ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: გ1313
ჟანრი: პოეზია
23 ოქტომბერი, 2012


ნიკო

არ ღამდებოდა,არ თენდებოდა...
მუზა სივრცეებს არ სჯერდებოდა,
ქარი გოდებდა გაფანტულ ღრუბლებს,
წვიმა წვეთებად რომ გვიყვებოდა.
სხივებდამტყდარი,ფერდაკარგული,
მზე,გაძარცული,ვეღარ მზეობდა,
და თავშიშველი მთები ბარბაცით
შორს სივრცეებში იკარგებოდა...
საათს ისრები უკანკალებდა.
ციფერბლატს წამი ემძიმებოდა,
მთვრალი სტრიქონი წერტილს ელოდა,
გომელაური ნიკო კვდებოდა...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები