ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ჭალელი
ჟანრი: პოეზია
30 ოქტომბერი, 2012


შემოდგომა და მე...

შემოდგომაა...ქარი აკრთობს ხეებზე ფოთლებს,
წვიმა ასველებს შემოდგომის ოცნებას ყველას;
ნეტავ რას ფიქრობს მეეზოვე ეზოში მარტო?!
ვიცოდე  ნეტავ ,
შემოდგომის პირქუში ცა რატომ მგვრის სევდას.

არა მგონია,ყვითელ ფოთლებს არ ჰქონდეთ ძალა.
წვიმის წვეთები იმედს აძლევს დამჭკნარ ყვავილებს;
არ ვიცი რატომ,
მაგრამ ცა ფიქრებს ყველასგან მალავს,
წვიმის წვეთები სევდას მატებს დაორთქლილ მინებს.

ქუჩაში ნელა მიღუღუნებს ზანტი ტრამვაი,
ქალაქი მალე სულ ქოლგებით შეიბურება;
არასდროს იტყვის შემოდგომა:
,,სად არის ქარი?!"
მეეზოვე კი სიცივისგან მოიბუზება...

მისი ფიქრები ფოთლებისას ნამდვილად არ ჰგავს,
ხის გაძრცვლილ ტოტებს შემოსცქერის მზერა ნათელი;
შემოდგომაა,
ქარი ისევ გვიამბობს ზღაპარს
და ისევ ისე იღვენთება ცვილის სანთელი.

მე კი ფანჯრიდან შემოდგომას წყნარად გავცქერი,
მერე ხატებთან მივბრუნდები
და ლოცვას ვამბობ:
––უფალო, იესო ქრისტე, ძეო ღვთისაო,
შემიწყალე მე ცოდვილი...

ნეტავ სად მიდის დრო?! წუთები საით მიჰქრიან?
ჩემი სიკვდილის დრო რომ მოვა ,
მერე მივხვდები ,თურმე რაოდენ ეკლიანი გზა გამივლია.
ღმერთო, მომხედე, ჩამომხედე მაღალი ციდან
და დაინახე ეს ნაბიჯები რა სწრაფად ვლიან.
........................................................................
ვერ ვხედავ წუთებს,
ვერ ვხედავ, ვერ ვხედავ...
ისე მირბიან.
შემოდგომაა....

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები