 | ავტორი: დიოტიმა ჟანრი: პოეზია 20 ოქტომბერი, 2008 |
(თეონასათვის)
რა ბილიკები, რა ხიდები, აღმართ-დაღმართი!.. შვილო, რამდენი სავალია, მიმოიხედე! ოღონდ აქეთკენ ნუ წამოხვალ - შემოგიტყუებს ნელსურნელება ვარდისფერი, ბგერა-ხავერდი!
მართლა ვარდებით ნაფენია გზა სიყვარულის, მაგრამ თვალთაგან მცვივა სიმწრით მე ნაპერწკლები - ვერც წინ მივდივარ, ვეღარც უკან. ვაი, ვეცემი! წამის წამიც და, კვნესას ჩემსას ცაში ვეწევი.
დაბლა კი, დაბლა - დინებას თავქვე მიჰყვებიან შეყვარებულნი, ცრემლდიდობისგან ფესვიანად მოგლეჯილები და იმათ შორის, ძლივს-ღა ვარჩევ, როგორ ირწევა აიმ ვარდისფერ კალაპოტში ჩემი სხეული, ჩემთვის ასეთი ახლობელი და შორეული.
მაღლა, ო, მაღლა, კიდევ მაღლა! რა სილაღეა!
ამ სიმაღლიდან ჩვენი მოდგმის მთელი სავალი უფლის გადაშლილ ხელისგულზე ერთ ხაზად მოჩანს. ყოფიერების ევერესტიც ბორცვი ყოფილა, პატარა ბორცვი - თავზე ყინულის ნამცეციანი.
მანდ კი, რა უნდათ ნინოსაგან ადამიანებს, როგორ ანჯღრევენ, ნეკს უჭრიან, როგორ შიშობენ, ყოფის ბარგი არ შეატოვოს!
კარგი, ეყოფათ! დავუბრუნდები.
თუ შეგიძლია, ნურასოდეს მისაყვედურებ. დედის წესია, ვიდრე სასმელს გამოგიწვდის, ჯერ თვითონ სინჯავს. არა, პატარავ, ეს საშენო წყალი არ არის!
წადი და თვალი მაინც აქეთ თუ გამოგექცა, გახსოვდეს, ამ გზამ დედაშენი როგორ დაღალა, როგორ წაართვა სიცოხლის და სიკვდილის ღონე. რაო, პატარავ, ამ სიტყვებით რად დაგაღონე?
რა - გზა, რა - ვარდი, რის - ფრენა, რა - ევერესტი! ამ ზამთრის ღამეს მე, უბრალოდ, მოწყენილი ვარ, და... ყველაფერი გასართობად გამოვიგონე.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
11. გენიალური. უსაზღვროდ მიყვარს ეს ლექსი. ეს ვითომ-თამაშობანა, ქალის, დედის, ადამიანის, შემოქმედის, შეყვარებულის... ვტირი დიოტიმა... გენიალური. უსაზღვროდ მიყვარს ეს ლექსი. ეს ვითომ-თამაშობანა, ქალის, დედის, ადამიანის, შემოქმედის, შეყვარებულის... ვტირი დიოტიმა...
10. სანამ კომენტებს წავიკითხავდი, ჩემთვის ვიფიქრე სხეულიდან გასვლას გავს საოცრად თქო...თითქოს იმ ვარდისფერი საზვერეების კეთილსურნელებაც ვიგრძენი...და თუმცა ვერბლანის თავისუფალი გრაფიკისა არაფერი მესმის (ჩემდა საწყენად) ლექსი რომ ეგრე მივიღე ის გამიხარდა... სანამ კომენტებს წავიკითხავდი, ჩემთვის ვიფიქრე სხეულიდან გასვლას გავს საოცრად თქო...თითქოს იმ ვარდისფერი საზვერეების კეთილსურნელებაც ვიგრძენი...და თუმცა ვერბლანის თავისუფალი გრაფიკისა არაფერი მესმის (ჩემდა საწყენად) ლექსი რომ ეგრე მივიღე ის გამიხარდა...
9. როი ძვირფასო! მიხარია,რომ ეს ძველი ლექსი მოგეწონათ. დაწერილია 1994 წელს. ეს არის ვერბლანი თავისუფალი გრაფიკით.ვერბლანს კი რითმა არ სჭირდება,თუმცა დასაშვებია ოკაზიონალური რითმა. ლექსში აღწერილია ტიპიური გულყრის მომენტი,საკუთარი გამოცდილებიდან.
როი ძვირფასო! მიხარია,რომ ეს ძველი ლექსი მოგეწონათ. დაწერილია 1994 წელს. ეს არის ვერბლანი თავისუფალი გრაფიკით.ვერბლანს კი რითმა არ სჭირდება,თუმცა დასაშვებია ოკაზიონალური რითმა. ლექსში აღწერილია ტიპიური გულყრის მომენტი,საკუთარი გამოცდილებიდან.
8. რითმა იყოს და ქედს მოვიხრიდი, გარითმეთ რა ეს არაჩვეულებრივი სიტყვები რა...
10 რითმა იყოს და ქედს მოვიხრიდი, გარითმეთ რა ეს არაჩვეულებრივი სიტყვები რა...
10
7. ფინალი . დანარჩენი ... რია ვიცი ფინალი . დანარჩენი ... რია ვიცი
6. ძალიან,ძალიან კარგია. სათქმელით, აზრით ფ,ილოსოფიით დატვირთული...მე მიყვარს ასეთი ლექსები ძალიან,ძალიან კარგია. სათქმელით, აზრით ფ,ილოსოფიით დატვირთული...მე მიყვარს ასეთი ლექსები
5. მე მომეწონა, თქვენს ლექსბში არ მომწონს სიჭარბე, მთლიანად შლით სათქმელს და მისახვედრი არაფერი რჩება..რავიცი აბა, თქვენთან ლექსის კონცეფციაზე დავა რა ჩემი საქმეა და არცაა სადაო აქ არაფერი, მაგრამ ნუ მე 4ს ვწერ :) მე მომეწონა, თქვენს ლექსბში არ მომწონს სიჭარბე, მთლიანად შლით სათქმელს და მისახვედრი არაფერი რჩება..რავიცი აბა, თქვენთან ლექსის კონცეფციაზე დავა რა ჩემი საქმეა და არცაა სადაო აქ არაფერი, მაგრამ ნუ მე 4ს ვწერ :)
3. მადლობა თეა ძვირფასო! კორექტურა გაპარულა და ჩავასწორე. მადლობა თეა ძვირფასო! კორექტურა გაპარულა და ჩავასწორე.
2. სიმწარით _ აქ კორექტურაა, თუ განგებ წერია ასე?! ლექსი მომეწონა. ''ცრემლდიდობა'' საინტერესო სიტყვაა! სიმწარით _ აქ კორექტურაა, თუ განგებ წერია ასე?! ლექსი მომეწონა. ``ცრემლდიდობა`` საინტერესო სიტყვაა!
1. უკეთესად შეიძლებოდა, თუმც აზრობრივად გამართUლია. 5ს ვწერ შემდეგისთვის უკეთესი დამხვდება ვფიქრობ! 5- უკეთესად შეიძლებოდა, თუმც აზრობრივად გამართUლია. 5ს ვწერ შემდეგისთვის უკეთესი დამხვდება ვფიქრობ! 5-
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|