ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ივდო-ოტობარი
ჟანრი: პოეზია
10 ოქტომბერი, 2012


  ჩამოტვირთვა

მომნატრებიხარ(ბენჟამენის ხსოვნას)

            მომნატრებიხარ
                            (ვუძღვნი ჩემი დიდი მეგობრის ბეჟანი ნანიკაშვილის ხსოვნას)
მომნატრებიხარ მეგობარო,გულსაც აკლიხარ...
შენს ლექსს ვკითხულობ თითქოს მისგან მოველი შვებას,
სულმოუთქმელად ჩავიკითხე ,,თაფლისფერი ზღვა“
კომენტერებში კიდევ შავი სიკვდილი მხვდება...
გული მიკვდება ,ცრემლი წყდება დაღლილ წამწამებს.
,,აღარ არისო ბენჟამენი“ეშმა ხარხარებს.
,,მომენატრეო“,რომ მოგწერე ვერ მიპასუხე
ან რას მეტყოდი გაპარულხარ,ღმერთთან ხარ უკვე...
იი-ს მეძახდი მიხაროდა ბავშვსაც ბავშვურად,
ო,ის დღეები რა სისწრაფით იქცა წარსულად!
რა მეშველება ,მე უშენოდ როგორ ვიცოცხლო?!
ლექსის გენია ახლა ვისგან შევისისხლხორცო?!
ერთხელ დამტუქსე ნუღარ წერო იი სიკვდილზე,
შენ კი დამტოვე თუ გიშვებდი არც კი იკითხე...
შენი ლექსები,შენი ხსოვნა,ჩემში დარჩება.
დამსაჯოს ღმერთმა, სამართალის უკვე არ მჯერა!
ჭლექს ეპატია:ვაჟას,ლადოს,შენი სიკვდილიც...
ეჰ,როგორ მიჭირს მოვისმინო ბედის სიცილი...
მე და სანთელი ვტირივართ შენზე სხვა რაღა დაგვრჩა,
ღმერთმა გამყოფოს ბედნიერი სადაც ახლა ხარ!..
        P.S.,,მე ახლა სიცოცხლე უფრო მეძნელება.სიცოცხლე,სადაც შენ არ მეგულები...“მჭირდები,სულის ტკივილი ხარ ბენჟამენ.მაპატიე,თუ შენდამი დიდი სიყვარული ამ ლექსში ვერ დავატიე.მარად გაგიხსენებს შენი იი.ღმერთმა ნათელში ამყოფოს შენი ულამაზესი სული!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები