3. ++ მომეწონა ++ მომეწონა
1. ერთხელ, მე და ჩემი ძმა მფრინავი შეფთი, მოვდივართ მალაიზიაში და ქსეროფიტული ბუჩქების ჩითილები გადაგვქონდა კუალა–ლუმპურიდან – პუტრაჯაიაში. მთავრობა დედაქალაქიდან –მეორე დიდ ქალაქში გადავიდა "საცხოვრებლად" და ჩრდილი და საკვები ხომ ჭირდებოდათ. ვიშოვეთ მე და შეფთიმ საქმე.
თან მალაიზიის ისტორიას ვიხსენებდით და ვკამათობდით: რამ გამოიწვია პირველი მალაიზიური სახელმწიფოების ლანკასუკას, ტამბრალინგას, ტაკოლას, კედაჰის და სხვათა მასინდელი ფორმირება. შეფთი ამბობდა – ჩინეთის და ინდოეთის სავაჭრო გზის გზაჟვარედინზე რომ მდებარეობდა მაგიტომო.
მე ვამტკიცებდი, დასავლეთის, კერძოდ პორტუგალიელების მიერ მალაკის ნახევარკუნძულის ხელში ჩაგდებამ –მნიშვნელოვანი როლი შეიტანა მის ჩამოყალიბებაში–თქო. შეფთის სულ ფინანსები და ვაჭრობა ჰგონია ყველაფრის თავი და თავი. მე კიდევ, ევროპას ვეტრფოდი მაშინვე.
მოკლედ, ვართ ერთ კამათსა და დავიდარაბაში. თან რა თქმა უნდა მივიწევთ წინ, მამაქალაქისკენ. იმაზე კი ვთანხმდებით, რომ კუალა–ლუმპური პირველია, მარააა, არც პუტრაჯაიაა მეორე.
ხმაურიანი ხალხია მალაიზიელები. მარა, ჩვენებურად რომ შევყევით მე და შეფთი, იმათმაც კი მოადუნეს ხმის იოგები და მოგვაჩერდნენ პირდაპირ სახეში.
ვეუბნები შეფთის, "დიდი ამპარტავანი ვინმე ხარ, კაცი ვერ შეგაგნებინებს ვერაფერს, სულ ილანძღ–ითთხები, შენთან კამათი შეუძლებელია–მეთქი. აღარაა დრო, რომ გამოსწორდე, აღარ იყო ბოღმიანი, ნიღბები მოიხსნა–მეთქი?" ვმოძღვრავ და ვმოძღვრავ. არ მემეტება საცუდკაცედ,ძმაა მაინც, რაც უნდა იყოს...
გვიყურა და გვისმინა კალიმანტანელმა ანამისტმა დაიაკმა. ბოლოს გაგვიღიმა და ინტერესით ჩაგვეკითხა:
"თქვენ ძმები ხომ არა ხართ? ძალაიანად კი ჩამოჰგავხართო ერთმანეთს."–მერე,მე მომიბრუნდა და მეკითხება:" შენ თვითონ თუ იცი ეგ ყველაფერი, რასაც შენს ძმას ასწავლიო?"
დავფიქრდი. ვიფიქრე...ვიფიქრე და როცა, პასუხი მოვიფიქრე და მინდოდა მეთქვა, შენ საერთოდ ვინ ხარ და რა მჭირს შენი ჭკუის სასწავლებელი–თქო, მოვბრუნდი და მოეტაცნათ დაიაკი ინგლისერ კოლონიზატორებს. მონები შემოჰკლებოდათ.
ვენაცცცცვალე ევროპას.
ერთხელ, მე და ჩემი ძმა მფრინავი შეფთი, მოვდივართ მალაიზიაში და ქსეროფიტული ბუჩქების ჩითილები გადაგვქონდა კუალა–ლუმპურიდან – პუტრაჯაიაში. მთავრობა დედაქალაქიდან –მეორე დიდ ქალაქში გადავიდა "საცხოვრებლად" და ჩრდილი და საკვები ხომ ჭირდებოდათ. ვიშოვეთ მე და შეფთიმ საქმე.

|