 | ავტორი: კაკტუსი ჟანრი: პროზა 27 სექტემბერი, 2012 |
ოთახში სინათლე ჩაქვრა და ყველაფერი წიაღმა მოიცვა, მხოლოდ ფანჯრიდან შემმოსული შუქი აირეკლებოდა კედელზე და სინათლის სვეტს ჰქმნიდა. ეს სინათლის სვეტი ყოველ ღამე ჩნდება ჩემს ოთახში ერთ და იმავე ადგილას ჩნდება და მჩუქნის თვალის მომჭრელ სინათლეს, იმ სინათლეზე მეტს ვიდრე მას ძალუძს. ალბათ ეს სინათლის სვეტი სხვებისთვის შეუმჩნებელი, ყოვლადუმნიშნელო ქმნილებაა, მაგრამ ჩემთვის ის მთელი სამყაროა, რამხელა სიხარული მაგონდება მისი დანახვისას, სიყვარულის მსგავს გრძნობასაც მაგონებს ის. ვერავინ ვერ წარმკოიდგენს რომ ეს რაღაც უმნიშნელო, უმწეო სინათლის სვეტი ჩემთვის დიდი მზეა, რომელიც მათბობს და სიცოცხლის ხალისს მმატებს, ვერც იმას წამოიდგენს ვინმე მე ის რარიგ მიყვარს, ხანდახან მეჩვენება რომ მე ამ სინათლის სვეტის გულისთვის ვცხოვრობ... ღამე ვწვები და ამ სინათლის სვეტთან ვრჩები მარტო , ჩემს ფიქრებთან და ოცნებებთან ერთად, რომლებიც მოდიან ველურად და ძილს მავიწყებენ. ამ სვეტს ვუზიარებ ჩემ სიხარულს, ხანდახან ტკივილზეც ვჩივი მასთან. ისიც მელაპარაკება ჩვენს საიდუმლო ენაზე რომელიც მხოლოდ ჩვენ ორმა ვიცით. მესაუბრება იმაზე რაზეც მე ვუამბე ერთხელ, როდისღაც, მელაპარაკება და მახსენებს, რომ ერთხელ უსაზღვროდ ბედნიერი ვიყავი, ბედნიერებისგან ცას მივწვდი უცებ სამყარო ისეთი ლამაზი მომეჩვენა, რაღაც მომენტში ვინატრე დრო გაყინულიყო, წამით ვიწამე რომ მეც ვიღაცას ვუყვარვარ ისეთი როგორიც ვარ, ვიღაცას უყვარს ჩემი სული და ჭირდება ის, ენით აუღწერელმა, ნეტარმა გრძობამ შემიპყრო, მეტი არ ვიცი რა ვუწოდო იმას რაც იმ ღამეს იყო ჩემს თავს. იმ ღამითაც ზუსტად ასე, როგორც ახლა, კედელზე ეს სინათლის სვეტი აირეკლებოდა, პირველად მაშინ ვიპოვე მასთან საერთო ენა, პირველად მაშინ გავუზიარე მას ჩემი მოჩვენებითი ბედნიერება და ახლა ამ ბებდნიერების შესახებ მებაასება ის და ზუსტად ამიტომ მიყვარს ეს პატარა სინათლის სხივი. ღამით, როცა მარტონი ვრჩებით, მზერით ვეფერები, გეგონება ვემუდარები კიდე მომცეს საბაბი, რომ კიდევ ისეთი დაუვიწყარი ღამე გავათენო მის ცქერაში, ვეხვეწები ამას, თითქოს ის ღმერთი იყოს.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
4. ძალიან დარდიანი ჩანს , პერსონაჟი, რა ტკივილიც აწუხებს, ეკლებით გამოხატავს, ადამიანი ყოვლის შემძლე და ამტანი უნდა იყოს, , ილაპარაკე პერსონაჟი იმ რეალურ ტკივილზე ხმამაღლა , და სულიერად ყველაფერი გაივლის! ძალიან დარდიანი ჩანს , პერსონაჟი, რა ტკივილიც აწუხებს, ეკლებით გამოხატავს, ადამიანი ყოვლის შემძლე და ამტანი უნდა იყოს, , ილაპარაკე პერსონაჟი იმ რეალურ ტკივილზე ხმამაღლა , და სულიერად ყველაფერი გაივლის!
3. მადლობა უღრმესი..:) :) მადლობა უღრმესი..:) :)
2. არც ისე ეკლებიანი ყოფილხარ კაკტუსო... :) მომეწონა, ოღონდ გადახედე, მცირე შესწორებები ესაჭიროება. წარმატებები რადგან ნიჭი გაქვს და აბა შენ იცი ! არც ისე ეკლებიანი ყოფილხარ კაკტუსო... :) მომეწონა, ოღონდ გადახედე, მცირე შესწორებები ესაჭიროება. წარმატებები რადგან ნიჭი გაქვს და აბა შენ იცი !
1. ჩაქვრა? წიაღმა მოიცვა? რას ნიშნავს?
მდა... ჩაქვრა? წიაღმა მოიცვა? რას ნიშნავს?
მდა...
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|