შენ იწვევ ჩემში გაოცებას ოცნებას ფერადი ფრთებით მოვალ ერთხელ მაინც გაკოცებ და გავუჩინარდები წამში.... მერე წვიმა წაშლის ჩუმად ნაამბორევს ფიფქებად ითოვებს მთაში იქნებ ერთხელ მაინც დაბრუნდე და ოცნება მაჩუქო ცხადში სისხლი გამიყინო ძარღვში ტკივილი გამიყუჩო ტანში ცრემლები შემიშრო თვალში და წვიმაც გადაიღებს მაშინ..... ცხოვრება თავისი გზით წავა და ჩვენც ჩაგვითრევს მასში მე ვიტყვი სიცოცხლე მართლაც ღირდა შენ ხომ, ოცნება მაჩუქე ცხადში....