ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნეკერა
ჟანრი: პოეზია
8 ოქტომბერი, 2012


(სი)მლაშე

დამარხე შენი იმედები...
დამარხე წაღმა.
ნუ შეიყვარებ -
ანგარება ულიმიტოა.
მლაშე ცრემლები გაატანე,
წაიღოს წყალმა,
დასატირებლად დაუძახე
ხმა-ბარიტონებს.
დამარხე შენი იმედები:
ერთ ჭიქა წყალზე,
გამოწვდილ ხელზე,
სკაფოლდინგზე,
მეგობრობაზე...
მედიტაციით  გამოსთხოვე
შენს უფალს წარღვნა...
მოვიდეს წარღვნა!
რომც დაგახრჩოს,
სხვა იყოს ნოე...
დამარხე შენი ტკვილები
წეს-აუგებლად,
სანამ ენერგოვამპირები
დანაყრდებიან,
დამარხე შენი მყიფე ძვლები
ხრიოკ გორაზე
და შენი შთანთქვით
ხის ფესვები გამაგრდებიან.
დამარხე შენი იმედები,
გახსოვდეს - წაღმა.
ჩაჯექი შენი ცრემლით სავსე
ორმოში, სცადე...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები