 | ავტორი: რაფაელი ჟანრი: პროზა 2 სექტემბერი, 2012 |
საათობით ზიხარ კომპიუტერთან და არაფერს შვრები. უამრავ საიტს მოივლი,ბევრ მისწერ,მოგწერს მაგრამ სულში გრძნობ,გრძნობ რომ იცლები საოცრად..რა გინდა აქ? რას აკეთებ..ასე უმიზნოდ ზიხარ და გაგყავს დრო,გაგყავს რადგან მალე დაღამდეს და როცა გათენდება,ისევ გაიყვან მას..მერე ისევ თავიდან და ასე,სანამ ერთხელაც არ ჩაძაღლდები.ბევრ ანეკდოტს კითხულობ,ზოგ სურათზე იღიმი კიდეც,ხედავ თუ როგორ ამზიურებენ ადამიანები თავიანთ სურათებს,გასაშრობი სარეცხების მსგავსად,სხვის დასანახად და მოსახიბლად.მორალისტები კანონებს წერენ,თუ რა უნდა გააკეთო და სად უნდა იყო,ისინი აკრიტიკებენ საზოგადოებაში მიღებულ წესებს რომლებსაც საზოგადოებაც აკრიტიკებს გულის სიღრმეში.ასე ზიან და,ზიან.. წვიმდა გუშინ,აივანი გამოაღე და ჩვეულებისამებრ გადაწყვიტე წვიმის ხმაურში ძილი..მანქანების ხმაური არღვევდა სიჩუმეს და იგრძენი რომ აღარ გიყვარს თბილისის წვიმა..მის ხმაში არ გესმის ვნება,სევდა,უბრალოდ წვიმს და მორჩა..მეზობლები გაუთავებლად დაობენ პოლიტიკაზე,ოჯახში ორი ბებია ცხოვრობს,შესაბამისად ლუკმა-პურის საშუალება აქვთ.დედაშენი დეპრესიულ ტიპს გეძახის და მამა რომ არა,უკვე ბევრჯერ წაგიყვანდა ფსიქიატრთან.მას აღიზიანებს სევდიანი სიმღერები,ასევე შენი სიბნელეში ჯდომა და უჭმელობა.სიბნელე გავსებს,მთვარის ყურება გიყვარს სიბნელეში და მოსმენა,სიჩუმის.საჭმელი მხოლოდ მაშინ გახსოვს,როცა თაბრუ დაგეხვევა და სადმე კუთხეში აიტუზები. გუშინ რაღაც სურათი ნახე,მზის იყო და მისი სხივები ღრუბლებს ანაზდად აელვარებდა და სიწითლე სიყვითლეში გადასული,შენი ტვინის სევდიან კუნჭულებს ეფერებოდა...ინატრე უცებ სადმე კლდის პირას ჯდომა და აისის დახვედრა.სიგარეტის ბოლმა კი ისევ აავსო შენს ოთახში დაბუდებული იაზრო სიშავე და ისევ მოგინდა გაქცევა,სადმე მზით სავსე თაფლისფერ მდელოზე.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
10. ნაწერი კარგად იკითხება, აზრები ერთობ პესიმისტური:( ნაწერი კარგად იკითხება, აზრები ერთობ პესიმისტური:(
9. ჩემი აზრით ფანტასტიურია 5 ჩემი აზრით ფანტასტიურია 5
8. მადლობა ვინც მომიწონა,და არ მომიწონა :) მადლობა ვინც მომიწონა,და არ მომიწონა :)
6. თუ კაი ადგილას მიდიხარ, ჩვენც წაგვიყვანე... :) თანაც როცა ვიცი, რომ ამ თაფლისფერი მდელოს მერე ზღვის ლურჯი თვალები შემომეფეთება, დიდი ხნის უნახავი სატრფოს დარად!
ლამაზი ენა გაქვს, რაფაელ... რაფიელ–ბატონო... :) თუ კაი ადგილას მიდიხარ, ჩვენც წაგვიყვანე... :) თანაც როცა ვიცი, რომ ამ თაფლისფერი მდელოს მერე ზღვის ლურჯი თვალები შემომეფეთება, დიდი ხნის უნახავი სატრფოს დარად!
ლამაზი ენა გაქვს, რაფაელ... რაფიელ–ბატონო... :)
5. საათობით ზიხარ კომპიუტერთან და არაფერს შვრები. უამრავ საიტს მოივლი,ბევრ მისწერ,მოგწერს მაგრამ სულში გრძნობ,გრძნობ რომ იცლები საოცრად..რა გინდა აქ? რას აკეთებ....
ნეტავ ყველა უსვამდეს ასეთ კითხვას თავის თავს... :) საათობით ზიხარ კომპიუტერთან და არაფერს შვრები. უამრავ საიტს მოივლი,ბევრ მისწერ,მოგწერს მაგრამ სულში გრძნობ,გრძნობ რომ იცლები საოცრად..რა გინდა აქ? რას აკეთებ....
ნეტავ ყველა უსვამდეს ასეთ კითხვას თავის თავს... :)
4. უკეთეს შემთხვევაში, რაფაელი ასაკით პატარაა უკეთეს შემთხვევაში, რაფაელი ასაკით პატარაა
3. ჩვენ ყველას გვინდა გაქცევა მზით სავსე თაფლისფერ მდელოზე! :)
იმედია გააღწევ აქედან! ჩვენ ყველას გვინდა გაქცევა მზით სავსე თაფლისფერ მდელოზე! :)
იმედია გააღწევ აქედან!
2. ვის არ ქონია მსგავსი განწყობა, როცა საკუტარი ტავიდან გაქცევა გინდა, ჰოი, დაუდგრომელო სიჭაბუკევ! კარგია, მოიტანა და მსგავსი გამწყოები გამახსენა, წარმატებები! ვის არ ქონია მსგავსი განწყობა, როცა საკუტარი ტავიდან გაქცევა გინდა, ჰოი, დაუდგრომელო სიჭაბუკევ! კარგია, მოიტანა და მსგავსი გამწყოები გამახსენა, წარმატებები!
1. ისევ მოგინდა გაქცევა,სადმე მზით სავსე თაფლისფერ მდელოზე. ++ ისევ მოგინდა გაქცევა,სადმე მზით სავსე თაფლისფერ მდელოზე. ++
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|