ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ლევან ძამუკაშვილი
ჟანრი: პოეზია
24 ოქტომბერი, 2012


* * * (გაბრუებული ილევ...)

                                    *  *  *

გაბრუებული ილევ, შემოდგომის აჩრდილებს,
სიყმაწვილეში ჩრდილებს კარგად ვარჩევდი მახსოვს
დრო ისე იწელება, წლებივით იწურება,
ბოლო ხომ მიწურია, ძველი საპატრიარხოს.

სიმარტოვე კი გაჯდა, ის ლანდი ქვაზე იჯდა,
სამშობლო არის მიჯნა, ვინა ხარ ქვეყანაზე,
სიმშვიდეშია ბეჭდვა, მხარი დამარტყა ბეჭზე,
რომელი ხარ თქო ბიჭო, კუბოს ბოლო სასახლე.

მაგრამ ასეა ვიცი, ყველა ქვაზე ცივია,
სიხარულით მთა "ცივია", და უაზროდ მომლოდინს,
ახლა შეწყვიტე წერა, როგორც ჰაერში მწერი,
ისე გაქვს შეწერილი, სიკვდილის მძიმე ლოდი.

ისევ ის ბუჩქებია, ვისაც უჩუქებია,
ქალაქში კი ქუჩები, დადიან ძველებურად.
ხოდა გახშირდა მწერი, ყელში მოსული მწევლით,
თუნდაც მზე გადგეს მწველი, მოკვდები უბედურად.


       

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები