ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ქარონ
ჟანრი: პოეზია
10 ოქტომბერი, 2012


ეგოისტებო!

ეგოისტებო! ვის ჰყავს თქვენზე ნაკლები ეგო?!
ვინც ემონებით საკუთარ მეს და ვინც აღმერთებთ,
რომელს გაწუხებთ და ან გაკრთობთ სხვა ჭირის ექო?!
სხვის თეთრს აშავებთ და საკუთარ შავებს ათეთრებთ.
ეგოისტებო! სიყვარული არც ერთს არ გერგოთ,
გრძნობები თქვენი გადიქციეთ მარგალიტებად,
ამ სამკაულით თავს იწონებთ, რომ ვეღარ ქექოს
ეგო–ქათამმა ნაგვის ნამყო მაგალითებად.
რაც ჩრდილი ლექეთ, დროის ნახატს ჩრდილებად ეყოს,
დუელში გიწვევთ და უბრალოდ დაგახლით სიტყვას,
ეგოისტებო! ვის ჰყავს თქვენზე ნაკლები ეგო?!
ჩემი ეგოა პოეზია და მე ის მიყვარს!
2.08.2010წ.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები