ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: უმისო მისი
ჟანრი: პოეზია
3 ნოემბერი, 2012


ახალი ამბები მიწიდან.

ალმა, ალმური - დოლზე დაკრული.
ტყავ გადაჭიმული ძვალი!
თაფლი, თაფლებად, მატყლი მატყლებად - ცვივა გვალვაში, მადლობა!
გვმართებს.
სიჩუმისათვის ყურებს რას ვერჩი, მაგრამ თუ მკითხავთ
დამნაშავეა რადგან ჰაერის ხმას მიცენზურებს, წუილი მესმის!
რატომ მატყუებს? განა ვერ ვხვდები, რომ როცა თბილა ასე ვერ ისტვენს?
ზედაპირულად ისვენებს გრდემლი... უზანგის უცდის.
ქიშმიში, ქიშმიშს ტოლს ვერ დაუდებს -
სახურავივით ასძვრება ქარში.
თორემ რომ წვიმდეს, სთქვით, ვინ ოხერი?
 
ასე რომ ტაქსში აზრი არა აქვს,
გარეთ კი გრდემლი არ მოგვასვენებს,
სადარბაზოში ექო არ გვიშვებს.
გამოდის მორჩა!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  ირინკა ვულოცავთ დაბადების დღეს