ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: კაკტუსი
ჟანრი: პროზა
24 ოქტომბერი, 2012


მთვარეული (ნაწილი მეორე)

ამ ერთ წელიწადში ძალიან შეიცვალა,  პატარა სხეულს სული ეურჩებოდა, ბრძოლა გაემართათ ერთმანეთს შორის მთვარეულს დედამიწაზე ცხოვრება ძალზედ გაუჭირდა ეუცხოებოდა აქაური წესები, ტრადიციები, ათასი დაუწერელი კანონი. უკვირდა ადამიანების ერთმანეთისადმი ფარული სიძულვილი, ბოროტება... ეს ყველაფერი მისი არ იყო, ვერ გაითავისა და ადამიანების შორის თავს უცხოდ გრძნობდა. ყველაფერმა აზრი დაკარგა, სამყარო ნაცრისფერი გახდა. საკუთარ თავში ჩაიკეტა, უმეტესწილად ოთახში იყო ჩაკეტილი და ხატავდა, ხატავდა მუქ ფერებში, ფურცელზე ანთხევდა საკუთარ განცდას. მაგრამ ერთ მთვარიან ღამეს ლოგინში წევს, როგორც ყოველთვის, არ სძინავს, ფიქრებში დაბოდიალობს... ფანჯრიდან მთვარის შუქი შემოდის და კედლის საათს ეცემა, საათს უყურებს, წამი წამს მიდევს, წუთი წუთს, საათი საათს, ხედავს დრო როგორ მიქრის, ხელიდან ეცლება ყველაზე ძვირფასი რამ-შეენანა, თუმცა თვითონაც ვერ გაიგო რატომ.
    წამოდგა, გარეთ გავიდა, ღამეა, მთის წვეროზე მთვარე გადმომდგარა და ჩაძინებულ სოფელს დაცქერისიქ ჭოტი გაჰყივის, აქ ჭრიჭინა ჭრიჭინებს, ეზოში ძაღლი ჰყეფს... ღამე რა ლამაზია, რა ლამაზია მთვარეს რომ მზე ცვლის. მზე რომ ამოვა და ბუნება რომ გაიღვიძებს, ახალი ცხოვრება დაიწყება... სოფელი გაცოცხლდება ზოგი დაიბადება, ზოგი მოკვდება, ზოგს რაღაც ეწყინება, ზოგს რაღაც გაუხარდება, გაბედნიერდება... ცხოვრება კარგია, ლამაზია ყველა თავის კანონთან ერთად, ოღონდ ამ სილამაზეს დანახვა და რწმენა სჭირდება... მოუნდა, წყალივით მოწყუდა ეს სილამაზე მთლიანად შეეგრძნო, შეეთვისებინა. ,,დახე, რა ლამაზია ეს ყოველივე,-ეუბნებოდა თავის თავს ღამის შემყურე,-რა ლამაზია დღეს ღამე რომ მოყვება და ღამეს დღე... ცხოვრება მშვენიერიაო, განა ტყუილად გაიძახიან, მართლაც რომ მშვენიერია. ყველაფერი დაივიწყე და ადამიანურად იცხოვრე, ადამიანებს მიბაძე. დაივიწყე რას გრძნობ, რა არის შენში. ყურადღება გარე სამყაროზე გადაიტანე, ჭამე?-მადლიერი იყავი. ვიღაც ბედნიერი დაინახე?-მისი სიხარული გაიზიარე. აქ მეტს ნუ ეძებ, ნურას მოელი, ის რაც შენ გინდა დედამიწაზე არსადაა, რამდენიც გინდა ეძებო, მაინც ვერ მიაგნებ. რამდენიც არ უნდა იტირო, წარსულს უკან ვერ დააბრუნებ. ამიტომ ადამიანებს მიბაძე-სული დაივიწყე, ყურადღება სხეულს დაუთმე. თვალი გაახარე, ფიზიკური სიამოვნება მიიღე.
მაგრამ ჯოთია? ჯოთია როგორ დავივიწყო? ჩემი ერთადერთი და განუმეორებელი... თავი რითი გავირთო მასზე რომ არ ვიფიქრო, მას რომ არ ვესაუბრო ჩემში. ისე რომ ვთქვათ, ასე გიჟმაჟურად რამ შემაყვარა, რა მქონდა მასთან საერთო? არაფერი, მაგრამ ეს არაფერი ჩემთვის ყვეელაფერი იყო და ეს ყველაფერი მიყვარდა მე, ამ არაფერში ყველაფერი იმალებოდა. ჯოთია ჩემთვის სასწაული იყო. დავივიწყებ, დრო გავა და თავისთავად დამავიწყდება,-ჰპირდებოდა თავისთავს უკვე მერამდენედ და სინათლის სხივს ეძებდა, რომელიც გზას გაუნათებდა,-ოღონდ თვითონ ის იყოს კარგად და შეუძებელს შევძლებ!
