ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ირინკა
ჟანრი: პოეზია
16 ოქტომბერი, 2012


მთას მინაწერი წერილი (მთის ხმაზე)

რა შორს დამირჩი სახლ–კარო,
ბანო, დამზრალო ქარითა,
წლებით ნადღვებო არაგვო,
მთავ, დაფერილო ქარვითა.
ავდარში ჟანგმორეულო
ცელო, ნამზადო სათიბად,
აჩნიხარ ჟამო წყეულო
დახავსულ სიპებს ქათიბად.
რა შორს დამირჩი შავნაო
ცვარს ალესილი ნალითა,
დედაის ჭრელო თავშალო,
ცრემლში დამბალო მალვითა.
ქალო, დილის სხივს სადარო,
ქალო, სადარო არვისა,
ვაითუ მეტად მადარდო
გუმანი მოგდგამთ მაგისა,
თუ გულმა ვეღარ გაგიძლოს,
ეგება ვინმეც აგიჩნდა
და შენი სუნთქვაც ტიალი
სხვისა ღიმილად დამირჩა...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  ლილიტი_ ვულოცავთ დაბადების დღეს