ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ტურაშვილი
ჟანრი: პოეზია
4 ოქტომბერი, 2012


2

დაბინდდა ნისლი ჩამოწვა,
ყმუილი ისმის მგლებისა,
სადღაც თუ იბადებიან,
სადღაც სიცოცხლე ჰქრებისა...

ვიღაცა ცხოვრობს ტყუილით,
ვიღაც აფასებს სიმართლეს,
ზოგიც დაეძებს წყვდიადში,
გვირაბის ბოლოს სინათლეს...

ზოგი თუ სატრფოს შორდება,
ზოგიც პოულობს საბედოს,
წმინდა გრძნობებზე თამაში,
ღმერთო არავინ გაბედოს...

ფიქრში ავყევი ცხოვრებას,
წუთი საათებს მიება,
მუხთალი წუთისოფელი,
შავ-თეთრად გადაიღება...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები