ცოტა გვერდზე ჩაიჩოჩეთ ღრუბლებო, წადით, ჩემი ეზოს ზემოთ სანისლებოს მთებია და იქ ჩამოისვენეთ. შორი გზიდან მოდიხართ, დაღლილები, ნაღვლიანები. საცაა ცრემლები წაგსკდებათ და, თითქოს ჩემი სადარდებელი თავსაყრელად არ მქონდეს, ზეცის სევდითაც გინდათ გამლუმპოთ.. ჩაიჩოჩეთ ცოტა გვერდზე ღრუბლებო თორემ, ასე გამოდის, მზე აღარ არსებობს ჩემთვის, სულ მუდამ თქვენს გამურულ სახეებს უნდა ვუმზირო. ხომ გაგიგონიათ, ჩვენებური ეზოთერული _ ”მზე დედაა ჩემი”.. და ა.შ. არ გამოცხვება ობლის კვერი ჩამქრალ მზით და ჩამქრალ ნაკვერჩხლით. დედინაცვალი არ მყოლია, იქნებ ამიტომ ისე წავიდა, ვერ შევიცანი ბოლომდე, დედა! უმზეო ცაზე მქრქალი სხივიც ვერ აღწევს ჯარგვალს - ჩემს საბრალო, შიშველ ბავშვობას წადით, დროზე წადით ღრუბლებო, ჭროღა მთებზე ჩამოისვენეთ, მის სველ მკერდზე დაჰკიდეთ ცრემლი..
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
15. დედინაცვალი არ მყოლია, იქნებ ამიტომ ისე წავიდა, ვერ შევიცანი ბოლომდე, დედა!
ამ სტროფზე შევჩერდი და აღარ გავაგრძელე. 5 დედინაცვალი არ მყოლია, იქნებ ამიტომ ისე წავიდა, ვერ შევიცანი ბოლომდე, დედა!
ამ სტროფზე შევჩერდი და აღარ გავაგრძელე. 5
14. ოტია იოსელიანის საღამოზე თქვენ იყავით ხო? :) ოტია იოსელიანის საღამოზე თქვენ იყავით ხო? :)
12. 10შემოქმედო... 10შემოქმედო...
10. რაღაცნაირია უფრო მგონი უნდა წაიკითხო ხმამაღლა და ძალიან კარგი ჟღერადობა აქვს
5 ქულა რაღაცნაირია უფრო მგონი უნდა წაიკითხო ხმამაღლა და ძალიან კარგი ჟღერადობა აქვს
5 ქულა
9. თბილი ლექსია 5 თბილი ლექსია 5
8. ძალიან კარგია, მოგიკითხეთ, თქვენი ფოტო დავდე ფორუმზე, ,,ეს მხოლოდ პოეზიაა" ალბათ გაგახსენდათ. 5555555555555555555! ძალიან კარგია, მოგიკითხეთ, თქვენი ფოტო დავდე ფორუმზე, ,,ეს მხოლოდ პოეზიაა" ალბათ გაგახსენდათ. 5555555555555555555!
6. ცოტა გვერდზე ჩაიჩოჩეთ ღრუბლებო,
იმდენად მოვიხიბლე ამ ფრაზიიიიიით:):):) ცოტა გვერდზე ჩაიჩოჩეთ ღრუბლებო,
იმდენად მოვიხიბლე ამ ფრაზიიიიიით:):):)
4. ძალიან დახვეწილი ლექსია 5 ძალიან დახვეწილი ლექსია 5
1. 10!!!!!!!!!!!!!!!
მოგიკითხეთ დიდი პატივისცემით. 10!!!!!!!!!!!!!!!
მოგიკითხეთ დიდი პატივისცემით.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|