ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: კაკტუსი
ჟანრი: პროზა
6 ოქტომბერი, 2012


კაკტუსი

ეზოში ქოთანში ჩარგული კაკტუსი დგას, იმხელა გაზრდილა მთელი ქოთანი დაუფარავს მის მწვანე უშნო ფოთლებს, დგას თავისთვის, ყველასგან მივიწყებული. არავინ არ უსხამს წყალს, თბილ მზერას არავინ არ ესვრის ,  ვინმე თუ შეხედავს ისიც დაიჯღანება , თითქოს ფიქრობს; ,,ნეტა ეს  არაფრის უმაქნისი მცენარე აქედან მომაშორებინა და  მეტი არაფერი არ მინდაო"  ყოველი ასეთი გამოხედვის შემდეგ კაკტუსი ჭკნება, ეკლები ცვივა და ნადგურდება ისედაც გაუბედურებული ყვავილი. 
სახლში, სასტუმრო ოთახში კი მაგიდაზე ვაზა დგას ვარდებით. მწვანე ფოთლებიდან საყვარლად იცქირებიან წითელი ვარდის კოკრებიდა ვებერთელა ოთახს ათვალიერებენ.  კაკტუსმა დაინახა ეს თაიგული მის პატრონს მეგობარმა მოართვა. ელენემ გაიღიმა,  თაიგული გამოართვა, თავი ყვავილებში ჩარგო, სახე  ახლოს, სულ ახლოს მიიტანა და  სურნელებისგან გაბრუებულმა წაიჩურჩულა; ,, უჰ, რა კარგია...  ნეტა ოცნება ამახდენინ და  ვარდების ბაღი მომაშენებინაო" კაკტუსს შეშურდა ვარდების, შეშურდა მათი სილამაზე,  ის მზერაც შეშურდა, რომელიც მისმა პატრონმა ვარდებს აჩუქა. მასაც უნდა ლამაზი და ვინმესთვის  სანატრელი იყოს, მაგრამ ის კაკტუსია და არ შეუძლია ვარდივით კოხტა და სურნელოვანი გახდეს.
ერთხელ ელენეს დიდიხნის უნახავი მეგობარი ესტუმრა. საღამოს გოგონები ეზოში დასეირნობდნენ,  და დაისს გაჰყურებდნენ . აქეთ-იქით დაბოდიალობდნენ, იხსენებდნენ წარსულს... სიარულით რომ დაიღალნენ, ხის მერხზე ჩამოჯდნენ, რომელიც კაკტუსის ახლოს იდგა.
-უი, აქ რა ყოფილა, ეს ვისია?-ეკითხება ელენეს თავისი მეგობარი და კაკტუსზე უთითებს.
--აჰ, ეს? ეს აქ დამხვდა რომ გადმოვედი და მას შემდეგ აქ გდია, რამდენიხანია მაგის გადაგდება მინდა, მაგრამ  ვერ მოვახერხე, ყველაფერი მეზარება, ძალიან გავზარმაცდი.
-ხომ არ გაგიჟდი, რა უნდა გადააგდო?-შეიცხადა ელენეს მოსაუბრემ,-ასეთ კაკტუსზე ვოცნებობ.
-გინდა გაგატანო?-სიცილით ეკითხებოდა ელენე.
-მართლა?
-კი, წაიღე თუ გინდა... ტყუილად თვალებში მეჩოთირება... ოღონდ ეგ აქედან მომაშორე და მადლობას გეტყვი.
-რას ამბობ, ამან ისეთი ლამაზი ყვავილი იცის, ვარდზე უკეთესი-თქვა და ალერსიანი მზერა ესროლა კაკტუსს.
კაკტუსმა დამჭკნარი ფოთლები გაშალა, ყვავილი გაცოცხლდა.
-რა ვიცი, მე კი არანაირი ყვავილი არ მომცა და...-ამრეზითთქვა ელენემ.
-ეგ იმიტომ რომ ცუდ ადგილზე გიდგას, ხის ჩდილში ყვავილი როგორ იხარეს?!
-უჰ, რა ვიცი ანა, კაკტუსებს ვერ ვიტან,  ეკლიან მცენარეში რა არის საყვარელი.
-მე ვგიჟდები ამ ყვავილზე
კაკტუსი კიდე უფრო გაიშალა.
-რა უცნაური გემოვნება გქონია, ანა, ისედაც ძალიან შეცვილხარ.
ანამ კაკტუსი თავისთან წაიღო და აივანზე სხვა ყვავილებთან ერთად დადგა.  აივანს მთელი დღე მზე დაჰყურებს, ყვავილები მზის სხივებში ნებივრობენ, ფოთლებს შლიან და მნათობს უღიმიან.  ყოველ საღამოს ანა აივანზე გამოდის, თითეულ ყვავილს სიყვარულით სავსე თვალებით ეფოფინება . ყოველ ფოთოლს, ყოველ ღეროს მტერს აცლის და წყალს უსხამს...  ჩვენი კაკტუსიც გაიფუჩქნა, ნამდილ ხეს დაემსგავსა, კვირტები გამოიტანა და ბოლოს გაყვავდა.  წითელი, წულპანის მაგვარი ყვავილები ისე  ლამააზად გადმოეკიდნენ აივანზე გამვლები შეჩერდებოდნენ, ანას აივანს მიაშტერდებოდნენ და ტკბებოდნენ, თვალს სილამაზით ახარებდენ.
ერთ დღეს ელენე ქალაქში ჩამოვიდა, ანას ესტუმრა... მასპინძელმა სტუმარი აივანზე  გაიყვანა და ღიმილით უთხრა;
-აბა იცანი შენი ,,ეკლიანი მცენარე"
ელენემ აივანს თვალი მოავლო, ყოველი ყვავილი შეათვალიერა თავიდან ბოლომდე და იცნო...  ის ქოთანი იცნო, რომელშიც მას როდისღაც ,,ეკლიანი მცენარე" ჰქონდა ჩარგული.
-ჰმ,-ჩაიცინა მან,-ვის ასულელებ?  ჩემს ქოთანში სხვა ყვავილი ჩაგირგავს. ეტყობა მიხვდი რომ ის კაკტუსი უყვავილო იყო, მოვლა დაგეზარა და სანაგვეზე მოისროლე. (ადრე კაკტუსს ეს რომ მოესმინა, სუნთქვას შეწყვეტდა და ნამდილად მოკვდებოდა. ეხლა კი  ამაყად იდგა და თავის ყოფილ პატრონს ალმაცერად უყურებდა ენა რომ ჰქონოდა ნამდილად ეტყოდა, ნეტა შენ რა გაგეგება ნამდილი ყვავილებისო ვინარიდან თავის სილამაზეში ეჭვი არ ეპარებოდა) ეს ყვავილი კი ლამაზია, მეც მომწონს.
-ცდები  ჩემო კარგო, ეს ყვავილი ზუსტად იგივე ,,ეკლიანი მცენარე"-ა... ყვავილები ადამიანებს ჰგვანან, თუ პირიქით, ადამიანი ჰგავს ყვავილს?... ყვავილი რომ გაყვავდეს შესაბამისი პირობები სჭირდება, მასაც ადამიანების მგავსად, ისეთი გარემო უნდა შეუქმნა რომ ყვავილი მოგცეს და სილამაზე დაგანახოს.ადამიანივით წყალი წყურია , ყვავილებს ჩვცენსავით სითბო და ალერსი ესაჭიროება, ყვავილებიც ცოცხლები არიან, ისინიც განიცდიან და გრძნობენ... ღმერთმა ჩვენი სახით დედამიწაზე ჩვენი სახით ყვავილების ბაღი გააშენა, თვალი რომ გაეხარებინა, თითეულ ჩვენგანში თავისებური სილამაზე ჩააქსოვა. კაკტუსს ლამაზი ყვავილი მისცა, ვარდს ნაზი სურნელი, ასე რომ ვერ გაიგებ რომელია უკეთესი მჯობზე მჯობი არ არსებობს და ზუსტად ამაშია დიდი აზრი , ყველა ყვავილი ვარდივით ლამაზი რომ იყოს, ეს სილამაზე გაუფერულდებოდა სილამაზეს დაკარგავდა და ვარდს ვარდი აღარ ერქმეოდა. კაკტუსი საუბარს ამაყად უსმენდა.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები