ავტორი: ქ რ ი ს ტ ი ჟანრი: პოეზია 26 სექტემბერი, 2012
მიდიან...
მიდიან, როცა შეუძლიათ მხოლოდ დარჩენა და რჩენა აღარ შეუძლიათ. გრძნობის მარწუხებს დავწურავ. სულის შესასვლელთან რაც კი დარჩება წაიღე შენი ძვლებია და ჩემს ხორცს აწუხებს -
საგზალი შენი წარსულია. გზა თუ დიდია - გაჩერდი,მაინც გადაგჩეხავს სული თავხედი, მიდიან, ასე უგულოდ და უხმოდ მიდიან როცა დარჩენა შეუძლიათ. და შენც წახვედი...