ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ხატიაშვილი
ჟანრი: პოეზია
12 ოქტომბერი, 2012


მიწა

ხარბად უცქერი შენს სხეულს,
ჩემს წინ შიშვლდება,
ამხელს სათქმელს.

მწვანედ მოსილ  ლამაზ სიჩუმეს,
ჩემს წინ რომ არ დახარა თავი მორცხვად,
შემეგება და გამიხსნა მკერდი.

წამოვწვები გაჩუქებ კოცნას,
შენც ჩამიხუტებ,
გამათბობ შეციებულს,
ლოდინით დაღლილს.

დავიძინებ მარადიულ სიჩუმეში,
მატლად ქცული უსახსოვრად,
დამისაკუთრებ.


და მომიწვენენ შენს სხულსაც,
ერთად ქცეული
გვიღიღინებენ  წყნარად რექვიემს.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები