წყვდიადში ხსენება მწარე წარსულის და მოგონება თეთრი ფიქრების, ხატვა, წარდგენა თვალთა წინ მკვდარი, იმდროინდელი ოცნების...
ახლა და ახლა, წუხილის სეტყვა, უქოლგოდ ყოლილ სივრცეში მარტოს დამეშვა სულზე...
დღესვე მოვკვდები!...
მხოლოდ ფიქრები ქექავენ წარსულს, სადაც ვითომდა ვმარხე წუხილი...
მზიან დღეს როცა სიცრუე გატყდა, სიბნელეს მარგე წმინდა ეზოში... და იქ მითხარი:,,შეწყვიტე სუნთქვა!"... იქვე დაბნელდა ის დღე წყეული... ცაზე მზის ნაცვლად სიკვდილი გაჩნდა... მიწას ვეტრფოდი, გაჩერდა წამიც...
შეცდომები ხომ მეც დავუშვი, მთელი არსებით გულში შეგიშვი ტროას ცხენივით მომკვლელი ცელი...
ჯვარზე ვეკარი მე ავაზაკად, დღესაც კი მხოლოდ სასმელში გახრჩობ, ვეღარ გივიწყებს გონება გულის და ამიტომაც ბოლოჯერ ვამბობ!...
მორჩა!... აღარ და მივდივარ შენგან, ფიქრებით ტკივილს არ მივცევ შვებას, და დღეიდანვე ვამთავრებ ხედვას, და ქრები ნელა...(თავს რომ ვიტყუებ ხედავ?)
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
4. ახლა და ახლა, წუხილის სეტყვა, უქოლგოდ ყოლილ სივრცეში მარტოს დამეშვა სულზე...
წამატებები + ახლა და ახლა, წუხილის სეტყვა, უქოლგოდ ყოლილ სივრცეში მარტოს დამეშვა სულზე...
წამატებები +
3. პესმიზმს ებრძოლე:) პესმიზმს ებრძოლე:)
2. წარმატებები წარმატებები
1. ხდება ხოლმე ცხოვრებაში ყველაფერი,გაუძელი!ხომ იცი ,,ხანდახან უნდა დაცარიელდე რომ ენერგიით აივსო მერე!"წარმატებები!+ ხდება ხოლმე ცხოვრებაში ყველაფერი,გაუძელი!ხომ იცი ,,ხანდახან უნდა დაცარიელდე რომ ენერგიით აივსო მერე!"წარმატებები!+
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|