ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ბობი ბრაუნი
ჟანრი: პროზა
3 ოქტომბერი, 2012


ანის

  ზოგჯერ ძალიან მაგრად მტკივა ხოლმე, შენთან საუბარი კი მამშვიდებს. არ შემიძლია მტკიოდეს და არ დავწერო ან არ მოვუყვე მეგობარს, თუნდაც შენ.
წინააღმდეგ შემთხვევაში კი გავაღებ ფანჯარას ან გამოვალ გარეთ და ვიყვირებ რომ მტკივა.
ვიცი რომ შენც გტკივა ან იქნებ არ გტკივა რადგან ძნელია რომ სხვისი ტკივილი გტკიოდეს, ჩემს თავზე ხომ გამომიცდია. თუმცა შენ სულაც არ ხარ ისეთი გულგრილი როგორიც მე და მიხარია რომ ჩემი ტკივილი შენც გაწუხებს და ჩემი სიხარულიც გაგიხარდება, როცა იქნება ხო იქნება?
  მთავარი მაინც ხომ იმედია, რაზეც ხშირად ვფიქრობ.
  მგონი შენც ხშირად ფიქრობ.
  აბა ისე როგორ? მაშინ არც შენ დაელოდებოდი სიყვარულს და არც შენ მოგინდებოდა სიყვარული.
  ჩემო ლამაზო  გოგო შენ ანთიხარ ჩემს ფეისბუქზე როგორც ჩემს გულში. ნუ, ზედმეტები რომ არ მომივიდეს გეტყვი რომ სულ მრჩება მეხსიერებაში შენი ლამაზი სახე და დახვეწილი საუბარი.
  ეხლა ღამეა, ისევ მენატრება თათო და აღარ მინდა შეგიწუხო გული რომ მტკივა, ზოგჯერ მბეზრდება ამდენი წერა კლავიატურაზე იმ თემაზე რომელიც მაწუხებს, ზოგჯერ მინდა რომ მარტო მე მაწუხებდეს.
  ეხლა კი ესე ვარ.
  შენც გაწუხებს რაღაც, შენც გტკივა რაღაც და ეხლა შენი ლამაზი თვალებით უყურებ ჩემს ნაჯღაბნს, რომელსაც მინდა გითხრა, რომ დებილი სახით ვწერ, მაგრამ შენც ხო დებილი ხაღ?
  კი შენც დებილი ხარ და მე შენ ძალიან მიყვარხარ.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები