სიყვარული-ო, რა მშვენიერი და ამაღლებულია ეს გრძნობა.მე მჯერა სიყვარულის,მაგრამ ცარიელი სიყვარულის არ მწამს,რომელიც მხოლოდ უაზროდ ლაქლაქებს და საქმით ვერ ამტკიცებს.გრძნობას მრავალსიტყვაობა არ უყვარს.ის უსათუოდ თვალებით ლაპარაკობს და მაინც სინამდვილეში რა არის სიყვარული?ამაზე დანამდვილებით ვერავინ ისაუბრებს.სიყვარული სხვადასხვაგვარია:სამშობლოს,ერის,მეგობრების,მშობლებისა და ახლობლების სიყვარული,მაგრამ მათგან განსხვავებული და ამაღლებული მაინც ქალ-ვაჟის სიყვარულია,რადგან ადამიანს სამშობლოსა და ოჯახის სიყვარული ბავშვობიდან მოჰყვება.ხოლო ნამდვილი გრძნობა ორ უცნობ ადამიანს სამუდამოდ ერთმანეთთან აახლოებს.ისინი ერთმანეთთან საერთო ენას პოულობენ,შემდეგ კი მონათესავე სულები ხდებიან და სულიერ საზრდოს აწვდიან ერთმანეთს.მათ ერთნაირად უხარიათ,მაგრამ ორჯერ უფრო მეტად სტკივათ ერთურთის ტკივილი.ნამდვილი სიყვარული არ დაეძებს ასაკს და არც კითხულობს რაიმეს.მიდის მასთან ვისთანაც უნდა და როცა უნდა. „მე შენ მიყვარხარ...იქნებ არ მაქვს ამის უფლება, მაგრამ სიყვარულს ვინ წაართვა თავისუფლება.“ სიყვარული შეიძლება დაუშალონ ადამიანს,მაგრამ ის გულში რჩება.როცა გიყვარს ყველაფერს სხვა თვალით უყურებ,უფრო ბედნიერი ხდები.მისი ღიმილის დანახვა გინდა.მას ყოველთვის ესმის შენი.ეს ის ადამიანია,რომელმაც შენს სულსა და გულში დიდი სითბო შემოიტანა.ყველასთვის ის ერთი ჩვეულებრივი ადამიანია.აი,შენთვის კი მთელ სამყაროს უდრის,მაგრამ სამწუხაროდ ხშირად ადამიანს გარეგნობით აფასებენ,ხოლო პიროვნებით დიდად არ ინტერესდებიან.,,სილამაზეში არ უნდა ვეძებოთ სიყვარული,არამედ პირიქით სიყვარულში სილამაზე.“შენ ის ისეთი გიყვარს როგორიცაა და მის ნაკლს ვერ ამჩნევ.მისი სულიერი სამყარო გხიბლავს.მას ყოველთვის დაიცავ და რაც არ უნდა აძაგონ,ის შენთვის მაინც უცვლელი რჩება.აი,ესაა ნამდვილი სიყვარული,თუმცა იგი მცირეა ამქვეყნად.მას ცრემლებიც უხდება,რადგან განშორება საუკეთესო საზომია სიყვარულისა.ნამდვილი გრძნობა ღრმავდება და ძლიერდება,პატარა-ნელდება და ქრება.ხშირად ადამიანი,რომელიც გიყვარს,ეს სწორედ ის ადამიანია,ვინც ყველაზე მეტად გტანჯავს. ,,თუ გაგებუტე,იმას ნუ იტყვი გულს უხარია შენი სიშორე, მინდა უშენოდ გავძლო როგორმე, რომ უჩემობის ფასი იცოდე.“ სიყვარულში ისევე როგორც ხელოვნებაში,გაუბედაობა არას არგებს ადამიანს,,გაუბედავებს გაურბით ბედიო,“ნათქვამია.სამწუხაროდ,ხშირად ყველაზე უბედურნი სიყვარულში სწორედ ისინი არიან,ვინც უფრო ღირსნი არიან სიყვარულისა.იმიტომ,რომ ისინი სხვათა კეთილდღეობაზე ზრუნავენ და თავს ივიწყებენ.ამიტომაც კარგავენ ყველაზე საყვარელ ადამიანს.ცუდი ისაა,რომ რაღაცის ფასს მისი დაკარგვის შემდეგ უკეთ იგებ.მაგრამ ერთი რამ ვიცი დანამდვილებით,სიყვარულშია სიცოცხლის აზრი და უსიყვარულოდ, სიცოცხლესაც არა აქვს ფასი.თუმცა ფაქტია,რომ ,,სიყვარული მხოლოდ წიგნებშია ტკბილი,ცხოვრებაში წამებაა მხოლოდ.“იმიტომ,რომ ბევრი შეყვარებული წყვილი სიყვარულმა დაახლოვა,მაგრამ ცხოვრებამ დააშორა ერთმანეთს.ცხოვრებაში ბევრი უსამართლობა ხდება,მაგრამ რას ვიზამთ.მას ვერ შევცვლით. ,,სიყვარული რიგდებოდა წიგნის მაღაზიაში, ის დღე იყო გაზაფხული იღვიძებდა იაში, მზე კოცნიდა თეთრ ალუბლებს,უსათუთეს ლიანებს სიყვარული რიგდებოდა და მე დავიგვიანე...“
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
9. ბელადონა მახსოვხართ!გაიხარეთ! ბელადონა მახსოვხართ!გაიხარეთ!
8. გამარჯობა ივდით! მე ბელა ვარ, ალბათ გახსოვარ საყვარელო. ძალიან მიხარია,რომ აქ გამოჩნდი, და საერთოდ, ასეთი ნიჭიერი რომ ხარ. მარტო იმით არ გაფასებ, რაც აქ გამოგიქვეყნებია. მე ვიცი შენი თბილი გული და მგრძნობიარე ბუნება.. ბევრს ნუ იდარდებ.. ეძებე სიყვარული და სილამაზე გარშემო, ეს კარგია, მაგრამ კითხვების პასუხებს ერთბაშად ნუ ითხოვ. ისინი ზოგჯერ ბოლომდე პასუხგაუცემელი რჩება... წარმატებებს გისურვებ. დედიკო მომიკითხე. გამარჯობა ივდით! მე ბელა ვარ, ალბათ გახსოვარ საყვარელო. ძალიან მიხარია,რომ აქ გამოჩნდი, და საერთოდ, ასეთი ნიჭიერი რომ ხარ. მარტო იმით არ გაფასებ, რაც აქ გამოგიქვეყნებია. მე ვიცი შენი თბილი გული და მგრძნობიარე ბუნება.. ბევრს ნუ იდარდებ.. ეძებე სიყვარული და სილამაზე გარშემო, ეს კარგია, მაგრამ კითხვების პასუხებს ერთბაშად ნუ ითხოვ. ისინი ზოგჯერ ბოლომდე პასუხგაუცემელი რჩება... წარმატებებს გისურვებ. დედიკო მომიკითხე.
7. ლელი კახელი ალბათ ოდესმე ესეც იქნება.დიდი მადლობა კეთილი სურვილებისთვის! ლელი კახელი ალბათ ოდესმე ესეც იქნება.დიდი მადლობა კეთილი სურვილებისთვის!
6. გრძნობისმიერი ნაწერია, გულით გისურვებ ივდით, ძალიან მალე გეპოვნის მამაკაცი რომელსაც ისე შეიყვარებ როგორც ამ ლექსშია ნათქვამი თუნდაც...
,,თუ გაგებუტე,იმას ნუ იტყვი გულს უხარია შენი სიშორე, მინდა უშენოდ გავძლო როგორმე, ++++++++++ რომ უჩემობის ფასი იცოდე. გრძნობისმიერი ნაწერია, გულით გისურვებ ივდით, ძალიან მალე გეპოვნის მამაკაცი რომელსაც ისე შეიყვარებ როგორც ამ ლექსშია ნათქვამი თუნდაც...
,,თუ გაგებუტე,იმას ნუ იტყვი გულს უხარია შენი სიშორე, მინდა უშენოდ გავძლო როგორმე, ++++++++++ რომ უჩემობის ფასი იცოდე.
5. მდაა, ეს რა არის, ვეჟო?
მდაა, ეს რა არის, ვეჟო?
4. ბენჟამენი გაიხარეთ! ბენჟამენი გაიხარეთ!
3. ძალიან,ძალიან კარგი და ლამაზია,გენაცვალე.
ასე გააგრძელე.
+2+ ძალიან,ძალიან კარგი და ლამაზია,გენაცვალე.
ასე გააგრძელე.
+2+
2. ქალბატონო მანანა უბრალოდ ეს ლექსი ძალიან მიყვარს:) ქალბატონო მანანა უბრალოდ ეს ლექსი ძალიან მიყვარს:)
1. იქნება თქვენთვისაც სიყვარული, დაგვიანება არ ნიშნავს სამუდამოდ ვერ მისწრებას:) იქნება თქვენთვისაც სიყვარული, დაგვიანება არ ნიშნავს სამუდამოდ ვერ მისწრებას:)
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|