ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: საკანი 17
ჟანრი: პოეზია
7 სექტემბერი, 2012


  ჩამოტვირთვა

ფორტეპიანო

ფორტეპიანო უკრავს და ფიქრი
იღვრება გულში ლამაზ ჰანგებად,
შავ-თეთრ კლავიშებს აცეკვებს ხელი
და მელოდია დაჰქრის ლანდებად.

დო, რე, მი, ფა, სოლ... ისმის ნოტები
და შენ წინაშე კლავს ცხად ჩვენებას,
ეიფელიდან ცვივა ქოლგები
და თეთრ მოლბერტზე ჩნდება ვენერა.

ჰარმონიაში ქრება ტკივილი
და წარმოდგენის იწყება ჟამი:
მარტო ხარ თავთან, ყველას გარეშე,
როგორც საყვარელ ლამაზ სიზმარში.

მელოდიები ათრობენ სხეულს
და ისიც თითქოს ბუმბული ხდება,
გინდა იფრინო, ვით ანგელოზმა,
და განიცადო მუსიკის ვნება.

აღებ ფანჯარას და ხედავ ცაზე,
რომ ცხრათვალა მზე ისევ კიაფობს
და იადონი იწყებს გალობას,
როგორც პატარა ფორტეპიანო.

მინდვრად ყვავილნი აკმევენ სურნელს,
ფუტკართა ჯგუფი ამზადებს სანთლებს,
მინდვრები მწვანე ფარდაგებს შლიან
და თან ელიან მზისაგან ნათელს.

იქვე წყაროსთან ფორტეპიანო
მელოდიაში წყლის წვეთებს ქარგავს,
ლამაზ ბგერებში ჩნდება სიტყვებიც
და ოცნებები წინანდელს არ გავს.

ფორტეპიანოს ჰყვება სიტყვებიც
და საზეიმო იშლება ტაბლა,
მოდიან ციდან ანგელოზები
და მთელი ზეცა ჩამოდის დაბლა.

ლხინში ილევა ძველი ტკივილი,
მთელი სამყარო ზეიმობს ერთად
და წყაროსთან კი ფორტეპიანო
ისევ თავისთვის  საუბრობს ღმერთთან.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  გიორგი7464 ვულოცავთ დაბადების დღეს