ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ხატიაშვილი
ჟანრი: პოეზია
8 ოქტომბერი, 2012


სიზმარი

ღრიალი,
ხეთქვა ჭიქების,
წყალს გაყოლილი მდორე სიტყვები,
ცივი აბაზანა,
ცივი შეგრძნებები,
უკვე დახრჩობილი,
საკუთარ თავის მემუარები,
მცურავი ნივთები,
წკრიალა წყლს გაყოლილი შენი ვნენები,
ხეთქვა წყალის,
და მერე ხრჩობა,
ერთი წამიც და გავიგუდები,

სახება შენი,
სარკიდან მომართული
ეშმაკთან ბრძოლა,
საკუთარ სახეს ვეღარ ვცნობ,
მე ის აღარ ვარ,
აღარ მაქვს ფორმა.


შიში და ღიმილი
წამოსული ანარეკლიდან,
თვალებში ჩასახახლებულ
გრგვინვა დემონის,
ჩასისხლილული
ჩემი მზერიდან.
ბრიტვით დასერილი სხეული,
და ცივი სისხლი
გადმოსული ჩემს ვენებიდან,
მდორედ მდინარე გულწასულ ორკესტრის
გრგვინვა დაღამედამდე, გათენებიდან.
დაბნეული ჯაგრისის ფართხალი
და საპონს აყოლილი მყარალ სურნელთან
დღეები ხვალის გაცოცხლებულან.

კანკალი,
შიშიგან ათროლებული გულის ხმა,
ერთი ნაბიჯი,
ერთი სვლა მხოლოდ
და ყველა მოკვდება
ყველას სახე დაიმარხება

ასე მიყვებოდა ზღაპარს
წუხელის ქარი,
ჩემს შეშლილობას ზეიმოდნენ
მაღლა ღმერთები
თავაწეული,
ამაყი გულით,
მსურდა რომ შემძლებოდა,
მაგრამ ვერ შევძელ.

მონდოდა დემონი ვყოფილიყავი,
მსურდა გაფრენა,
მაღალ ღმერთს ვიცნობ
გამომეცხადა,
და მითხრობდა,
ლამაზ ზმანებას,
ლამაზ ოცნებას.

საოცრად მწამდა
რომ ესმოდათ ჩემი,
ისინი ზეიმობდნენ,
მეც ვზეიმობდი,
მათთსავით ვენებს ვისერდი,
და გულწასული ჩემს ხმას
აყოლებდნენ თავის სიმღერას.


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები