ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ვიკა მჟავანაძე
ჟანრი: პოეზია
12 სექტემბერი, 2012


იმერეთო!

ვუძღვნი ბაბუას, ნიკოლოზ კაკაბაძის ხსოვნას,
მას, რომელმაც პირველი ლექსი დამაწერინა

ორღობეში გაჩხერილო ყვავილნარო,
იმერეთო, ჩემო დედა-იმერეთო!
გსურს, მადლიზა მზის საცქერლად გაიხარო
და ცერცეტობ: სატრფიალო მიმღერეთო.

რა ზრდილი ხარ, როცა ვინმეს ეპრანჭები!
მიყვარს შენი თვალპაჭულა კოსტაია!
და რაც ხშირად ნამეტნავად მენატრება,
ჩემი ბაბუს ტანაყრილი ბოსტანია.

დაიპენტავ ივლისობით ქვიშნის კუმპლებს,
მეცხრე თვეში გადადგება მწიფე კვახი,
ღამის ზეცა იმას მთვარედ დაიპკურებს,
შენ კი ჩუმად ოროველას გაიძახი.

თავს მოვუყრი სულში ვარსკვლავნაფახულებს,
ჩემი ყრმობის თვალანკარა გაზაფხულებს, _
გაზაფხულებს, ჯერ არნახულ გაზაფხულებს, _
საოცნებო იმერეთს რომ გადაჰყურებს!

ვთბები, ვთბები, ძველ კერიის მაცქერალი,
სულს აქვს ციცინათელების ნაცერალი,
დედაია! რაღა მომკლავს, აწი, ღმერთო!
მადლმოსილო ჩემო, დედა-იმერეთო.


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები