ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ანგელოზების ჩარლი
ჟანრი: პოეზია
3 ნოემბერი, 2012


თითზე დაფერთხილი ღიმილი

მიყვარს როცა შენს ღიმილს თითზე დავიფერთხავ
შენი სულის ნაწილებს დავაწყობ ლანგარზე
სანამ გაზაფხულში ჩვენში იფეთქავს
მინდა მათრობდეს შენი სილამაზე


მკერდზე დაგაწერ გუაშით ჩემს სახელს,
კისერზე გაკოცებ ჩარლის ანგელოზო
ოცნებით აგიგებ ზღაპრულ ციტადელს,
უნდა ჩამაბარო კლიტენი კამელოტო.


მე ვარ ჯვაროსანი ტამპლიერთა ორდენს,
უნდა მოვუტანო სიმდიდრე და განძი
ასი სიცოცხლიდან ერთიც რომ არ მქონდეს
ასს სიცოცხლეშიც კი შენ თავს მე არ გავცვლი.


როგორ შეგადარო ეშმაკს ან კი იფრითს
არადა სულში კი გიზის შაითანი
შენში გველი წელში ცხრა ტყავს გამოიცვლის
უკვე შეგიცანი კარგად გაგიცანი.


ჩემი სტიმული ხარ მე შენ მოგიპოვებ
ისე მოგარჯულებ როგორც ჯიუტ ულაყს
ყველაფერს მივაღწევ თუკი მოვინდომებ
უკვე ვეღარ მეტყვი საყვარელო უარს...



19.06.2012

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები