 | ავტორი: კაკტუსი ჟანრი: პროზა 30 სექტემბერი, 2012 |
ადამიანის გული უღრან ტყეში მიდიოდა, ზურგზე აკიდებული დიდი ტომრით, საწყალს ოფლი სდიოდა, დაღლილობისგან მუხლები ეკვეთებოდა, მაგრამ დასაჯდომი ადგილი ვერსად ვერ ეპოვნა, ყველგან სიბინძურე იყო და არ უნდოდა ტალახში ამოსვრილიყო, ამიტომ გზას განაგრძობდა. სჯეროდა, სადღაც ყვავილებით მოფენილი მდელო იქნებოდა, ცისფერი ცა, კაშკაშა მზე, მთელი არსებით სწამდა სადღაც დამთავრდებოდა ეს საშინელი ტყე და მის ტანჯვასაც ბოლო მოეღებოდა. უცებ სიბნელეში ხმა მოესმა; -სულელო, სად მიდიხარ? -მე?-შეხტა გული, ფანცქალი დაიწყო,-მე მდელოს ვეძებ, სითბო მომენატრა, აქ, ამ სიცივეში გავიყინე. -ჰმ, რა შტერი ხარ.-ესმის გულს ხმა უკუნ ღამეში,-მანდეთ მდელოს რა უნდა? გზას შეცდომით ადგეხარ, ეგ გზა უფსკულისკენ მიდის. გამომყევი, მდელოსთან მე მიგიყვან. -კი, მაგრამ ვინ ბრძანდებით კეთილო ბატონო?-მოწიწებით იკითხა გულმა. -ამაზე პასუხის გაცემა მიჭირს,-თავი დაიფასა უჩინარმა არსებამ,-მე ყველაფერი ვარ, უჩემოდ ცხოვრება ძნელია, ისე გონებას მეძახიან. გული შეფართხალდა, რატომღაც შეეშინდა, ბეჩავმა ფერი დაკარგა, მაგრამ იმედის ნაპერწკალმა მაინც გაჰყრა. -სასიამოვნოა შენთან შეხვედრა, გამიხარდა.ღიმილით თქვა გულმა. -მაგ ტომრით რა მიგაქვს? შენს წინ ვდგევარ, უბრალოდ ვერ მხედავ, მომეცი, ბარგს მე გიტარებ, შენ ცოტა დაისვენე.-შესთავაზა გონებამ. -არა,-შეჰყვირა გულმა, თითქოს შეეშინდა ,,კეთილ ბატონს" ბარგი არ წაერთმია და ტომარას უფრო მაგრად მოუჭირა უსუსური ხელები,-მაპატიე მაგრამ ამას ვერავის ვერ ვანდობ, ეს ჩემი განძია, ამას ვენაცვალები მე... თან აქ სცივა და ეს ტომარა, ზურგზე რომ მეკვრობა, ცოტათი მათბობს. ფუ, დებილი.-გაიფიქრა გონებამ. -კარგი, ოღონდაც ნუ ყვირიხარ, დაწყნარდი, მე შენთვის გეუბნები, თორემ შენი ხარახურა რაში მჭირდება, იყოს ნება შენი... არასწორედ მიდიხარ, აქეთ მოტრიალდი.-უბრძანა გონებამ გზააბნეულს, გული თუ მარცხნივ მიდიოდა, გონებამ მოატრიალა და მარჯნივ წამოიყვანა. -გახსოვს ადრეც შევხვედრივართ ეთმანეთს.-ახსენებს გულს გონება. -კი, მახსოვს, მაგას რა დამავიწყებს, მაშინ ყველაზე მნიშნელოვანი მომენტი იყო ჩემს ცხოვრებაში. მაშინ მგონი გაწყენინე არა? --არა, მართალია ძალიან გამიძალიანდი, მაგრამ წყენით არ მწყენია, უბრალოდ შენთვის კარგი მინდოდა, ვხედავდი იღუპებოდი და ვერ გავძელი. შვილივით მიყვარხარ, მშობლისთვის კი ძნელია შვილის სიკვდილი. ბოლომდე რომ გამომყოლოდი ეხლა შენზე ბედნიერი არავინ არ იქნებოდა. -მაპატიე, მაგრამ,-გულმა ვერ მოითმინა,-უშენოდაც მივაღწიე ბედნიერებას, კიდევ როგორს, სიხარულისგან ცას მივწვდი, მე მაშინ ვიწამე ბედნიერება. -კი მაგრამ, ეგ ბედნიერება წამიერი რომ გამოდგა?! ან ეგ რა ბედნიერება იყო?! -ეჰ, ბედნიერებას რას გაუგებ, ყველას თავისი ბედნიერება აქვს. შეიძლება ჩემს ბედნიერებაზე შენ გაგეცინოს და პირიქით, მე გამეცინოს შენსაზე…ზოგის ბედნიერება ის არის, ყოველ დღე თმის სალონში წავიდეს , სახეზე წაისვას ასტონიანი მაკიაჟი, მერე რესტორანში შეიაროს სასადილოდ... ზოგს ის აბედნიერებს საღამოს, ცივ ლოგინში დაღლილი, დაქანცული რომ წვება და ღმერთს სწირავს მადლობას იმისთვის რომ დღე მშვიდობიანად დააღამა... ზოგის ბედნიერება იმაში მდგომარეობს, რომ უყვართ, სიყვარულს რომ გასცემენ ბედნიერებას ეს ჰგვრის ზოგ გულს. -შენც ეგეთი ხარ არა? -კი, მეც მომწონს ეგ გრძნობა,-გულწფელად თქვა გულმა,-როცა გიყვარს, თითქოს ზეცას უახლოვდები და იქედან უყურებ ამ ბინძურ სამყაროს. -ოხ, რა რომანტიკოსი ხარ. მერე სიმაღლის არ გეშინია? -არა, მაღლიდან რომ დაცქერი სამყარო ძალიან ლამაზია... თუმცა შენ ბედნიერების რა გაგეგება - ეს შენ არ გაგეგება ბედნიერების არაფერი,-იწყინა გონებამ,- შენ რომ არა მაშინ იქნებოდნენ ადამიანები ბედნიერები, შენ უშლი ხელს წარმატებაში, უბუნტებ ,,მეორე მეს"... ყველაფერი ცუდი შენი ბრალია. -ჰმ, ძვირფასო,-ჩაიცინა გულმა,-მე ადამიანის გული ვარ, სისხლით რომ კვებავს ყველა ორგანოს, მათ შორის შენც, უჩემოდ ვერც შენ იარსებებდი. -მაგით იმის თქმა გინდა რომ შენ მე მჯობიხარ? --არა, მე არაფრის თქმა არ მინდა, შენ ადამიანს მატერიალური მოთხოვნილებებისკენ უბიძგებ, ყველაფერს ზედაპირულად უყურებ, ფიზიიკურ არსებობას აყენებ პირველ რიგში, ხორცს კვებავ ,ასე ვთქვათ, მე კი ადამიანის სულს ვასაზრდოებ... ჩვენ უერთმანერთოდ ვერ ვიარსებებდით, ადამიანი კიდე ჩვენს გარეშე ვერ იარსებებდა. ამ დროს გონება შესდგა, გარშემო მიმოიხედა და გარემო ეუცხოვა. --ლაპარაკში ისე გამართე, ვეღარ მივხვდი საით მივდივდივართ, რა სულელი ხარ, ნეტა სად გადამეყარე? მოტრიალდი,- ბრძანა გონებამ,-ეგ გზა ისევ უფსკულისკენ მიდის. -არა, რას ამბობ,-წამოიყვირა აღფთოვანებულმა გულმა,-სწორ გზას ვადგავართ, აგე, უკვე მზის სხივიც დავინახე. -აქეთ წამოდი მეთქი,-მკაცრად თქვა გონებამ,-მაგ გზას თუ განვაგრძობთ ორივენი დავიღუპებით. -არა, ერთხელ მე დამიჯერე ,რა, აქეთ გამომყევი, შენ მხოლოდ მე მომყევი, მარტო ნუ დამტოვებ, დანარჩენი მე ვიცი,-ემუდარებოდა გული,-არადა ჩემს გზას ისევ უშენოდ დავადგები. -რა გაუგონარი ხარ, ჯიუტი,-ებუზღუნებოდა გონება თანამგზავრს,-ეგ სინათლის სხივი სულ მალე გაქრება, მზე ღრუბლებში მიიმალება, გარშემო ისევ სიცივე დაისადგურებს, შენ გაიყინები, სიცივეში ვერ გაძლებ და უკან გამობრუნება მოგინდება, ეს კი შეუძლებელი იქნება, იქედან გზას ვეღარ გამოიკლევ, ამიტომ გირჩევ იფიქრო. -ოღონდ კიდვ ერთხელ მზე დამანახა, მისი სითბო მაგრძობინა და თუ გინდა იმ წუთას მიწას მივბარდე -ჯანაბას შენი თავი,-წაისისინა გონებამ,-თუ რამე ხიფათს გადაეყარე შენ თავს დააბრალე. გონებამ გულს დაუჯერა და ორივენი სინათლისკენ წავიდნენ. ბევრი იარეს თუ ცოტა, გულის წადილი ასრულდა, უდაბური ტყე დამთავრდა. მდელო დაიწყო, ლამაზი, წითელი ყაყაჩოებით მოფენილი, ასეთი სილამაზე ჯერ არსად არ ენახა. მზე თითეულ ყვავილს თავზე ხელს უსვამდა, მწვანე მაღალი ღერო ირხეოდა მთელი მდელო ნაზად შრიალებდა, თითქოს მზესაც ეალერსებოდა ყოველი ყაყაჩო, გავარვარეულ ხელებს უკოცნიდა... გულს ზურგიდან ტომარა მოეხსნა და კმაყოფილი, დამშვიდებული უყურებდა ამ ყოველივეს. ყაყაჩოებში მმხარ-თეძოზე წამოწვა, დაქანცულს დასვენება ძლიერ ეამა. გაყინული მზეს ეფიცხებოდა, ცისფერ ცას უყურებდა და ისევ უხაროდა ცხოვრება, როგორც ასი წლის წინ ისევ ძველებურად გაიფიქრა; ,,ცხოვრება რა მშვენიერია"-ო. გული სულმთლად მოეშვა და მიეძინა. სახეზე დაცემულმა წვიმის წვეთმა გამოაღვიძა, არ ესიამოვნა, შეიშუშმნა და ერთი ციდა თვალები გაახილა. მოღუბრული ცა დაინახა, შავი ლეგა ღრუბლები მდელოს ნელნელა ფარავდნენ. გული შეშინებული წამოხტა, ზურგზე ისევ ტომარა მოიკიდა. ეხლაღა გაახსენდა გონება, რომელიც სიკვდილს უწინასწარმეტყველებდა. , ეძახდა მას, მაგრამ თავისი თანამგზავრი აღარსად ჩანდა, საწყალი გონებას მიეტოვებინა. თვალი მიდამოს მოავლო, სადღა იყო ის აბიბინებული მდელო, რომელიც ცოტახნით წინ დაინახა? სადღა იყო ის მზე, ის ლურჯი ცა? ეს სილამაზე გამქრალიყო... დაიჭექა კიდეც, ცა ელვამ გაანათა, გული აკანკალდა, შეიკუმშა. წვიმამ უმატა, ქარიც ამოქროლდა, მარტოხელა გული ისევ უკან გაუყვა გზას. ძლივს მიდის წვიმაში ბარგმოკიდებული, ტალახმა ფეხები დაუმძიმა, ქარი სახეში აწვება, ფეხი ერევა და გონების სიტყვები უცხადდება, გული უფსკულისკენ მიექანება. ქარმა გული ბევრი აწვალა, რამოდენიმე ხaნი ჰაერში ციბრუტივით ატრიალა და სადღაც დაანარცხა. ამ ტრიალ-ტრიალში თავისი განძიც დაკარგა. ეხლა გული სიბნელეში ზის, მდელოს იხსენებს და არ ნანობს თავის ,,გაუგონრობას" მისი აზრით ყველაფრის მიუხედავად მდელოს ნახვა ღირდა.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
4. გადაწყვეტილება გონებით უნდა გადაწყვიტო, მაგრამ გულს დაეკითხო.. გადაწყვეტილება გონებით უნდა გადაწყვიტო, მაგრამ გულს დაეკითხო..
3. ტრაგედია არ არის, მაგრამ ეს ტვირთი რომ არა გულს მდელო ასეთი ლამაზი არ მოეჩვენებოდა....... ტყეში ლაღად ივლიდა, სიარული ასე არ გაუჭირდებოდა და მდელო ,,სამოთხედ" არ ექცეოდა ტრაგედია არ არის, მაგრამ ეს ტვირთი რომ არა გულს მდელო ასეთი ლამაზი არ მოეჩვენებოდა....... ტყეში ლაღად ივლიდა, სიარული ასე არ გაუჭირდებოდა და მდელო ,,სამოთხედ" არ ექცეოდა
2. ტვირთი (ტომარა) გულისთვის ზოგადად დარდთან ასოცირდება. შესაბამისად მისი დაკარგვა ტრაგედია არ უნდა იყოს. აქ თუ სხა ალეგორიას მოძებნით მშვენიერი იგავ-არაკი გამოვა ტვირთი (ტომარა) გულისთვის ზოგადად დარდთან ასოცირდება. შესაბამისად მისი დაკარგვა ტრაგედია არ უნდა იყოს. აქ თუ სხა ალეგორიას მოძებნით მშვენიერი იგავ-არაკი გამოვა
1. +++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!! :) +++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!! :)
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|