ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თამარ ბუკია
ჟანრი: პოეზია
22 სექტემბერი, 2012


არჩევანი... არადანი... (ვუძღვნი "მაღალ" მიშა სა.... )


როდესაც ცხოვრებას დაასწრებ  "ა რ ჩ ე ვ ა ნ ს"
და მხოლოდ  "ა რ ა დ ა ნ ს" დასტოვებ  სხვათათვის,
გახსოვდეს:  დასწყევლი სამყაროს  გაჩენას
და სულში ჩაგრჩება ალმური მკათათვის...

როდესაც სიცოცხლე შენც ჯვარზე გაგაკრავს,
თუმც კი არ მოგიტანს (სანაცვლოდ)  დიდებას...
როდესაც ჩაგირთავს გატეხილ ფირსაკრავს
და თან  ჩაგჩურჩულებს: დ რ ო  ა რ    ი ყ ი დ ე ბ ა!

როდესაც ფეხები მოგჭამა ცხოვრებამ,
თუმც არ გეშინოდა, – არასდროს,  არაფრის!...
როდესაც  (სხვა რაღას?)  მოელი ცხონებას,
ამ დროს კი მავანი ბეჭებში დაგახლის

ტყვიას და სილასაც შემოგკრავს სახეში, –
ეს შენი  ხ ვ ე დ რ ი ა ! 
ხ ვ ე დ რ ს  ვერ გაექცევი!
სიცოცხლე  მეძებარს გაგონებს დაგეშილს,
კვალში რომ ჩაგიდგა... მოგდევს და... ეცემი! 

და, თუნდაც წამოდგე,  მტვრიანი დარჩები,
ვით მხატვრის ტახტსუკან „მთვლემარე“ მოლბერტი!...
არ გახსოვს? –  ცხოვრებას  ასწრებდი  "ა რ ჩ ე ვ ა ნ ს",
სხვათათვის კი  მხოლოდ  "ა რ ა დ ა ნ ს"  სტოვებდი. 

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები