ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ალუმინა1
ჟანრი: პოეზია
28 სექტემბერი, 2012


შენს გაღვიძებას დაველოდები

სანამ დავწერდი ამ ლექსს ძვირფასო,
გააზრებამდე,შენ მოგიძღვენი
მიყვარს ფიქრების ყოველი ღამე
და ახლა ნახავ როგორ ვიგრძენი.
დღეს ფანჯარასთან ისხდნენ მტრედები,
თითქოს მესმოდა მათი ღუღუნი...
-დრო რა ჩქარია,თითქოს ვბერდები,
ასე გალობდა გარეთ ბულბული
უსიყვარულოდ არ მესმის ხედვა,
როგორც ღამეში უოცნებობა.
ვიცი ძნელია ამის გაბედვა,
მე მინდა ვნახო შენი დედობა.
პატარა ჩვილის მოვლა-ფერებით,
რა ლამაზიხარ ჩუმი ფიქრებით,
როგორ ჩააცმევ თბილი ხელებით,
მოეფერები ნაზი თითებით...
მე,როგორც მამას,თქვენი ყურება,
მომგვრის სიხარულს,ნუგეშს უსაზღვროს,
შეიფოთლება  გულში ბუნება
და ემოციებს ნახავ უსახოს.
მადლობა უფალს ! -ვიტყვი ბუტბუტით,
ნუთუ ღირსი ვარ მე ამ მადლისა
და მაგ შენს თვალებს შემკულს ზურმუხტით,
მკურნალად ,რომ გაქვს ჩემი დარდისა...
დავაკვირდები და გავიღიმებ
და გავიხსენებ მე ჩვენს ტკივილებს,
როცა დაწვები და დაიძინებ,
ჩუმად დაგიდებ თავთან გვირიებს...
ჩავაქრობ შუქს და ავანთებ სანთლებს,
ო,ეს სიჩუმე როგორ მახარებს
ვიფიქრებ კარგო,თან იცი რამდენს?
ყველა ნაბიჯი შენთან მატარებს.
ამ ლექსის წერამ დიდხანს გატანა
და არ ეტევა მაინც გრძნობები.
ხლა კი მოგწერ,ჩემო,პატარავ
შენს გაღვიძებას დაველოდები!!!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები