| ავტორი: ონისე_ოკ ჟანრი: სხვა ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება 25 აგვისტო, 2012 |
გამარჯობა, დღეს შევეცდები ვილაპარაკო ერთ ჩემთვის პრობლემატურ საკითხზე რომელიც სულ ახლახან მივხვდი რომ პრობლემატურია. ეჰჰ, ვინ იცის კიდევ რამდენი საკითხი არის პრობლემატური და ჯერ არ შემიმჩნევია... კაი, მივუბრუნდეთ თემას. დადადააააამ, და თემა არიიის: უნდა იკითხოს თუ არა ლიტერატურის მასწავლებელმა სასწავლო წლის დაწყებისას ვინ რამდენი წიგნი წაიკითხა არდადეგებზე. ერთი შეხედვით არაფერია, იკითხოს მერე რა, ეს უბრალოდ მისი მოვალეობაა ან იქნებ აინტერესებს კიდეც, მაგრამ მხოლოდ ინტერესი და მოვალეობაც ხომ არ არის?.. სკოლის მიზანი ხომ ბავშვის კარგი აღზრდაა. არასდროს გვიფიქრია იმაზე რომ ეს უაზრო შეკითხვა შეიძლება ბავშვის უკუგანვითარებას უწყობს ხელს? ჰმმ, რა სისულელეა?.. რატომ არის სისულელე? აბა წარმოვიდგინოთ: კლასში 50 წელს მიტანებული, პუტკუნა ქალბატონი შემოდის, ზოგი მივა და გადაკოცნის ( ვინ იცის რატომ, მაინც გადაკოცნის) ზოგი კი ადგილზე დარჩება. ჩვენი მასწავლებელი კლასს თვალს მოავლებს და გამოკითხვას დაიწყებს: „ აბაა გიორგიი, რა წიგნები წაიკითხე წელს? „ . გიორგი თვითკმაყოფილი სახით ადგება და ინტელექტუალური ტონით დაიწყებს : „ მმ, ამ ზაფხულს ? რავიცი, ძალიან ბევრი წავიკითხე და ჩამოვთვალო? კარგით. ნუ დოსტოევსკის 3 რომანი, ტოლსტოის 1, მარიო პიუზოს 3 დაა, დაააა ქართველებიდან გამსახურდია და ვაჟა, კიდევ წავიკითხე პატარ–პატარა მოთხრობები მაგრამ არ მახსოვსსახელები (არადა ახსოვს)“. პუტკუნა მასწავლებელი ამბობს: „ ყოჩაღ გიორგი, ყოჩაღ, აიი მიბაძეთ ამ ბავშვს ყველამ! შენ რა წაიკითხე მეორე გიორგი? თუ წაიკითხე საერთოდ რამე“ .გიორგი დგება და ამბობს: „ არა არაფერი არ წამიკითხავს, ზღვაზე ვიყავი და არ მქონდა ამისთვის დრო“. პუტკუნა აგრძელებს: კარგი, კარგი. შენ ელენე? ელენე დგება: მე თბილისში ვიყავი, დროც მქონდა და წიგნებიც მაგრამ მხოლოდ 1 წიგნი წავიკითხე, ისიც პატარა... და ასე გრძელდება. 9 ბავშვიდან, 3 პირველ გიორგის გავდა, 3 მეორე გიორგის, 2 ელენეს და 1 არავის. 1–ს არაფერი წაუკითხავს. ახლა დავსვათ კითხვა, ეს კითხვები რას ემსახურება სხვას თუ არა ბავშვების დაკომპლექსებას? თითქოს არაფერია საამაყო იმაში რომ პირველმა გიორგიმ ელენეზე მეტი წაიკითხა მაგრამ ვაი რომ ყველაფერი ასე მარტივად არ არის. შეიძლება იმ მომენტში მართლა არაფერი უგრძვნიათ მეორე გიორგისა და ელენეს მაგრამ ეს ყველაფერი ხომ ქვეცნობიერში იდებს ბუდეს და როდესაც საჭიროება მოითხოვს ცნობიერში გამოცვივდება? რამდენიმე ხნის შემდეგ შეიძლება კლასში რაიმე სერიოზულ საკითხზე დაიწყოს მსჯელობა. საუბარი პირველმა გიორგიმ დაიწყოს, მოიყვანოს თავის არგუმენტები და დაასაბუთოს თავის მოსაზრება. ამ დროს შეიძლება მეორე გიორგის და ელენესაც აქვთ თავიანთი აზრი მაგრამ მათ გამოთქმასა და კლასელებისთვის გაზიარებას ის ქვეცნობიერიდან მოურიდებლად გამოვარდნილი კომპლექსი აბრკოლებს, ის კომპლექსი რომელიც რამდენიმე ხნის წინ ჩაისახა მათ ქვეცნობიერში და ნერწყვისდენით ელოდა შესაბამის მომენტს რომ აეგლიჯა ბორკილები და ბავშვების ცნობიერში გამოვარდნილიყო. მეორე გიორგი პირველის საპირისპიროს ფიქრობს მაგრამ საუბარს ვერ იწყებს, თუ იწყებს ისეთი დაკომპლექსებულია რომ თავის აზრს ვერ გამოთქვამს და ბოლოს ისევ ის რჩება წაგებული... კომპლექსი კი რა არის, ირონიული მზერა პირველი გიორგისგან ან იმის შიში რომ ის ისეთ არგუმენტს მოუყვანს რომელიც მის აზრს სრულიად გააბათილებს რაც მის კლასის წინაშე შერცხვენას გამოიწვევს. ნუთუ ეს ბავშვისთვის დიდი დარტყმა არ არის?! რა თქმა უნდა, დიახაც რომ არის! იგივე შეიძლება ითქვას ისეთ უაზრო შეკითხვებზე როგორებიცაა: სად დაისვენე? როგორ დაისვენე? და ასე შემდეგ. თუ რომელიმე ლიტერატურის მასწავლებელი ამას წაიკითხავს და გაანალიზებს ჩემზე ბედნიერი ადამიანი იმწამს არ იარსებებს რადგან ამით, მცირედ, მაგრამ მაინც, ხელს შევუწყობ იმას რომ წლების შემდეგ ბავშვებს აღარ ექნებათ საკუთარი აზრის გამოთქმის კომპლექსი.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
27. რა თქმა უნდა,ყველას აქვს უფლება,თავის პრობლემაზე ისაუბროს,მაგრამ,არაა აუცილებელი,სხვას მოახვიოს იგი... იქნებ,მიმართვის ავტორმა უკვე შეიცვალა აზრი წამოჭრილ საკითხზე,თუ ისევ ,,აქა დგას და სხვაგვარად არ ძალუძს"??? საინტერესოა მისი პოზიციაც... ყველა ადამიანი ინდივიდუალური და განსხვავებულია,და,თუ მე არ ვიცი წერა-კითხვა,სულაც არაა საზოგადოება ვალდებული,მე მომბაძოს,ამ მიდგომით ისევ გამოქვაბულს დაუბრუნდება ჰომო საპიენსი... საზოგადოების განვითარების დღევანდელი ტემპები გაცილებით მეტ მოთხოვნებს გვიყენებს,ვიდრე ეს იყო 100,50 ან თუნდაც,10 წლის წინ.სწორედ დღეს მეტადაა თვალშისაცემი განსხვავება ცოდნასა და ინფორმაციის ფლობას შორის,და მე უპირატესობას პირველს ვანიჭებ,რადგან ზღვა ინფორმაციის შესანახად უამრავი ტექნიკური საშუალება არსებობს,ცოდნა კი სულ სხვა კატეგორიაა! ადამიანი ცოდნას ჯერ კიდევ წიგნის საშუალებით ღებულობს ძირითადად,ამისთვის კი კითხვაა აუცილებელი.ეს უნარი სწორედ სასკოლო ასაკში ყალიბდება,და,სწორედ მასწავლებელმა უნდა მიცეს სტიმული მოსწავლეს,ერთ-ერთ ხერხად თემაში წამოჭრილი მეთოდიც გამოდგება...თან,ეს თემა ერთგვარი მოთელვაა სასწავლო წლის დასაწყისში... ასე,რომ,ნუ შეგეშინდებათ მსგავსი კითხვებისა,მთავარია,რა გვაქვს სათქმელი პასუხად... რა თქმა უნდა,ყველას აქვს უფლება,თავის პრობლემაზე ისაუბროს,მაგრამ,არაა აუცილებელი,სხვას მოახვიოს იგი... იქნებ,მიმართვის ავტორმა უკვე შეიცვალა აზრი წამოჭრილ საკითხზე,თუ ისევ ,,აქა დგას და სხვაგვარად არ ძალუძს"??? საინტერესოა მისი პოზიციაც... ყველა ადამიანი ინდივიდუალური და განსხვავებულია,და,თუ მე არ ვიცი წერა-კითხვა,სულაც არაა საზოგადოება ვალდებული,მე მომბაძოს,ამ მიდგომით ისევ გამოქვაბულს დაუბრუნდება ჰომო საპიენსი... საზოგადოების განვითარების დღევანდელი ტემპები გაცილებით მეტ მოთხოვნებს გვიყენებს,ვიდრე ეს იყო 100,50 ან თუნდაც,10 წლის წინ.სწორედ დღეს მეტადაა თვალშისაცემი განსხვავება ცოდნასა და ინფორმაციის ფლობას შორის,და მე უპირატესობას პირველს ვანიჭებ,რადგან ზღვა ინფორმაციის შესანახად უამრავი ტექნიკური საშუალება არსებობს,ცოდნა კი სულ სხვა კატეგორიაა! ადამიანი ცოდნას ჯერ კიდევ წიგნის საშუალებით ღებულობს ძირითადად,ამისთვის კი კითხვაა აუცილებელი.ეს უნარი სწორედ სასკოლო ასაკში ყალიბდება,და,სწორედ მასწავლებელმა უნდა მიცეს სტიმული მოსწავლეს,ერთ-ერთ ხერხად თემაში წამოჭრილი მეთოდიც გამოდგება...თან,ეს თემა ერთგვარი მოთელვაა სასწავლო წლის დასაწყისში... ასე,რომ,ნუ შეგეშინდებათ მსგავსი კითხვებისა,მთავარია,რა გვაქვს სათქმელი პასუხად...
26. ონისე, ასეთ კითხვებს მოგცემ: რატომ ხარ ლიტერატურულ საიტზე? რას ემსახურება შენი აქ ყოფნა? ვხედავ, რაღაც ნაწარმოებები დაგიწერია... რისთვის დაწერე? მხოლოდ შენთვის? არავინ გინდა წაიკითხოს? და თუ იმიტომ განათავსე აქ, რომ ვინმემ წაიკითხოს, რატომ გგონია, რომ შენი ნაწარმოებები იმათ სჯობს, რომელზეც მასწავლებელმა გკითხა, "წაიკითხე თუ არა?" ... ან "რა წიგნი წაიკითხე საერთოდო"?
სრულიად გეთანხმები იმაში, რომ მასწავლებელმა იმ ნიშნით არ უნდა გაარჩიოს მოწაფეები, ვის რამდენი წიგნი ექნება წაკითხული... მაგრამ... ვინ გითხრა, რომ მას ამ კითხვის დასმის უფლება არ აქვს? ვინ ჩამოართვა მას ეს უფლება?
და თუ მას არ აქვს უფლება გკითხოს, რა და რა წიგნები წაიკითხე ამ ზაფხულსო, რატომ გგონია, რომ შენ გაქვს მასწავლებელზე ამ ტონით საუბრის უფლება? დამიჯერე, არაა ლამაზი უფროსებთან და უფროსებზე ასე საუბარი...
შენც გახდები 50 წლისა და... მიხვდები, რასაც ვამბობ! :)))) ონისე, ასეთ კითხვებს მოგცემ: რატომ ხარ ლიტერატურულ საიტზე? რას ემსახურება შენი აქ ყოფნა? ვხედავ, რაღაც ნაწარმოებები დაგიწერია... რისთვის დაწერე? მხოლოდ შენთვის? არავინ გინდა წაიკითხოს? და თუ იმიტომ განათავსე აქ, რომ ვინმემ წაიკითხოს, რატომ გგონია, რომ შენი ნაწარმოებები იმათ სჯობს, რომელზეც მასწავლებელმა გკითხა, "წაიკითხე თუ არა?" ... ან "რა წიგნი წაიკითხე საერთოდო"?
სრულიად გეთანხმები იმაში, რომ მასწავლებელმა იმ ნიშნით არ უნდა გაარჩიოს მოწაფეები, ვის რამდენი წიგნი ექნება წაკითხული... მაგრამ... ვინ გითხრა, რომ მას ამ კითხვის დასმის უფლება არ აქვს? ვინ ჩამოართვა მას ეს უფლება?
და თუ მას არ აქვს უფლება გკითხოს, რა და რა წიგნები წაიკითხე ამ ზაფხულსო, რატომ გგონია, რომ შენ გაქვს მასწავლებელზე ამ ტონით საუბრის უფლება? დამიჯერე, არაა ლამაზი უფროსებთან და უფროსებზე ასე საუბარი...
შენც გახდები 50 წლისა და... მიხვდები, რასაც ვამბობ! :))))
25. ონისე, იცი წიგნსა და ნებისმიერ ფირზე აღბეჩდილ ისტორიას შორის რა განსხვავებაა და რატომ არის წიგნი ბევრად მეტი?
ძალიან ბევრი რომ არ ვილაპარაკო და ის არ ვთქვა რაც უკვე ბევრმა თქვა ან დაწერა, მოკლედ გეტყვი. მე რომანი "დათა თუთაშხია" მანამდე წავიკითხე სანამ ფილმს ვნახავდი, და ჩემს მიერ წარმოდგენილი პერსონაჟებიდან იმდენად განსხვავდებიან ფილმის პერსონაჟები რომ ეს ფილმი არ მომწონს. (არ ვამბობ იმას რომ ცუდად თამაშობენ მსახიობები ან ცუდად არის მოტანილი მაყურებლამდე) მე ჩემი ფანტაზიით შევქმენი სახები, კინომ კი სხვისი თვალით დანახული მომიტანა მზამზარეული. მიხვდი რისი თქმა მსურს?
წიგნი არნახულად ავითარებს წარმოსახვის უნარს, ფანტაზიას, ინდივიდუალურ შეგრძნებას. ნებისმიერი ადამიანი სხვანაირად წარმოიდგენს პერსონაჟს, თუნდაც მისი გარეგნობა და ხასიათი დეტალურად იყოს აღწერილი. (რაც მთავარია ფილმით იმხელა ინფორმაციის გადმოცემა რაც წიგნშია, თუნდაც მისი ნახევრის, უბრალოდ შეუძლებელია)
ადამიანს რომელსაც წიგნი არ წაუკითხავს ან წაუკითხავს ძალიან ცოტა, შეზღუდული აქვს წარმოსახვის უნარი. ხოლო წარმოსახვის უნარი ყველაზე დიდი ძალა და მარაგია კაცობრიობისა. ხომ იყო ფანტზია მფრინავი ხალიჩა? დღეს დავფრინავთ. ხომ იყო ფანტაზია მთვარეზე გაფრენა, უკვე გავფრინდით.
ხვალინდელი დღე პირდაპირ არის დამოკიდებული იმაზე თუ რას წარმოვიდგენთ ჩვენ დღეს. ამიტომ ფანტაზიის უნარი ჩვენი განვითარებისთვის აუცილებელია. აი ამას გვაძლევს წიგნი, ამ ყველაფერს ერთდროულად ცივილიზაცია ჰქვია. და ნურასოდეს დაიჯერებ რომ თუ დოკუმენტურ ფილმს უყურე იგივე ინფორმაციას მიიღებ რასაც წიგნიდან. ონისე, იცი წიგნსა და ნებისმიერ ფირზე აღბეჩდილ ისტორიას შორის რა განსხვავებაა და რატომ არის წიგნი ბევრად მეტი?
ძალიან ბევრი რომ არ ვილაპარაკო და ის არ ვთქვა რაც უკვე ბევრმა თქვა ან დაწერა, მოკლედ გეტყვი. მე რომანი "დათა თუთაშხია" მანამდე წავიკითხე სანამ ფილმს ვნახავდი, და ჩემს მიერ წარმოდგენილი პერსონაჟებიდან იმდენად განსხვავდებიან ფილმის პერსონაჟები რომ ეს ფილმი არ მომწონს. (არ ვამბობ იმას რომ ცუდად თამაშობენ მსახიობები ან ცუდად არის მოტანილი მაყურებლამდე) მე ჩემი ფანტაზიით შევქმენი სახები, კინომ კი სხვისი თვალით დანახული მომიტანა მზამზარეული. მიხვდი რისი თქმა მსურს?
წიგნი არნახულად ავითარებს წარმოსახვის უნარს, ფანტაზიას, ინდივიდუალურ შეგრძნებას. ნებისმიერი ადამიანი სხვანაირად წარმოიდგენს პერსონაჟს, თუნდაც მისი გარეგნობა და ხასიათი დეტალურად იყოს აღწერილი. (რაც მთავარია ფილმით იმხელა ინფორმაციის გადმოცემა რაც წიგნშია, თუნდაც მისი ნახევრის, უბრალოდ შეუძლებელია)
ადამიანს რომელსაც წიგნი არ წაუკითხავს ან წაუკითხავს ძალიან ცოტა, შეზღუდული აქვს წარმოსახვის უნარი. ხოლო წარმოსახვის უნარი ყველაზე დიდი ძალა და მარაგია კაცობრიობისა. ხომ იყო ფანტზია მფრინავი ხალიჩა? დღეს დავფრინავთ. ხომ იყო ფანტაზია მთვარეზე გაფრენა, უკვე გავფრინდით.
ხვალინდელი დღე პირდაპირ არის დამოკიდებული იმაზე თუ რას წარმოვიდგენთ ჩვენ დღეს. ამიტომ ფანტაზიის უნარი ჩვენი განვითარებისთვის აუცილებელია. აი ამას გვაძლევს წიგნი, ამ ყველაფერს ერთდროულად ცივილიზაცია ჰქვია. და ნურასოდეს დაიჯერებ რომ თუ დოკუმენტურ ფილმს უყურე იგივე ინფორმაციას მიიღებ რასაც წიგნიდან.
24. რჰაეგარ. არც მითქვამს რომ წიგნი რამეს აკლებს ან მისი კითხვა ტეხავს. რაც შეეხება ბავშვის დაინტერესებას, ეს სხვა მეთოდებით უნდა ხდებოდეს. მასწავლებლებს უნდათ რომ ყველაფერი ერთი ხელის მოსმით მოათავონ და ერთ გაკვეთილზე მოახერხონ ბავშვების დაინტერესება. კი მაგრამ არ სჯობს მასწავლებელი ცალკე დაელაპარაკოს ბავშვს და უფრო ვრცლად და საინტერესოდ განუმარტოს წიგნის შინაარსი? ასე უფრო ხარისხიანი და უზარალო არ იქნება? მაგრამ არა, ჩვენ ყველაფრის მარტივად გავლა გვინდა და პირდაპირ მეათე საფეხურზე ახტომა დანარჩენი საფეხურების აუსვლელად. ესაა ჩვენი პრობლემა, არამხოლოდ ამ საკითხში, სხვათაშორის. რჰაეგარ. არც მითქვამს რომ წიგნი რამეს აკლებს ან მისი კითხვა ტეხავს. რაც შეეხება ბავშვის დაინტერესებას, ეს სხვა მეთოდებით უნდა ხდებოდეს. მასწავლებლებს უნდათ რომ ყველაფერი ერთი ხელის მოსმით მოათავონ და ერთ გაკვეთილზე მოახერხონ ბავშვების დაინტერესება. კი მაგრამ არ სჯობს მასწავლებელი ცალკე დაელაპარაკოს ბავშვს და უფრო ვრცლად და საინტერესოდ განუმარტოს წიგნის შინაარსი? ასე უფრო ხარისხიანი და უზარალო არ იქნება? მაგრამ არა, ჩვენ ყველაფრის მარტივად გავლა გვინდა და პირდაპირ მეათე საფეხურზე ახტომა დანარჩენი საფეხურების აუსვლელად. ესაა ჩვენი პრობლემა, არამხოლოდ ამ საკითხში, სხვათაშორის.
23. წიგნს შეუძლია ჩაგაფიქროს და ისეთ რამეებზე დაგაწყებინოს ფიქრი, რაც ცხოვრებაში აზრად არ მოგსვლია :3 სხვა თუ არაფერი,ლექსიკურ მარაგს გმატებს და გრამატიკულადაც უფრო სწორად იწყებ აზროვნებას (წიგნს და თარგმანსაც გააჩნია). ის ის რომ ლიტერატურის პედაგოგი ურჩევს ბავშვებს რომ რაც შეიძლება მეტი წიგნი წაიკითხონ, რადგან (ეჭვი არ შეგეპაროს) მომავალში გამოადგებათ, ამაში უცნაურს და გაუგებარს ვერაფერს ვხედავ -___- ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ბავშვს ეს პროგრამის მიხედვით მიცემულ თემებში, ციტატების მოსაყვანად გამოადგება (რამდენსაც არ უნდა ლაპარაკობდე თავისუფალ აზროვნებაზე და წიგნების არსაჭიროებაზე, მათი კითხვა მაინც საჭიროა უმაღლესში ჩასაბარებლად) და საერთოდ რა დაკომპლექსებაზეა საუბარი, მარტო ცუდ მხარეს რატომ ხედავ ამ ყველაფერში? (ეგრე რამდენმა წვრილმანმა შეიძლება ფარულად დააკომპლექსოს ადამიანი, ეგრე შორს წავალთ...) იქნებ ადგეს ის ბავშვი და გაუჩნდეს წიგნის კითხვის სურვილი და დაინტერესდეს? რა, წიგნის კითხვა ტეხავს თუ რამეს აკლებს? :)) და ”სად დაისვენეთ ბლა ბლა” სულ სხვა თემაა და ამაზე გეთანხმები :3 წიგნს შეუძლია ჩაგაფიქროს და ისეთ რამეებზე დაგაწყებინოს ფიქრი, რაც ცხოვრებაში აზრად არ მოგსვლია :3 სხვა თუ არაფერი,ლექსიკურ მარაგს გმატებს და გრამატიკულადაც უფრო სწორად იწყებ აზროვნებას (წიგნს და თარგმანსაც გააჩნია). ის ის რომ ლიტერატურის პედაგოგი ურჩევს ბავშვებს რომ რაც შეიძლება მეტი წიგნი წაიკითხონ, რადგან (ეჭვი არ შეგეპაროს) მომავალში გამოადგებათ, ამაში უცნაურს და გაუგებარს ვერაფერს ვხედავ -___- ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ბავშვს ეს პროგრამის მიხედვით მიცემულ თემებში, ციტატების მოსაყვანად გამოადგება (რამდენსაც არ უნდა ლაპარაკობდე თავისუფალ აზროვნებაზე და წიგნების არსაჭიროებაზე, მათი კითხვა მაინც საჭიროა უმაღლესში ჩასაბარებლად) და საერთოდ რა დაკომპლექსებაზეა საუბარი, მარტო ცუდ მხარეს რატომ ხედავ ამ ყველაფერში? (ეგრე რამდენმა წვრილმანმა შეიძლება ფარულად დააკომპლექსოს ადამიანი, ეგრე შორს წავალთ...) იქნებ ადგეს ის ბავშვი და გაუჩნდეს წიგნის კითხვის სურვილი და დაინტერესდეს? რა, წიგნის კითხვა ტეხავს თუ რამეს აკლებს? :)) და ”სად დაისვენეთ ბლა ბლა” სულ სხვა თემაა და ამაზე გეთანხმები :3
22. კარგი ბიჭია ონისე...და მე იმ პირველ "გიორგის" ,ყველა დანარჩენი მირჩევნია......:) კარგი ბიჭია ონისე...და მე იმ პირველ "გიორგის" ,ყველა დანარჩენი მირჩევნია......:)
21. პირველად მანდ დავპოსტე მაგრამ მისტიურმა არსებამ (სავარაუდოდ ადმინმა) "სხვა" ში გადაიტანა :|
საღოლ! პირველად მანდ დავპოსტე მაგრამ მისტიურმა არსებამ (სავარაუდოდ ადმინმა) "სხვა" ში გადაიტანა :|
საღოლ!
20. კრიტიკა-პუბლიცისტიკის ჟანრს ეკუთვნის სწორედ ეს ნაწერი:)
კრიტიკა-პუბლიცისტიკის ჟანრს ეკუთვნის სწორედ ეს ნაწერი:)
19. ლალი, მემგონი არსებობს განყოფილება კრიტიკა–პუბლიცისტიკა და თუ კარგად დააკვირდებით სწორედ ამ განყოფილებაში დავპოსტე ეს. ლალი, მემგონი არსებობს განყოფილება კრიტიკა–პუბლიცისტიკა და თუ კარგად დააკვირდებით სწორედ ამ განყოფილებაში დავპოსტე ეს.
18. და ამის ადგილი რომ არაა ლიტერატურულ პორტალზე??ფორუმზე შეგიძლიათ თემის გახსნა. როგორაა მასწავლებელი ცხარედ ტიროდა უფროსკლასელებში თემის ''როგორ გავატარე არდადეგები''-ს წაკითხვისას-აი როგორ უნდა მეცხოვრაო:P) და ამის ადგილი რომ არაა ლიტერატურულ პორტალზე??ფორუმზე შეგიძლიათ თემის გახსნა. როგორაა მასწავლებელი ცხარედ ტიროდა უფროსკლასელებში თემის ``როგორ გავატარე არდადეგები``-ს წაკითხვისას-აი როგორ უნდა მეცხოვრაო:P)
17. კი მანანა, პატარა ვარ. როგორც გნებავთ ისე მომმართეთ ))
რა უბედურებაა, წიგნის კითხვა რატომ არის საამაყო? :// ეს ხომ იდნივიდუალურია? აზროვნებაში რამე არის საამაყო? აი, დოკუმენტური ფილმის ყურებაში რამე არის საამაყო? ორივეგან ხომ ინტელექტს იმაღლებ, წიგნის კითხვა რატომ არის საამაყო?
კარგით რა... კი მანანა, პატარა ვარ. როგორც გნებავთ ისე მომმართეთ ))
რა უბედურებაა, წიგნის კითხვა რატომ არის საამაყო? :// ეს ხომ იდნივიდუალურია? აზროვნებაში რამე არის საამაყო? აი, დოკუმენტური ფილმის ყურებაში რამე არის საამაყო? ორივეგან ხომ ინტელექტს იმაღლებ, წიგნის კითხვა რატომ არის საამაყო?
კარგით რა...
16. კატიე, გეთანხმები მაგრამ ეგ იშვიათად ხდება))
ური, სიმართლე გითხრა ვერ გავიგე. რა სიცოცხლე რა სიკვდილი?..
მემგონი მე ჩამოვაყალიბე ეგ, შენ ფაქტობრივად ჩემი პოსტი გადაასხვაფერე. ეგ მეც აღვნიშნე, რომ წიგნში ბევრი რამის გაგება არის შესაძლებელი მაგრამ ეს ინდივიდუალურია და ინტელექტის ამაღლებაში საამაყო არაფერია (ათასნაირი ადამიანი არსებობს და ყველა სხვადასხვანაირად აღიქვამს სიამაყეს). კატიე, გეთანხმები მაგრამ ეგ იშვიათად ხდება))
ური, სიმართლე გითხრა ვერ გავიგე. რა სიცოცხლე რა სიკვდილი?..
მემგონი მე ჩამოვაყალიბე ეგ, შენ ფაქტობრივად ჩემი პოსტი გადაასხვაფერე. ეგ მეც აღვნიშნე, რომ წიგნში ბევრი რამის გაგება არის შესაძლებელი მაგრამ ეს ინდივიდუალურია და ინტელექტის ამაღლებაში საამაყო არაფერია (ათასნაირი ადამიანი არსებობს და ყველა სხვადასხვანაირად აღიქვამს სიამაყეს).
15. 11. ური, მე არ ვთვლი რომ წიგნის კითხვაში რაიმე საამაყოა
?????????!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!
მართალი გითხრა, ამ წინადადებამ გამაოცა. ცხოვრება ბევ გამოცდილებას გაძლევს, მაგრამ წიგნებიც არა ნაკლებს, ოღონდ გააჩნია რას წაიკითხავ და როგორ გაიგებ.
შენი წერის სტილიდან გამომდინარე ვასკვნი, საკმაოდ ახალგაზრდა ხარ, ამიტომ მოგმართავ "შენობით". ისე კი, უცნობებს თქვენობით უნდა მიმართოს ადამიანმა. (ზრდილობა მოითხოვს)
11. ური, მე არ ვთვლი რომ წიგნის კითხვაში რაიმე საამაყოა
?????????!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!
მართალი გითხრა, ამ წინადადებამ გამაოცა. ცხოვრება ბევ გამოცდილებას გაძლევს, მაგრამ წიგნებიც არა ნაკლებს, ოღონდ გააჩნია რას წაიკითხავ და როგორ გაიგებ.
შენი წერის სტილიდან გამომდინარე ვასკვნი, საკმაოდ ახალგაზრდა ხარ, ამიტომ მოგმართავ "შენობით". ისე კი, უცნობებს თქვენობით უნდა მიმართოს ადამიანმა. (ზრდილობა მოითხოვს)
14. კატიე, გეთანხმები მაგრამ ეგ იშვიათად ხდება))
ური, სიმართლე გითხრა ვერ გავიგე. რა სიცოცხლე რა სიკვდილი?..
მემგონი მე ჩამოვაყალიბე ეგ, შენ ფაქტობრივად ჩემი პოსტი გადაასხვაფერე. ეგ მეც აღვნიშნე, რომ წიგნში ბევრი რამის გაგება არის შესაძლებელი მაგრამ ეს ინდივიდუალურია და ინტელექტის ამაღლებაში საამაყო არაფერია (ათასნაირი ადამიანი არსებობს და ყველა სხვადასხვანაირად აღიქვამს სიამაყეს). კატიე, გეთანხმები მაგრამ ეგ იშვიათად ხდება))
ური, სიმართლე გითხრა ვერ გავიგე. რა სიცოცხლე რა სიკვდილი?..
მემგონი მე ჩამოვაყალიბე ეგ, შენ ფაქტობრივად ჩემი პოსტი გადაასხვაფერე. ეგ მეც აღვნიშნე, რომ წიგნში ბევრი რამის გაგება არის შესაძლებელი მაგრამ ეს ინდივიდუალურია და ინტელექტის ამაღლებაში საამაყო არაფერია (ათასნაირი ადამიანი არსებობს და ყველა სხვადასხვანაირად აღიქვამს სიამაყეს).
13. მოდი საე გეტყვი მაშინ, "სჯობს სიცოცხლეს ნაზრხსა, სიკვდილი სახელოვანი" მოდი და შენ შენი მოიქრებული და გააზრებული მითხარი სიკვდილზე დ სუცოცხლეზე, ამაზე უკეთ. წინდან ის გამახსოვრდება ყველაზე მეტად რაც ისეა ნათქვამი რომ უკეთ ვეღარ იტყვი, და შეიძლება ეს ნათქვამი ორი სიტყვა კი არა ათი და მეტი ფურცელიც იყოს. ეს ხდება იმ შემთხვევაში, როცა წიგნი გაამართლებს.
შეიძლება წიგნში არაფერი იყოს საუკეთესოდ ნათქვამი, მაგრამ ის ხო მეორე ადამიანის ნაფიქრალია. უბრალო ადამიანის კი არა, ხშირ შემთხვევაში ადამიანის რომელსაც არანაირი შეხება არ აქვს შენთან და შეიძლება შენ ეპოქასაც რ ეკუთვნოდეს. ეს კი ახალს მოგცემს ყოველთვის.
ამტომ წიგნის კითხვა დადებითი ჩვევაა, როგორც სიზიკური ვარჯიში. საამაყოც არის და მისაბაძიც.
მოკლედ გაგები გაიგებს და დნარჩინი თქვენ იცით მოდი საე გეტყვი მაშინ, "სჯობს სიცოცხლეს ნაზრხსა, სიკვდილი სახელოვანი" მოდი და შენ შენი მოიქრებული და გააზრებული მითხარი სიკვდილზე დ სუცოცხლეზე, ამაზე უკეთ. წინდან ის გამახსოვრდება ყველაზე მეტად რაც ისეა ნათქვამი რომ უკეთ ვეღარ იტყვი, და შეიძლება ეს ნათქვამი ორი სიტყვა კი არა ათი და მეტი ფურცელიც იყოს. ეს ხდება იმ შემთხვევაში, როცა წიგნი გაამართლებს.
შეიძლება წიგნში არაფერი იყოს საუკეთესოდ ნათქვამი, მაგრამ ის ხო მეორე ადამიანის ნაფიქრალია. უბრალო ადამიანის კი არა, ხშირ შემთხვევაში ადამიანის რომელსაც არანაირი შეხება არ აქვს შენთან და შეიძლება შენ ეპოქასაც რ ეკუთვნოდეს. ეს კი ახალს მოგცემს ყოველთვის.
ამტომ წიგნის კითხვა დადებითი ჩვევაა, როგორც სიზიკური ვარჯიში. საამაყოც არის და მისაბაძიც.
მოკლედ გაგები გაიგებს და დნარჩინი თქვენ იცით
12. საოცარია, მაგრამ ფაქტია, რომ ახალი თაობა მიუხედავად "უწიგნურობისა", ხშირად მასწავლებელზე მეტ ინფორმაციას ფლობს და არც დისკუსიაში ჩართვის ეშინია! საოცარია, მაგრამ ფაქტია, რომ ახალი თაობა მიუხედავად "უწიგნურობისა", ხშირად მასწავლებელზე მეტ ინფორმაციას ფლობს და არც დისკუსიაში ჩართვის ეშინია!
11. ური, მე არ ვთვლი რომ წიგნის კითხვაში რაიმე საამაყოა. მე ვფიქრობ რომ ადამიანმა ჭეშმარიტება არა წიგნებში ან ფილმებში, არამედ საკუთარ თავში უნდა ეძიოს. ყველა ადამიანს უნდა ჰქონდეს საკუთარი აზრი სხვადასხვა საკითხებზე... რახან მე უფრო ნაკითხი ვარ ეს ნიშნავს იმას რომ ჩემზე ნაკლებად ნაკითხი არ უნდა მედისკუსიოს? თანაც თუ დისკუსიაში წიგნიდან მაგალითი მოიყვანე ეს მხოლოდ და მხოლოდ მაგალითის მოყვანის ფარგლებში უნდა ჯდებოდეს, იმიტომ რომ თუთიყუში არ გამოხვიდე და სხვისი აზრები არ იძახო. ჩემი განვითარების დონე არის დისკუსიაში წიგნებიდან მაგალითის მოყვანა, ჩემზე ნაკლებად ნაკითხისგან ფილმიდან და იმაზე ნაკლებად ნაკითხისგან საიდანღაც გაგონილი მაგალითისა.
მაგალითად მე რომ ვედავებოდე ვეტერინარს რაიმე ფილოსოფიურ საკითხზე. ის ჩამოაყალიბებს აზრს და მაგალითად მომიყვანს იმას თუ რა ხდება მგლების ოჯახში, როგორი შეგნება აქვს ამა თუ იმ ცხოველს. მეც ჩამოვაყალიბებ ჩემს აზრს და მაგალითს რომელიმე წიგნიდან მოვიყვან. ეს სრულებით ნორმალურია. წიგნიც ხომ ერთერთი დისკუსიის გამართულობის (რა თქმა უნდა, არამხოლოდ ამის, რასისულელეა) საშუალებაა.
ური, მე არ ვთვლი რომ წიგნის კითხვაში რაიმე საამაყოა. მე ვფიქრობ რომ ადამიანმა ჭეშმარიტება არა წიგნებში ან ფილმებში, არამედ საკუთარ თავში უნდა ეძიოს. ყველა ადამიანს უნდა ჰქონდეს საკუთარი აზრი სხვადასხვა საკითხებზე... რახან მე უფრო ნაკითხი ვარ ეს ნიშნავს იმას რომ ჩემზე ნაკლებად ნაკითხი არ უნდა მედისკუსიოს? თანაც თუ დისკუსიაში წიგნიდან მაგალითი მოიყვანე ეს მხოლოდ და მხოლოდ მაგალითის მოყვანის ფარგლებში უნდა ჯდებოდეს, იმიტომ რომ თუთიყუში არ გამოხვიდე და სხვისი აზრები არ იძახო. ჩემი განვითარების დონე არის დისკუსიაში წიგნებიდან მაგალითის მოყვანა, ჩემზე ნაკლებად ნაკითხისგან ფილმიდან და იმაზე ნაკლებად ნაკითხისგან საიდანღაც გაგონილი მაგალითისა.

10. ური, მე არ ვთვლი რომ წიგნის კითხვაში რაიმე საამაყოა. მე ვფიქრობ რომ ადამიანმა ჭეშმარიტება არა წიგნებში ან ფილმებში, არამედ საკუთარ თავში უნდა ეძიოს. ყველა ადამიანს უნდა ჰქონდეს საკუთარი აზრი სხვადასხვა საკითხებზე... რახან მე უფრო ნაკითხი ვარ ეს ნიშნავს იმას რომ ჩემზე ნაკლებად ნაკითხი არ უნდა მედისკუსიოს? თანაც თუ დისკუსიაში წიგნიდან მაგალითი მოიყვანე ეს მხოლოდ და მხოლოდ მაგალითის მოყვანის ფარგლებში უნდა ჯდებოდეს, იმიტომ რომ თუთიყუში არ გამოხვიდე და სხვისი აზრები არ იძახო. ჩემი განვითარების დონე არის დისკუსიაში წიგნებიდან მაგალითის მოყვანა, ჩემზე ნაკლებად ნაკითხისგან ფილმიდან და იმაზე ნაკლებად ნაკითხისგან საიდანღაც გაგონილი მაგალითისა.
ური, მე არ ვთვლი რომ წიგნის კითხვაში რაიმე საამაყოა. მე ვფიქრობ რომ ადამიანმა ჭეშმარიტება არა წიგნებში ან ფილმებში, არამედ საკუთარ თავში უნდა ეძიოს. ყველა ადამიანს უნდა ჰქონდეს საკუთარი აზრი სხვადასხვა საკითხებზე... რახან მე უფრო ნაკითხი ვარ ეს ნიშნავს იმას რომ ჩემზე ნაკლებად ნაკითხი არ უნდა მედისკუსიოს? თანაც თუ დისკუსიაში წიგნიდან მაგალითი მოიყვანე ეს მხოლოდ და მხოლოდ მაგალითის მოყვანის ფარგლებში უნდა ჯდებოდეს, იმიტომ რომ თუთიყუში არ გამოხვიდე და სხვისი აზრები არ იძახო. ჩემი განვითარების დონე არის დისკუსიაში წიგნებიდან მაგალითის მოყვანა, ჩემზე ნაკლებად ნაკითხისგან ფილმიდან და იმაზე ნაკლებად ნაკითხისგან საიდანღაც გაგონილი მაგალითისა.
9. მე პირადად, ბევრჯერ წამიკითხავს ის წიგნი რომელზეც ამა თუ იმ მოსავლემ თქვა წავიკითხე და მომეწონაო.
კი არ მაკომპლექსებდა, მახვედრებდა რომ კითხვა იყო კარგი რადგან ამაყობდნენ ამით. ასეთი აზრი საზოგადოებაში ჩამოყალიბდა და ძალიან საღიც არის. თუ ადამიანი წიგნებს კითხულობს ეს მისი დიდი პლიუსია, და ამას ბავვშებიც უნდა მიხვდნენ, თავი უნდა მოიწონონ ამით. მე ამაში ვერაფერს ცუდს ვერ ვხდავ. მე პირადად, ბევრჯერ წამიკითხავს ის წიგნი რომელზეც ამა თუ იმ მოსავლემ თქვა წავიკითხე და მომეწონაო.
კი არ მაკომპლექსებდა, მახვედრებდა რომ კითხვა იყო კარგი რადგან ამაყობდნენ ამით. ასეთი აზრი საზოგადოებაში ჩამოყალიბდა და ძალიან საღიც არის. თუ ადამიანი წიგნებს კითხულობს ეს მისი დიდი პლიუსია, და ამას ბავვშებიც უნდა მიხვდნენ, თავი უნდა მოიწონონ ამით. მე ამაში ვერაფერს ცუდს ვერ ვხდავ.
8. მეც მგონია ,რომ ასეთი გამოკითხვა,პირიქით სასწავლო პროცესია და ალბათ საჭიროა.
შენ,შენი აზრი გაქვს და დისკუსიაც საჭიროა
+ მეც მგონია ,რომ ასეთი გამოკითხვა,პირიქით სასწავლო პროცესია და ალბათ საჭიროა.
შენ,შენი აზრი გაქვს და დისკუსიაც საჭიროა
+
7. მეც მგონია ,რომ ასეთი გამოკითხვა,პირიქით სასწავლო პროცესია და ალბათ საჭიროა.
შენ,შენი აზრი გაქვს და დისკუსიაც საჭიროა
+ მეც მგონია ,რომ ასეთი გამოკითხვა,პირიქით სასწავლო პროცესია და ალბათ საჭიროა.
შენ,შენი აზრი გაქვს და დისკუსიაც საჭიროა
+
6. როენა, მადლობა კომენტარისთვის.
კატიე, რა თქმა უნდა, მაგრამ ბავშვის ფსიქიკაზე მაინც მოქმედებს იმის გააზრება რომ მისი მოწინააღმდეგე მეტად ნაკითხია. მე არც ვამტკიცებ იმას რომ ეს გამოკითხვა განგებ ხდება ბავშვების დასაკომპლექსებლად, პირიქით, სრულიად უნებლიედ.
მანანა, ჩემი აზრით ცდები. რახან ბავშვი დგება და გაღიმებული სახით გცემს პასუხს, ეს იმას არ ნიშნავს რომ ყოველთვის ასე დარჩება. მე არც იმას ვამტკიცებ რომ იმ წამს რაიმე დისკომფორტი ექმნება ბავშვს (ეს უფრო მეორე შეკითხვაზე, როგორ გავატარეთ საზაფხულო არდადეგები, როდესაც ერთი ფულიანი მამის შვილი მოყვება როგორ დაისვენა თურქეთსა და იტალიაში, ხოლო მეორე ბავშვი ადგება და იტყვის რომ თბილისიდან არ გასულა), მე ვამბობ იმას რომ ეს შემდეგ გამოვლინდება. გასაგებია რომ, ბავშვების დაინტერესების გამო სვავ ასეთ კითხვას მაგრამ მეორე მხარეც ხომ უნდა დავინახოთ? მხოლოდ მასწავლეობლივი მოვალეობა ხომ არ არის? არ შეიძლება ბავშვის დაინტერესება სხვანაირად მოხდეს? თუნდაც გაკვეთილის ბოლოს. თუნდაც სკოლის ბიბლიოთეკიდან წიგნის ამოტანით და ცალკე მიცემით.
პ.ს ჰო, მართალია. ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი უნდა დამეწერა. პუტკუნას რაც შეეხება, ეს ჩემი ფანტაზიის ნაყოფია როენა, მადლობა კომენტარისთვის.
კატიე, რა თქმა უნდა, მაგრამ ბავშვის ფსიქიკაზე მაინც მოქმედებს იმის გააზრება რომ მისი მოწინააღმდეგე მეტად ნაკითხია. მე არც ვამტკიცებ იმას რომ ეს გამოკითხვა განგებ ხდება ბავშვების დასაკომპლექსებლად, პირიქით, სრულიად უნებლიედ.
მანანა, ჩემი აზრით ცდები. რახან ბავშვი დგება და გაღიმებული სახით გცემს პასუხს, ეს იმას არ ნიშნავს რომ ყოველთვის ასე დარჩება. მე არც იმას ვამტკიცებ რომ იმ წამს რაიმე დისკომფორტი ექმნება ბავშვს (ეს უფრო მეორე შეკითხვაზე, როგორ გავატარეთ საზაფხულო არდადეგები, როდესაც ერთი ფულიანი მამის შვილი მოყვება როგორ დაისვენა თურქეთსა და იტალიაში, ხოლო მეორე ბავშვი ადგება და იტყვის რომ თბილისიდან არ გასულა), მე ვამბობ იმას რომ ეს შემდეგ გამოვლინდება. გასაგებია რომ, ბავშვების დაინტერესების გამო სვავ ასეთ კითხვას მაგრამ მეორე მხარეც ხომ უნდა დავინახოთ? მხოლოდ მასწავლეობლივი მოვალეობა ხომ არ არის? არ შეიძლება ბავშვის დაინტერესება სხვანაირად მოხდეს? თუნდაც გაკვეთილის ბოლოს. თუნდაც სკოლის ბიბლიოთეკიდან წიგნის ამოტანით და ცალკე მიცემით.
პ.ს ჰო, მართალია. ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი უნდა დამეწერა. პუტკუნას რაც შეეხება, ეს ჩემი ფანტაზიის ნაყოფია
5. დასტური მანანას... დასტური მანანას...
4. ლიტერატურის არა, არც პუტკუნა:) , მაგრამ მასწავლებელი ვარ და კლასის დამრიგებლობის საკმაო სტაჟის მქონეც, ამიტომ ჩემს აზრს ვიტყვი. ასეთი ფორმით არა, მაგრამ კლასში ხშირად მიკითხავს, თუ ვის რომელი წიგნი უყვარს და რას კითხულობს. ეს არა მოსწავლეთა დასაკომპლექსებლად, არამედ დასაინტერესებლად. მოკლე შინაარსს, ან ნაწყვეტს მოვაყოლებ, რამოდენიმეს მაინც თუ გაუჩნდა მისი წაკითხვის სურვილი, ამას გამარჯვებად ვთვლი. ვცდები? ლიტერატურის არა, არც პუტკუნა:) , მაგრამ მასწავლებელი ვარ და კლასის დამრიგებლობის საკმაო სტაჟის მქონეც, ამიტომ ჩემს აზრს ვიტყვი. ასეთი ფორმით არა, მაგრამ კლასში ხშირად მიკითხავს, თუ ვის რომელი წიგნი უყვარს და რას კითხულობს. ეს არა მოსწავლეთა დასაკომპლექსებლად, არამედ დასაინტერესებლად. მოკლე შინაარსს, ან ნაწყვეტს მოვაყოლებ, რამოდენიმეს მაინც თუ გაუჩნდა მისი წაკითხვის სურვილი, ამას გამარჯვებად ვთვლი. ვცდები?
3. მეც მახსოვს სკოლაში თემები: "როგორ გაატარე საზაფხულო არდადეგები" და " რა წავიკითხე ამ ზაფხულს" მე პირველს ვწერდი ხოლმე,რადგან დიდად კითხვა არ მიყვარდა (ბოლო წლებია,რაც კითხვა დავიწყე ). მეც მახსოვს სკოლაში თემები: "როგორ გაატარე საზაფხულო არდადეგები" და " რა წავიკითხე ამ ზაფხულს" მე პირველს ვწერდი ხოლმე,რადგან დიდად კითხვა არ მიყვარდა (ბოლო წლებია,რაც კითხვა დავიწყე ).
2. ნუთუ ეს ახალგაზრდა ბავშვისთვის დიდი დარტყმა არ არის?- ახალგაზრდა ბავშვი რას ნიშნავს? :))
რაც შეეხება შეკითხვას, რა წიგნები წაიკითხე, სრული უაზრობაა, ისევე როგორც სად და როგორ დაისვენე. წიგნებს ადამიანი თავისთვის კითხულობს და არა იმის დასამტკიცებლად, როგორი "ნაკითხია", წიგნის წაკითხვა არ ნიშნავს გააზრებას და არც რაოდენობაა ხარისხის (ან გაგების) პირდაპირპროპორციული
ნუთუ ეს ახალგაზრდა ბავშვისთვის დიდი დარტყმა არ არის?- ახალგაზრდა ბავშვი რას ნიშნავს? :))
რაც შეეხება შეკითხვას, რა წიგნები წაიკითხე, სრული უაზრობაა, ისევე როგორც სად და როგორ დაისვენე. წიგნებს ადამიანი თავისთვის კითხულობს და არა იმის დასამტკიცებლად, როგორი "ნაკითხია", წიგნის წაკითხვა არ ნიშნავს გააზრებას და არც რაოდენობაა ხარისხის (ან გაგების) პირდაპირპროპორციული
1. ძნელია ახლა მე ვაღიარო წარსული დეტალების მანკიერება, მაგრამ თუ გავაკომენტარებ ან ნაღდი და მართალი უნდა ვიყო, ან საერთოდ არაფერი ვთქვა, ფარსი ვის რაში სჭირდება, თუნდაც კომენტარი..მე იმთაობიდან მოვდივარ, ,,როგორ გავატარე საზაფხულო არდადეგები,, აქტუალურ თავისუფალ თემად რომ გვეძლეოდა მოსწავლეებს სექტემბერში, მიუხედავად ცუდი თუ კარგი ზაფხულისა(რა თქმა უნდა ყველასთვის ხალისიანი არ იყო) მაინც უნდა მდიდარი ფანტაზიებიც მოგვეშველებინა, თემა რომ ლამაზი და საინტერესო გამოსულიყო, ახლა მეცინება...არის ეს საჭირო? ნამდვილად არა, ამიტომ ვეთანხმები ავტორს, არ არის სასარგებლო ბავშვისთვის ასეთი მიდგომა მასწავლებლის მხრიდან, მიუხედავად ჩემი უდიდესი პატივისცემისა ჩემი მასწავლებლის მიმართ, ამას მანკიერ მეთოდად ვთვლი, ეს მასწავლებელთა პოზიციაზე არ იყო დამოკიდებული, იმ ეპოქის მანკიერება იყო, ახლა ნამდვილად არის იმის საშუალება ახლებური კუთხით შეხედონ ამ საკითხს და სხვას კიდევ მრავალს, სხვა საქართველოში ვცხოვრობთ, სხვა ცნობიერება ყალიბდება და სიახლეებია საჭირო... ძნელია ახლა მე ვაღიარო წარსული დეტალების მანკიერება, მაგრამ თუ გავაკომენტარებ ან ნაღდი და მართალი უნდა ვიყო, ან საერთოდ არაფერი ვთქვა, ფარსი ვის რაში სჭირდება, თუნდაც კომენტარი..მე იმთაობიდან მოვდივარ, ,,როგორ გავატარე საზაფხულო არდადეგები,, აქტუალურ თავისუფალ თემად რომ გვეძლეოდა მოსწავლეებს სექტემბერში, მიუხედავად ცუდი თუ კარგი ზაფხულისა(რა თქმა უნდა ყველასთვის ხალისიანი არ იყო) მაინც უნდა მდიდარი ფანტაზიებიც მოგვეშველებინა, თემა რომ ლამაზი და საინტერესო გამოსულიყო, ახლა მეცინება...არის ეს საჭირო? ნამდვილად არა, ამიტომ ვეთანხმები ავტორს, არ არის სასარგებლო ბავშვისთვის ასეთი მიდგომა მასწავლებლის მხრიდან, მიუხედავად ჩემი უდიდესი პატივისცემისა ჩემი მასწავლებლის მიმართ, ამას მანკიერ მეთოდად ვთვლი, ეს მასწავლებელთა პოზიციაზე არ იყო დამოკიდებული, იმ ეპოქის მანკიერება იყო, ახლა ნამდვილად არის იმის საშუალება ახლებური კუთხით შეხედონ ამ საკითხს და სხვას კიდევ მრავალს, სხვა საქართველოში ვცხოვრობთ, სხვა ცნობიერება ყალიბდება და სიახლეებია საჭირო...
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|