ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ფედელიო
ჟანრი: პოეზია
22 სექტემბერი, 2012


კედელი

ფერდამკრთალ კედელს,ცალად მომზირალს,
ციალი დაჰკრავს ცეცხლშემოგზნებით.
თითქოს მოისმის სიცარიელე,
თითქოს სიჩუმემ დაგესლა ენით.

ჯიქურ შეჰყურებს ყოველ გასაჭირს,
        არც თრთოლვა,
        აღარცა ხედვა,
ქვა არ გათბება მღელვარებისგან.

ოდეს ბედენად აღმემართა,
მწევარია ჩემი,
უძრავი მწევარი,
რომელმან ჯურღმულისაკენ გამნაშთა.

მიწყივჟამს მაკრავს,თითქოს სიცარიელით მოარულა,
მაგრამ თავისსავე ქმნილ ამაოებაში,
საცა ბნელეთია ის ერთადერთი,
მყოფადს ჰყლაპავს,
მეც ვიქმენი მის ნაწილად,
სიცარიელის ასაბია ვარ.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები