 | ავტორი: ქარონ ჟანრი: პოეზია 15 ოქტომბერი, 2012 |
ახლა კალამი აბოლებულს ჰგავს თოფის ლულას, გავარდნილ ლექსით დაჭრილი ვარ მე საუკუნოდ, მუხების ტყეში მომაკვდავი თვალებს მივლულავ, არ ვარ ლერწამი, ქარდაქარ რომ გადავიღუნო. დედამიწაზე გამომგზავნეს ერთი ლექსისთვის, და მასაც დავხევ, შექმნილ შედევრს, ჩემთვის ერთადერთს, ამ გახელებით სტიქია ვარ, მეხი მეხისთვის, და უკვდავებას, ქანცგაწყვეტილს, მივდევ ფეხდაფეხ. როგორც წესია, ადგილს ვპოვებ გამხმარ მიწაში, და არ ვინანებ,რაც კი კალამს ჩემსას ვემონე, ჩემი ზვირთებით მეც დავდგები ღმერთის წინაშე და ჩემი დარდით გულს გავუხეთქ ღამის დემონებს. მუხების ტყეში ლერწამივით განვერთხი მიწას, ფესვდაგლეჯილი სიკვდილისგან ნელა ვბრუვდები, ბოლო სიტყვებად ამ უაზრო სიცრუეს ვფიცავ: _ დაგიბრუნდებით, როგორ არა, დაგიბრუნდებით...
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
11. კარგი მხატვრული ლექსია, ყოჩაღიანი! :) კარგი მხატვრული ლექსია, ყოჩაღიანი! :)
10. განაგრძეთ :) განაგრძეთ :)
9. ახლა კალამი აბოლებულს ჰგავს თოფის ლულას, გავარდნილ ლექსით დაჭრილი ვარ მე საუკუნოდ, მუხების ტყეში მომაკვდავი თვალებს მივლულავ, არ ვარ ლერწამი, ქარდაქარ რომ გადავიღუნო. დედამიწაზე გამომგზავნეს ერთი ლექსისთვის, და მასაც დავხევ, შექმნილ შედევრს, ჩემთვის ერთადერთს,
კარგია! ++ ახლა კალამი აბოლებულს ჰგავს თოფის ლულას, გავარდნილ ლექსით დაჭრილი ვარ მე საუკუნოდ, მუხების ტყეში მომაკვდავი თვალებს მივლულავ, არ ვარ ლერწამი, ქარდაქარ რომ გადავიღუნო. დედამიწაზე გამომგზავნეს ერთი ლექსისთვის, და მასაც დავხევ, შექმნილ შედევრს, ჩემთვის ერთადერთს,
კარგია! ++
8. მე ვარ ასე თუ ეს ლექსები არ მესმის არ ვიციი +2 მაინცც მე ვარ ასე თუ ეს ლექსები არ მესმის არ ვიციი +2 მაინცც
7. კალამს ვემონე და ამგვარი ნაწერები არ მომწონს. ტექნიკურადაც დავიწუნე. წარმატებები და მე მაპატიე. კალამს ვემონე და ამგვარი ნაწერები არ მომწონს. ტექნიკურადაც დავიწუნე. წარმატებები და მე მაპატიე.
6. ჩემი აზრით ზოგიერთი ადგილი გასასწორებელია, მაგრამ მთლიანობაში მომეწონა... ნ ი ჭ ი იგრძნობა ჩემი აზრით ზოგიერთი ადგილი გასასწორებელია, მაგრამ მთლიანობაში მომეწონა... ნ ი ჭ ი იგრძნობა
5. არის რაღაც კარგი ამ ლექსში მაგრამ ბოლოსკენ ნაჩქარეევად დაწერილს ჰგავს.
"არ ვარ ლერწამი, ქარდაქარ რომ გადავიღუნო."- აი ამ ფრაზას თუ სხვანაირად დაალაგებ ძალიან მაგარია.
"მუხების ტყეში ლერწამივით განვერთხი მიწას," - ეს წინა ფრაზას ეწინააღმდეგება.
"ჩემი ზვირთებით მეც დავდგები ღმერთის წინაშე" - ეს კი ძალიან გაუგებარი ფრაზაა.
არის კიდევ რაღაც კარგიც დ ცუდიც ამ ლექსში. წარმატებები. არის რაღაც კარგი ამ ლექსში მაგრამ ბოლოსკენ ნაჩქარეევად დაწერილს ჰგავს.
"არ ვარ ლერწამი, ქარდაქარ რომ გადავიღუნო."- აი ამ ფრაზას თუ სხვანაირად დაალაგებ ძალიან მაგარია.
"მუხების ტყეში ლერწამივით განვერთხი მიწას," - ეს წინა ფრაზას ეწინააღმდეგება.
"ჩემი ზვირთებით მეც დავდგები ღმერთის წინაშე" - ეს კი ძალიან გაუგებარი ფრაზაა.
არის კიდევ რაღაც კარგიც დ ცუდიც ამ ლექსში. წარმატებები.
4. მშვენიერია მეგობარო მშვენიერია მეგობარო
3. ამ ლექსის შექმნის ისტორიაც გაგვანდეთ:) კი ჰგავხართ ისე დაჭრილს (ლექსით)... ამ ლექსის შექმნის ისტორიაც გაგვანდეთ:) კი ჰგავხართ ისე დაჭრილს (ლექსით)...
2. არის ადგილები რომელიც მომეწონა + არის ადგილები რომელიც მომეწონა +
1. არ მომეწონა ..
თუმცა ეგ ბევრს არაფერს ნიშნავს..
პატივისცემით: ბლაგვი არ მომეწონა ..
თუმცა ეგ ბევრს არაფერს ნიშნავს..
პატივისცემით: ბლაგვი
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|