… მაგრამ ჯოთია?-და ყველაფერი თავიდან იწყებოდა.
  შინაგან ხმას დაუჯერა, შემდეგი დღე ხალისიანად დაიწყო. ოთახიდან გამოვიდა, თავს მხნედ გრძნობდა, უღიმოდა ყველას და ყველაფერს. ხალხში გაერია, ცდილობდა ადამიანებთან საერთო ენა გამოენახა, პირველად საზოგადოებაში რომ გავიდა, ყველამ თვალი მას მიაპყრო, მიაშტერა. გაფაციცებით აკვირდებოდნენ ამ პატარა, უცნაურ არსებას , უკვირდათ მისი ყოველი მოძრაობა, ყოველი სიტყვა. რამეს რომ იტყოდა, ყველა თვალებს დააჭყეტდა, ამ პატარა არსებამ ეს როგორ მოისაზრაო, ღმერთო, შენი სახელის ჭირიმეო. ელისახბედს ძალიან შეუყვარდა, გაითავისა ეს ციცქნა არსება, საკუთარ ლუკმას უყოფდა და საკუთარ ხელით აჭმევდა, ვინარიდან მთვარეულის პატარა, სუსტი ხელი კოვზს ვერ იჭერდა.ელისაბედმა  უკანასკნელი იშვილა, ამისთვის ყველა აქებდა, ანუგეშებდა; ,,ნუ გეში, ამ სიკეთეს ღმერთი გადაგიხდისო" ეს ფრაზა მთვარეულს ტკივილს აყენებდა, გაუგებარ, სულისშემხუთველ ტკივილს... ზოგი მთვარეულს თავის სიმახინჯის გამო, ეშმაკისეულ არსებად აღითქვამდა, მისი დანახვა ზიზღს ჰგრიდა, თვალს არიდებდა და ამას იმით ხსნიდა, მეცოდება და იმიტომ ვერ ვუყურებო. არადა ვინ იყო საცოდავი ეგეც საკითხავია. ზოგი მთვარეულს სახელს ეკითხებოდა და სწორად რომ უპასუხებდა, თავზე ხელს უსვამდა, ჭკვიანი გოგო ხარო, ჭკვიანიო, ხა, ხა..
ყველაფერს ამას მიეჩვია, უფრო სწორედ მიეჩვია კი არა, რაკი მთვარეზე, ჯოთიას გვერდით ვერასდროს ვერ მოხვდებოდა, მისთვის ყველაფერი სულ ერთი გახდა, სულ არ ედარდებოდა ვინ რას იტყოდა, ვინ როგორ შეხედავდა, რაც მთავარია ცხოვრობდა, სუნთქავდა, დრო გადიოდა...
ბავშვები ბუზებივით ეხვეოდნენ, ძლიერ მოსწონდათ ეს პატარა ცოცხალი სათამაშო. ზოგ ბავშვს თოჯინა ეგონა, ხელში აიტატებდა, ნანას ეუბნებოდა და აძინებდა. მთვარეულიც თავს იკატუნებდა, ვითომ მართლა თოჯინა იყო, უხაროდა ბავშვებს რომ ართობდა, ხმას არ იღებდა და თავს იმძინარებდა. ბავშვებთან ყოფნა თვითთონაც სიამონებდა, თამაში ყველაფერს ავიწყებდა, ახლისებდა, დადებით ენერგიით ტვირთთავდა ბავშვების მხიარული ჟრიამული. მაგრამ... მაგრამ მარტო რომ დარჩებოდა, პირისპირ საკუთარ თავს რომ შეხვდებოდა, მთელი თავისი არსებით გრძნობდა, რაღაც როგორ  აკლდა. სული ეძახდა, მოუსვენარი სული არ ჩერდებოდა, პატარა სხეულში არ ეტეოდა. აუტანელ სიცარიელეს გრძნობდა, სულს შიოდა, წყუროდა... ხალხის რბოში საშინელ მარტოობას განიცდიდა. ჯოთია წყუროდა, სიცოცხლე  ენატრებოდა.
სარკეში იყურებოდა და უკვირდა.. უკვირდა როგორ არ ფეთქებოდა, ნაკუწებად როგორ არ იქცეოდა. ეს პატარა სხეული როგორ იტევდა ამდენ დარდს, ამდენ გაუგებარ ტკივილს, ამდენ სიყვარულს,ამდენ მონატრებას...
ასე გავიდა ერთი წელი.
                      გაგრძელება იქნება

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები