ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ინასარა
ჟანრი: პოეზია
29 სექტემბერი, 2012


  ჩამოტვირთვა

* * *

თითქოს ელვა იყავ როცა დაგინახე,
ბნელი გამინათე გულის მახარობლად,
მაგრამ წახვედი და დარდი დამიტოვე,
იმის შემდეგაა რაც ვარ ასე, ობლად.

სწორედ მას შემდეგ მე არვინ დამინახავს,
მუდამ შენა მყავხარ თვალში გამოჭდილი,
უკვე ვეღარ ვხვდები ამ თავს რა ვუშველო,
ოხ... მაგ ტანის ელვა, ოხ... ეგ ბაგე-კბილნი.

ასე მარტოობით მიდის წლები წინ და...
დარდი მემატება, დარდი მეტად მძიმე,
ლექსის მორჩენისას კვლავაც წავიმღერებ,
რამდენი მალოდინე... რამდენი მალოდინე...

დაჰქრის ფიქრი როგორც ბრძოლის ბაირაღი,
ზოგჯერ იმარჯვებს და ზოგჯერ ძირს ეცემა,
მოდი მე გეძახი ბრძოლა გამიმარჯვე,
ჩემი შენ გეკუთვნის გულის ყველა ძგერა.

ბევრჯერ მიფიქრია რომ ვითომ მოხვედი,
რომ შენც შემიყვარე, შენც გქონდა ეს განცდა,
მაგრამ ამ ფიქრებით უკვე დავიღალე,
ძლიერ.. ძლიერ მიჭირს შენი ნახვის დაცდა.

ღამეს შენთვის მოძღვნილ სანთლის შუქით ვხვდები,
მთვარემ ჩემთანერთად ღამე არ ათია,
ისევ ვეკითხები მე ჩემს გალაქტიონს,
რომელი საათია, რომელი საათია...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები