| ავტორი: ონისე_ოკ ჟანრი: პროზა 30 ოქტომბერი, 2012 |
- 20 წუთია თქვენ დამპალ დავალებებს ვამოწმებ, ნახევარ კლასს არაფერი გიწერიათ!.. ხუთშაბათს გამოცდა გაქვთ, თქვენ კი რას მიკეთებთ? რა ნამუსით ლაპარაკობ შეენ?! გამოდი აქეთ, გამოდი რო გეუბნები. - არა მას, ვსიო ბოლო იყო ნამდვილად, ხმას აღარ ამოვიღებ.
ბიჭმა ამ სიტყვიდან 5 წამში ისევ თავის ძველ საქმიანობას მიჰყო ხელი და გვერდზე მჯდომ ბიჭთან ერთად სავარაუდოდ რაღაც უაზრობაზე კამათი განაგრძო. მასწავლებელიც მიხვდა რომ მასთან ვერაფერს გააწყობდა, არ უნდოდა თავისი სისუსტე წარმოეჩინა და ახლა წივილისთვის სხვა მიზეზის ძებნა დაიწყო. ის იყო, მასწავლებელს ისევ კვილი უნდა დაეწყო კუთხეში მჯდომი გოგონასთვის რომელიც მობილურზე თამაშობდა, რომ ალანი ხელის აწევით ფეხზე წამოდგა და საუბარი დაიწო: - მასწავლებელო, წინა გაკვეთილებზე არ ვიყავი და როგორც წეღან გავიგე ხუთშაბათს გამოცდა გვაქვს არა? - დიახ, მაგრამ რას დაწერთ იმ გამოცდაზე იმასაც ვნახავთ!.. - კარგით მას, მე ნუ მეჩხუბებით, რაღაცა მინდა გითხრათ და ისე არ მიიღოთ თითქოს ჭკუას გარიგებდეთ. ხუთშაბათს გვაქვს გამოცდა არა? იმაზე არაფერს ვიტყვი რომ მთელი წელი ასე მიდის გაკვეთილი, ნახევარი საათი წივილი დავალების არ ქონის გამო და თხუთმეტი წუთი გაკვეთილი. - მაიცა შენ რა გინდა, რომ... - მასწავლებელო, უკაცრავად, ვიტყვი ბოლომდე, თქვენი შეურაცხყოფა არც მიცდია. ხოდა, იმას ვამბობდი, ხუთშაბათს გამოცდა გვაქვს და მაინც არ გსურთ თქვენი გაკვეთილის წაყვანის სტილს გადაუხვიოთ. მაინც გსურთ რომ დავალებების არ ქონის გამო ჟურნალში ორიანები ჩაწეროთ. ხანდახან ვფიქრობ რომ ამით სიამოვნებას ღებულობენ მასწავლებლები, ან იქნებ უკვე ინსტიქტში გადაგეზარდათ ეგ? არ ვიცი, არ ვიცი. ბოლო ორი გაკვეთილი არ ვიყავი, ახლა მოვედი და ვიგებ რომ ხუთშაბათს გამოცდა მაქვს. და ვხედავ იგივეს რასაც ამდენი ხანია ვხედავ. გაკვეთილი არ ტარდება, ტარდება წივილ კივილში, ორიანების წერაში, სწავლისთვის მოწადინებული ბავშვების წინა მერხებზე გადმოჯდომაში და მათი იმედგაცრუებული თვალების ყურებაში... არ შეიძლება რომ ამ ერთხელ მაინც არ ჩაგეტარებინათ ასე გაკვეთილი? ამ ერთხელ მაინც მოგემზადებინეთ მთელი 45 წუთი საგამოცდო საკითხებში. გასაგებია რომ ხმაურია, ბევრს არ აინტერესებს ეს საგანი მაგრამ რა ვქნა მე? მე რომ მინდა? ჩვენ რომ გვინდა? მე არ შემიძლია ყველა მათგანთან მისვლა და გაკვეთილზე სიჩუმის აუცილებლობასთან დაკავშირებით მოძღვრების ჩატარება. მე აქ განათლების მისაღებად ვარ და არა იმისთვის რომ თქვენ კივილს ვუსმინო. ვისაც უნდა ისწავლის. ჩვენ გვინდა და გვასწავლეთ. ვისაც არ უნდა კისერიც უტეხია, თითოეულმა მათგანმა იცის რომ ეს საგნები სწავლის ბოლოს ჩასაბარებელია და იმ საბუთის გარეშე რომელსაც ამ საგნების ჩაბარებით იღებენ ვერაფერს იზავენ სამომავლოდ. ეს ხომ იცით ყველამ? ბავშვებო, მითხარით მოგწონთ გაკვეთილის ჩატარების ასეთი სტილი? ხომ არ მოგწონთ?.. კლასში სამარისებული სიჩუმე ჩამოწვა, ხმას არავინ იღებდა და ყველა თვალს არიდებდა ალანს. მოწადინებული ბავშვებიც არაფერს ამბობდნენ, მაგრამ ვაი რომ მხოლოდ მოწადინება არ კმარა... - ბავშვებო! მოგწონთ სწავლის ასეთი სისტემა? ამოიღეთ ხმა, მოგწონთ?! ხმას არავინ იღებდა, ალანს ერთი კლასელი ხელით დაბლა ქაჩავდა დაჯექიო, მაგრამ ალანი ხელს აშვებინებდა. - ეჰჰ... მოკლედ, თქვენ ხართ მორიგი აგური კედელში, როგორც როჯერ უოთერსი იტყოდა - გაიღიმა, მოიღუშა და განაგრძო - მორიგი კედელი აგურში. ხორცი ჭამეთ, თორემ პუდინგი არ გერგებათ მეგობრებო!.. დასვენებებზე, ანდაც სკოლის კედლებს გარეთ რა კარგად ჭიკჭიკებთ ხოლმე, საქმე საქმეზე რომ მიდგება ენა მუცელში გივარდებათ. თქვენს ენას კი თავის პირველსაწყის პოზიციაში უნდა დაბრუნება მაგრამ თქვენ არ აძლევთ მას ამის უფლებასა და საშუალებას. უფრო სწორედ, ვერ აძლევთ. ვცდილობ, რომ თქვენს ტვინებში რამე შევცვალო, რაღაც თქვენთვის სასარგებლო დაგანახოთ, მაგრამ ვერ ხედავთ და გინდათ თქვენი ტვინი ისევ მასწავლებლების დაქვემდებარებაში ამყოფოთ, არ გინდათ კედლის გარეთ გამოსვლა. როგორც გენებოთ მეგობრებო, როგორც გენებოთ. თქვენ მორიგი აგური ხართ კედელში, მორიგი აგური. ალანი გაჩერდა და რამდენიმე წამში დაბალ ხმაზე დაიწყო ღიღინი: - Goodbye cruel world, I'm leaving you today. Goodbye, Goodbye, Goodbye.
Goodbye, all you people, There's nothing you can say To make me change my mind. Goodbye.
ალანმა ჩანთა აიღო და გარეთ გავიდა, უკან აღარც მოუხედავს ისე ჩაირბინა კიბეები და გავიდა გარეთ. მასწავლებელმა უკნიდან ერთხელ მიაძახა, იმასაც ვნახავთ თუ ეს ყველაფერი დირექციასთან არ გავარკვიოთო. მაგრამ, ალანს ეს უკვე აღარ აინტერესებდა, ახლა ის ხელებგაშლილი მიფრინავდა უგზაუკვლოდ და თითქოს მთელი მსოფლიოს გასაგონად ღრიალებდა ფრაზას: TEAR DOWN THE WALL !!! TEAR DOWN THE WALL !!! TEAR DOWN THE WALL!!! TEAR DOWN THE WALL !!! TEAR DOWN THE WALL !!!
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
2. ვა, იმდღეს მეც დავიწყე ლაპარაკი, ნახევარმა კლასმა მხარი ამიბა, შემდეგ დღეს დირექტორთან რომ ჩავედი და განცხადება გავაკეთე, შემდეგ არავინ ხმა აღარ ამოიღო ორი ბავშვის გარდა. რავიცი აბა ვა, იმდღეს მეც დავიწყე ლაპარაკი, ნახევარმა კლასმა მხარი ამიბა, შემდეგ დღეს დირექტორთან რომ ჩავედი და განცხადება გავაკეთე, შემდეგ არავინ ხმა აღარ ამოიღო ორი ბავშვის გარდა. რავიცი აბა
1. პირველი კომენტარის უფლება მე მაქვს? ჩემთან ყველაფერი სხვანაირადააა...არ გეგონოთ უკეთესად...არაა...უარესად:( უბრალოდ "ალანს" ყველა გვერდზე დაუდგება.:) პირველი კომენტარის უფლება მე მაქვს? ჩემთან ყველაფერი სხვანაირადააა...არ გეგონოთ უკეთესად...არაა...უარესად:( უბრალოდ "ალანს" ყველა გვერდზე დაუდგება.:)
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|