ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: კაკტუსი
ჟანრი: პროზა
15 ოქტომბერი, 2012


მთვარეული (ნაწილი პირველი)

ზღვის სანაპირო...
ღამეა, ცაზე მთვარე მისრიალებს, ფეხებში ღუბლები არ ებლანდება, მთელი კარ-მიდამო მისია და თავისუფლად ბაირამობს, ვარსკვავლებში გზას მიიკვლევს. ზღვა მშვიდია, ტალღები ერთმანეთს ეჩურჩულებიან... პლაჟზე წევს, მთვარეს უყურებს და ფიქრობს, იმ ნეტარ დროს იხსენებს, როდესაც მთვარეზე ცხოვრობდა, ჯოთიას გვერდით, როდესაც მის სულში სიმშვიდე გამეფებულიყო, სულში უყვარდა და სულშივე უხაროდა. ჯოთია, ღმერთო, მისთვის ეს სიტყვა რამდენს ნიშნავს, როგორ მოენატრა მისი წარმოთქმაც კი... როგორ უყვარდა, უყვარდა? არა, ეს სიყვარულზე მეტი იყო. ნეტა ერთი წამით დაანახა, ერთი წამით აგრძნობინა მისი სიახლოვე, გააგებინა რას აკეთებს, რაზე ფიქრობს, ვისთთანაა წილად ვის ხვდა ეს ბედნიერება? იქნებ ეხლა მთვარეზე დგას, დედამიწას უყურებს (როგორც ეს მთვარეს) და მასზე ფიქრობს, იქნებ ჯოთიასაც ასე მწველად ენატრება თავისი მეგობარი, ან იქნებ, დაივიწყა, საერთოდ აღარ ახსოვს.
მთვარეს უყურებდა და ტვინში მხოლოდ ერთი სიტყვა უტივტივებდა;
ჯოთია...
მონატრებამ უფრო კარგად მიახვედრა თუ როგორ ყვარებია, ჯოთია მისთვის მთელი სიცოცხლე ყოფილა. ნეტა ის და ჯოთია დედამიწაზე ადამიანებად შობილიყვნენ, ერთმანეთს სადმე ქუჩაში შეხვედრილიყვენ, ან თუნდაც კლასელები ყოფილიყვნენ, ერთად გაიზრდებოდნენ, ან ერთ კურსზე ესწავლათ...  მაგრამ არა, დედამიწაზე რომ ეცხოვრათ ასე არ ეყვარებოდათ, ადამიანებს ასეთი სიყვარული არ ძალუძთ დედამიწაზე ასეთ სიყვარულს სისულელეს, სიგიჟეს ეძახიან... ჩვეულებრივი ადამიანი რომ ყოფილიყო ისიც სხვა ადამიანს დაემსგავსებოდა და ამ განცდას, რომელიც ეხლა გულში აქვს ჩამარხული, ადამიანური გული ვერ ატარებდა და, ალბათ, ვერც ისეთი ბედნიერი ვერ იქნებოდა, როგორიც მთვარეზე იყო, ჯოთიას გვერდით ადამიანი რომ ყოფილიყო სხეულზე იზრუნებდა და სულს ყურადღებას აღარ მიაქცევდა , გრძნობები დაუჩუნგლდებოდა, მარტო იმაზე იფიქრებდა სხეული როგორ ესაზრდოვებინა , რითი შეემოსა, რა ეჭამა და თვალი როგორ გაეხარებინა... არა, ადამიანობა არ უნდა, ეს ყველაფერი უაზროდ ეჩვენება. მას თავს სამშობლოში, მთვარეზე სწადია, უნდა ის იყოს, ვინც სნამდილეში არის, სურს სული კვებოს, სულიერად იცხოვროს, სულიერად უყვარდეს და სულით იგრძნოს რომ ისიც ვიღაცას უყვარს (ვიღაცას კი არა, მხოლოდ და მხოლოდ ჯოთიას)
……
გოგონა ტყეში მირბოდა, სიცხეს თავს ტყეში აფარებდა. სირბილით რომ დაიღალა, ბალახებში ჩაიმუხლა და წიგნის კითხვას შეუდგა. უცებ ფაჩუნი გაიგონა, კოხტა თავი აიღო,აქეთ-იქით მიმოიხედა, თვალით დიდხანს ეძებდა ხმაურის გამომწევებელს, მაგრამ ვერაფერი რომ ვერ დაინახა, კითხვა მშვიდად განაგრძო. ცოტახანში იგრძნო ფეხზე რაღაც აცოცდებოდა. წიგნი დაკეცა და რას ხედავს? ფეხზე პატარა, მწვანე არსება შემოჯდომია და სახეში მიშტერებია. ბაყაყს მოგაგონებდათ. თუმცა ბაყაყი არ იყო, სახე ადამიანისა ჰქონდა, მაგრამ ტანით სულ პატარა, ოციოდე სანტიმეტრი თუ  იქნებოდა. გოგონა შეშინებული წამოხტა, გაიქცა...
-რა იყო ადამიანო,  რამ შეგაშინა?-ეკითხება უცნაური არსება წვრილი წრიპინა ხმით.
გოგონა შეხტა, გაოცებულს, ისედაც დიდი თვალები კიდევ უფრო გაუფართოვდა.
-უბრალოდ,-დაიწყო ისევ მან და თვითონაც განზე გადგა, თითქოს იმის ნიშნად, მე არაფერს არ გერჩი და თუ შეგაშინე მაპატიეო,-შენი სილამაზის საცქერლად მოვედი აქ. მინდოდა თვალისთვის წყალი დამელევინებინა, ასეთი სილამაზე არასდროს არ მინახავს.
-კომპლიმენტისთვის დიდი მადლობა, მაგრამ ვინ ხარ?-ჰკითხა გოგონამ შიშნარევი ღიმილით.
-რომ ვიცოდე ვინ ვარ ჩემთვისაც კარგი იქნებოდა, ორი დღეა მაგის დადგენას ვცდილობ, მაგრამ უშედეგოდ.
-რა გქვია?
-ფაფი.
-ეგ როგორი სახელია, პირველად მესმის.
-მთვარეული სახელია.
-მთვარეული?-ყურებს არ დაუჯერა გოგონამ.
-დიახ, მთვარეული. მთვარიდან ჩამოვარდი ორი დღის უკან, ჭექა-ქუხილის დროს. ეტყობა, ელექტონულმა ტალღამ გადმომიტყოცნა აქეთ.... ვერ გამიგია რა მინდა? რისთვის მოვედი ამ ქვეყნად?
-მთვარეზეც არიც სიცოცხლე?
-ეჰ, სხვანაირად არ გამიგო და, თქვენ, ადამიანები რომ ამბობთ, ვითომდა სიცოცხლე მარტო დედამიწაზეა, სიცოცხლე აქ იწყება და აქვე მთავრდება, ეგრე სადაა? ცდებით. სამყარო უსასრულოა. ნუთუ იმაზე არასდროს არ გიფიქრიათ, რომ შეიძლება სხეული არ  არსებობდეს, მაგრამ სული ცოცხლობდეს. უსხეულოდ სული იარსებებს და უსულოდ სხეული როდი არ არსებობს? თუმცა ამის გაგება რთულია... მთვარეზეც სხეული არ მქონდა, ფიზიკურად არ ვარსებობდი, ჩემი დანახვა რომ გდომებოდა, ფაქტიურად ვერ დამინახავდი. იქ მხოლოდ ჩემი დაბოდიალობდა აქეთ-იქით. ჩვენ, ვინც მთვარეზე ვცხოვრობთ, მარტო სული გაგვაჩნია მეტი არაფერი.
-უცნაურია... სული უსხეულოდ როგორ უნდა არსებობდეს ვერ წარმომიდგენია
მე კი ვერ წარმომიდგენია. თქვენ როგორ ვერ წარმოგიდგენიათ... წარმოიდგინეთ დედამიწაზე რამდენი სხეული დადის უსულოდ, დადის ცალიერი, ფიტული, რომ გამოშიგნო, მის არსებას რომ ჩაუღმავდე, ხელში არაფერი არ შეგრჩება ლამაზი თვალების და ლამაზი სხეულის გარდა. (სილამაზესთან მე საწინაამდეგო არაფერი არ მაქვს, მაგრამ... იმედია მიხვდები მე რისი თქმაც მინდა) რამდენი მახინჯი სხეული არსებობს, რომლის შიგნითაც დიდი სული იმალება, მაგრამ თქვენ მისი სული რაში გჭირდებათ. თქვენ ყველაფერს ზედაპირულად უყურებთ, თვალებით ზომავთ, წონით და კარგად შეფუთული ცალიერი ყუთი გირჩევნიათ კარდონის უბრალო, საჩუქრებით სავსე ყუთს.
-მესმის რასაც გულისხმობ, სამწუხაროდ მართალი ხარ. მერწმუნე, მე არ ვარ ასეთი. მე კარგად, ლამაზად შეფუთულ ცალიერ ყუთს სავსე მირჩევნია.ცალიერი იმას მოსწონს, ვისაც მხოლოდ თამაში სურს, ცარიელს უფრო კარგად ათამაშებს. მე კიდე უკვე გავიზარდე, თამაში მომბეზრდა.
-რამდენის ხარ?
-ოცდასამის,-უპასუხა ელისაბედმა,-წამოდი  ჩემთან წავიდეთ, უკვე გვიანია, ღამე ცივა ჩვენთან, გაიყინები.
-შენ მიცოდებ იმის მერე, რაც კაცობრიობა ვლანძღე?-სიცილით ჩაეკითხა მთვარეული.
...მთვარეული ელისაბედს გაჰყვა.
  ეს იყო ერთი წლის წინ.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები