჟი პოეტი" დაერქმიათ,
თუმცა მეძახდნენ...

და მაინც როდესაც ქალაქში
ჰაერი საოცრად მსუყე ხდება
და ღამე იმდენად გამჭვირვალე,
როგორც არასდროს,
ვხვდები როგორაც ახლოვდება
ხედი ფანჯრიდან.

... და  ვრჩები უკვე ასფალტამდე,
ერთი დაცემა.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები